კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #6

კითხვა: მაქვს ნათლობის სამი ჯვარი. შეიძლება თუ არა მათი გადადნობა და ერთი ჯვრის გაკეთება?
პასუხი: ნათლობის ჯვრების გადადნობა არ შეიძლება. ატარეთ ერთ-ერთი ჯვარი და დანარჩენები კი სათუთად შეინახეთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა სიწმიდეთა მიცემა წამლობის მიზნით ურწმუნოებისთვის და მოუნათლავებისთვის?
პასუხი: არც ურწმუნოებისთვის და არც მოუნათლავთათვის, თუნდაც წამლობის მიზნით, სიწმიდეთა მიცემა არ შეიძლება.
კითხვა: რაზე მიუთითებს ყინწვისის ანგელოზი თითით?
პასუხი: ყინწვისის ანგელოზი აღდგომილი მაცხოვრის საფლავისკენ მიუთითებს და მენელსაცხებლე დედებს ამცნობს ამ დიდ სასწაულს.
კითხვა: რა ევალება ავადმყოფს?
პასუხი: ღირსი თეოდორე სტუდიელი ამბობს: „ნუ შექმნი ავადმყოფობას უსაქმურობის საბაბად“. ავადმყოფს არგებს სავთო წიგნების კითხვა (ან მოსმენა), რათა არ აჰყვეს უქმ აზრებს.
კითხვა: როდესაც ოჯახში უთანხმოება დაისადგურებს, არ არის ურთიერთგაგება, როგორ მოვიქცეთ ჰარმონიის დასამყარებლად?
პასუხი: როდესაც ოჯახი ღვთის სიყვარულით არ იქმნება და ოჯახის შექმნის მიზანი არ არის მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრი და ზრუნვა, როგორც წესი, ასეთი ოჯახი მოკლებულია სიმშვიდეს. მისმა წევრებმა უნდა იცხოვრონ ეკლესიურად, უნდა მიიღონ მონაწილეობა საღვთო საიდუმლოებებში, თქვან აღსარება, მოინანიონ ცოდვები და ურთიერთგაგებაც დაისადგურებს.

скачать dle 11.3