კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტეს სახელმწიფოებმა ოცდამეერთე საუკუნეში საზღვრებზე კედლების აშენება და რატომ იქნება საქართველოსთვის მომავალი ორი წელი ყველაზე რთული #6

თუმცა გვეგონა, რომ ბერლინის კედელი იქნებოდა უკანასკნელი დედამიწაზე, ისტორიამ სხვაგვარად განსაჯა. თურქეთმა თითქმის დაასრულა 911-კილომეტრიანი კედლის მშენებლობა სირიის საზღვართან –  მიგრანტებისა და ტერორისტებისგან დაცვის მოტივით. მეტიც, იმავე მოტივით სომხეთთანაც გეგმავს კედლის აშენებას და, როგორც ამბობენ, ირანის საზღვარზეც.  კედლისმაგვარი ნაგებობა კი კარგა ხანია, ისრაელ-პალესტინის საზღვარზეა აღმართული. 2012 წლის ბოლოს საბერძნეთმაც დაასრულა 4-მეტრიანი (სიმაღლე) ლითონის ღობის მშენებლობა თურქეთთან.  ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში კი 2006 წელს გაისმა პირველად მოსაზრება, რომ სომხეთისგან კედლით დაეცვათ თავი. ვალში არც სომხეთი დარჩა და „დიდი სომხური კედლის“ აგება გადაწყვიტეს (ამ საქმისთვის 147 მილიონი დრამიც გამოყვესო). თუმცა ამ ყველაფრის გვირგვინი მაინც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაა, მექსიკის საზღვართან კედლის აგების შესახებ. რატომ შეიპყრო ადამიანები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში კედელომანიამ და რა გაგრძელება შეიძლება, ჰქონდეს ამ პროცესს, –  ამ თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.
– გასაგებია, სხვა მოტივაციაა, როცა დონალდ ტრამპი ლაპარაკობს მექსიკის საზღვართან კედლის აშენებაზე, მაგრამ კედელომანია ახალი ეტაპია გეოპოლიტიკურ რეალობაში?
– ეტყობა, ჩინეთის კედელმა დაგვღუპა, თუმცა ის 7 000-კილომეტრიანია, მექსიკასთან კი 3 000-კილომეტრიანი გამოუვა შტატებს. ერთი ფილმია ამერიკული, რომელშიც მთავარი გმირები საზღვარს რომ მიადგებიან, ამერიკასა და მექსიკას შორის დიდ კედელს წააწყდებიან. შეიძლება, ამან შთააგონა ტრამპს. მაგრამ ფაქტია, რომ შეუძლებელი ხდება საზღვრის დაცვა. გავიხსენოთ, ვინ არის ტრამპი და რა არის ამერიკა. ტრამპი არის კლასიკური კონსერვატორი. იმდენი იძახეს ნეოლიბერალიზმიო, რომ თვითონვე აერიათ დავთრები. ამდენად, ტრამპი დაუბრუნდა კლასიკურ კონსერვატიზმს. მეორე მხრივ, ლიბერალები თავს რომ დაანებებდნენ ნეოს და ჩვეულებრივი ლიბერალები გახდებოდნენ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა. ეს კაცობრიობას განვითარების საშუალებას მისცემდა, ცხადია, დემოკრატიის ფარგლებში. როდესაც მარტო ერთია და არაფერი აკავებს, მაშინ კონსერვატიზმი მთავრდება ჰიტლერით, ლიბერალიზმი კი –  სტალინით. მაგრამ, როდესაც ისინი დემოკრატიულ სისტემაში არიან, ერთმანეთს ედავებიან და ეკამათებიან, ყველაფერი რჩება კლასიკური ევროპის ფარგლებში, როგორიც გახლდათ ევროპის მეცხრამეტე საუკუნე. მეოცე საუკუნიდან სულ გააფრინეს ნეოლიბერალებმა. ახლა ეს ამბავი დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში, ტრანსფორმაცია გარდაუვალია. ტრამპი იყო ბუნებრივი გამოძახილი თეთრი ამერიკის, აი, იმ ფენის, გაუნათლებელს რომ უწოდებენ. იმ ხალხმა, თუ გაუნათლებელი ვარ, გაჩვენებთ სეირსო და აჩვენეს კიდეც. ტრამპის გამარჯვება ბუნებრივი რეაქციაა არანორმალურობის წინააღმდეგ.
რა არის კონსერვატიზმი? –  სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინ დაყენება. ქვეყანა უპირველესია, ამბობდა მაკკეინი და ტრამპიც იმეორებს, ამერიკა უპირველესიაო.
– ჩვენგან ხომ არ ისესხეს, „საქართველო უპირველეს ყოვლისაო“?
– ეს ძველი ლოზუნგია. უბრალოდ გერმანელები ამბობდნენ, გერმანელები ყველაზე მაღლაო, მაგრამ პირველი სხვაა და ყველაზე მაღლა –  სხვა. ჰიტლერი რომ გიჟი იყო, რა ჩემი გადასახდელია, თუ კონსერვატორი ვარ?! ტრამპის გამარჯვების მეორე მიზეზი იყო კონკურენცია, მწარმოებელი ეკონომიკა და არა ვიღაც თაღლითი  ოლიგარქების მიერ კომპიუტურული მაქინაციებით ფულის შოვნა ხალხის ხარჯზე.
– ალბათ, დონალდ ტრამპსაც არ უშოვია დიდი ფული ხალხის არაექსპლუატაციით?
– მაგრამ ის აშენებს, არ იჯდა კომპიუტერთან და რაღაც ჯგუფთან მოლაპარკებებით არ იპარავდა ფულს. ბანკირები უბრალოდ ფულს იპარავენ და სწორედ მათ უპირისპირდება ტრამპი; და მესამე მიზეზია ტრადიციული ფასეულობები, რაც ქრისტიანობის მოტანილია და ახლა ქრისტიანობას ერჩიან: მაინცდამაინც, უზნეობა უნდა იყოსო. არადა განუსაზღვრელი თავისუფლება მხოლოდ პირუტყვებს აქვთ. ერთი სიტყვით, ტრამპი დადებითი მოვლენაა. ამასთან, მისი ექსცენტრულობაც ბუნებრივია, სხვანაირად ის ამ დალაგებულ თამაშს ვერ არევდა. პოლიტიკური ელიტა, რომელსაც შემდეგ შეერწყა ფინანსური და მედიაელიტა, გვეთამაშებოდა დანიშნული კარტებით, თითქოს შულერები იყვნენ. ბანქოს ჩვეულებრივი შულერები არიან. დედამიწაზე რვა კაცს აქვს იმდენი, რამდენიც კაცობრიობის ნახევარს და, საბოლოოდ, მოსახლეობის 1-2 პროცენტს აქვს იმდენი, რამდენიც დედამიწის მთელ დანარჩენ 98 პროცენტს. ეს ანომალიაა. ამიტომ საჭირო იყო ასეთი ექსცენტრული ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი რესურსი და არ არის დამოკიდებული არავისზე. მაგალითად, დეტროიტი გაჩახჩახებული, აყვავებული ქალაქი იყო და დღეს რას დაემსგავსა?! შენ რომ „ფორდი“ ხარ და მექსიკაში აშენებენ ქარხანას, რომ შემდეგ პროდუქცია ამერიკაში შემოიტანო, იმიტომ რომ, იქ ათჯერ ნაკლებს უხდი ადამიანებს, დაგიბერგავ ათჯერ მეტად და აზრს დაკარგავს მექსიკაში ქარხნის აშენებაო, –  მარტივ რამეს ეუბნება. ტრამპი აშავებს სოროსის, ცუკერბერგის, ბილ გეითსის აზრითაც და, მართლაც, ათიოდ დღეში იმდენი დადგენილება გამოაცხო, ათი წლის განმავლობაში არ მიუღიათ. გავიმეორებ, ბოლო ოცი წელია, პრეზიდენტებს ფერით, ასაკითა და სიმსუქნ-სიგამხდრით თუ გაარჩევდი, თორემ ერთსა და იმავეს ლაპარაკობდა ყველა. რაც შეეხება ტრამპის საგარეო პოლიტიკას…
– სანამ საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ: თქვენც და სხვებიც ამბობენ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით დასრულდა  ნეოლიბერალიზმის ეპოქა. მაგრამ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტი იმის მანიშნებელი ხომ არ არის, რომ კონსერვატიზმი საბოლოოდ დასამარდება და მომავალი გარანტირებულად ნეოლიბერალიზმისაა?
– ჯერ ერთი, ეს არის ისტერიკა და ვისაც უნდა, რომ მადონას ენით ილაპარაკოს, იყოს მადონა, ვგულისხმობ, მომღერალ მადონას. ეს ადამიანის არჩევანია: ან ხარ ბანძი, ან ხარ ადამიანი. თუ უნდათ, იყვნენ ბანძები. ტრამპს რომ წაეგო არჩევნები, ასე მშვიდობიანად ჩაივლიდა იმ ხალხის პროტესტი, რომლებმაც ტრამპს მისცეს ხმა?! ტრამპის გამარჯვება ხომ პროტესტის ხმა იყო?! სიღრმისეულად ძალიან ლოგიკური ამბავია: ის ქვეყანა, შეერთებული შტატები, იმ პოლიტიკამ შექმნა, რასაც დღეს ამბობს ტრამპი. მეორე მსოფლიო ომამდე ამერიკა თავისთვის ცხოვრობდა. ახლაც ძალიან დიდი აქვთ შიდა ბაზარი. ინგლისსაც კი, „ბრექსითის“ შემდეგ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოცოცხლება დაეტყო. ხოლო გერმანიას თავისი პრობლემები აქვს, რომ თავი „გაითეთროს“ იმ უბედურების მერე, რაც სხვებსაც დამართა და თავის  თავს –  უპირველესად. ამიტომ დღეს დემოკრატიის ბურჯი გახდა. ყველა თავის ამოცანას ასრულებს. ევროპულ ლიდერებს რომ შეხედავ, ისეთი გაშტერებულები არიან, გაგეცინება. ორმა ქალმა იცის მხოლოდ, რას აკეთებს: გერმანიის კანცლერმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. საფრანგეთში „სოციალისტებმა“ ლიდერი წამოაყენეს, მგონი, „გირჩის“ წევრია, მარიხუანის ლეგალიზება უნდა და ამით აპირებს არჩევნების მოგებას. მოკლედ, ჩვენ ვართ მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში, რასაც გავაკეთებთ, კუდში მოგვყვება ყველა. არ არის ასე?! ნამდვილად „გირჩის“ ფარული წევრია. აქეთ –  უკიდურესი მემარცხენე ლეპენი არის ნაციონალისტი, ფიონი კი –  კონსერვატორი. ფიონი, როგორც ჩანს, მოიგებს არჩევნებს საფრანგეთში და ხომ ვიცით, რა გვითხრა „ნატოზე“?!
– საქართველოს ადგილი „ნატოში“ არ არისო.
– დიახ და პატიოსონად ვუთხრათ ამ ხალხსო. კონსერვატორი ყოველთვის პატიოსნად იქცევა. თუმცა სხვა რამეა, პუტინთან რომ შენობითაა. ერთი სიტყვით, დიდი პროცესები მიდის, უბრალოდ, ჩვენ ვსხედვართ ჭურში და ველოდებით, რას ჩამოგვძახებენ: ამოდით თუ ისევ მანდ ისხედითო. ამდენად, საგანგაშო არაფერია, ძალიან საინტერესო პროცესები ხდება. ტრამპის გაპრეზიდენტებამ გამოიწვია საყოველთაო პროტესტი და ისტერიკა, მაგრამ არ ვიცი, ტრამპი როგორ უნდა გაუშვან პრეზდეტობიდან?! ვინმეს ჰგონია, რომ იმ ხალხს, ვინც მას ხმა მისცა, პროტესტი არ გაუჩნდება?! ბოლოს და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ შეიძლება, თქვას, ჰომოსექსუალ წყვილებს არ უნდა აჰყავდეთ ბავშვიო და მან გაიმარჯვოს. ერთადერთი, მექსიკასთან კედლის აშენება ოდიოზურად გამოიყურება, მაგრამ იქაც სხვა გზა აღარ იყო.
– მექსიკაში არმია ებრძვის ნარკოკარტელებს და ვერ ერევა.
– ვერ ერევა, დიახ. ან დამნაშავეთა პროცენტი ნახონ ამერიკაში, ან რამდენი ადამიანი ცხოვრობს მუქთად. მე ვფიქრობ, ეს მთელი კაცობრიობისთვისაა შანსი. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემა –  რუსეთი, რომელიც გაძლიერდა, იმიტომ რომ, მათ აქვთ ილუზია, ტრამპთან დაძმობილდებიან. ამ ილუზიამ კი შესაძლოა, გასტანოს ერთ წელს. აი, ეს პერიოდი იქნება ჩვენთვის რთული.
– უკვე ცხადია, რომ ტრამპი და პუტინი დასხდებიან მოსალაპარაკებლად. როგორია მხარეების საწყისი პოზიციები ამ დროისთვის? თან, იმის ფონზე, რომ თურქეთმა უკვე ააშენა კედელი სირიასთან და აპირებს –  სომხეთთან და ირანთან. თუმცა პირადად მე, ის უფრო მაღელვებს, ენგურსა და შიდა ქართლში არ წამოგვიჭიმონ კედლები ამის შემხედვარე რუსებმა?
– ეს მათი საზღვარი არ არის. ჯერჯერობით ხმამაღლა არ უთქვამთ და ვითომ იმ ორ „დამოუკიდებელ“ წარმონაქმნს იცავენ. თუ აკვირდებით, თიბილოვი პერიოდულად წამოიძახებს: მოდი, გავერთიანდეთო. რუსები ამუხრუჭებენ და ამით გვეუბნებიან, აი, ჩვენ ვამუხრუჭებთო. ესეც თამაშია, ცხადია. თურქეთი რას და როგორ აშენებს, ეს კი უკვე სხვა თემაა. ერდოღანმა გადაუხვია ათა თურქის გზას. არადა, იმ ადამაიანის დამსახურებით, მართლაც, განვითარდნენ. ეს კი ამას ანადგურებს და არც კი ესმის, რომ მათი წინსვლა ათა თურქის დამსახურებაა. ოსმალეთი და სულთნობა რომ სდომებოდა, მოახერხებდა, კარგი მეომარი იყო. სამი წარმატებული მოდერნიზაცია იცის მსოფლიომ, როდესაც ეს ერთმა კაცმა შეძლო და ერთ-ერთი მათგანია ათა თურქი. მალე გაირკვევა, რომ ათა თურქის გზიდან გადახვევა არის დამღუპველი, მაგრამ იმდენი კი მოესწრო, რომ თურქეთის ევროპეიზაცია მომხდარიყო. თუმცა ფიონმა ისიც თქვა, რომ  თურქეთის ადგილი არ არის ევროპაში და ასეთი თურქეთის ადგილი ევროპაში ნამდვილად არც არის.
– ოღონდ ამას მანამდეც აბობდნენ ევროპელები, სანამ ასეთი გახდებოდა თურქეთი.
–  მანამდე ეს თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა დესტენმა, რომელიც უკვე 85 წლის იყო. თორემ თანამდებობაზე მყოფ ან თანამდებობისკენ მიმავალ ევროპელ პოლიტიკოსებს ეს არასდროს უთქვამთ  ხმამაღლა. და ახლა თქვა პირველად პრეზიდენტობის კანდიდატმა ფიონმა, ისევე, როგორც თქვა ჩვენზეც. თუმცა ჩვენ მაინც იქით უნდა ვიაროთ, ჩვენც და რუსეთმაც, რომელიც ოდესმე ჭკუაზე მოვა. აი, ჩვენ თვალწინაა ისტორია: სტალინის შემდეგ მოვიდა ხრუშჩოვი, რომელმაც კინაღამ დაშალა საბჭოთა კავშირი. შემდეგ იყო ბრეჟნევის უძრაობა და პირველივე ნორმალური მმართველის ხელში დაიშალა საბჭოეთი. ასე იქნება ახლაც: ან მოვა რუსეთის ხელისუფლებაში ვინმე ნორმალური, ან დაიშლება, ვერ გაძლებს. ჩვენ ამისთვის 10-15 წელი მოცდა დაგვჭირდება და უახლოესი ორი წელი გვექნება რთული.
– ისინი დაიშლებიან თუ გადარჩებიან, ერთი საკითხია და მეორე, ჩვენ თუ გადავრჩებით ამასობაში?
– ჩვენ გავუძლებთ, მაგრამ გაძლებაცაა და გაძლებაც: არის ცალი ხელით ჩამოკიდებული კაცის გაძლება და არის გაძლება ჩამოკიდებული კაცის, რომელიც ცდილობს, ისევ ავიდეს და თავში მოექცეს. მე მეორე ვარიანტი მირჩევნია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა ცალკეულ სახელმწიფოებთან და მთავრობას ეტყობა, რომ აქტიურობს ამ მხრივ. თუ მარტო მე ვიცი, რომ, რაც გინდა ევროპარლამენტი და ევროსაბჭოები იყო, ბოლოს მაინც ორი პრემიერ-მინისტრი წყვეტს ყველაფერს?! ადრე სამი იყო: გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, დღეს დარჩა ორი. ასევე, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ჩინეთთან, დადებითი ფაქტორია. ირანთან რომ თურქეთი კედელს აშენებს, იმის მანიშნებელია, რომ ირანიც დადებითი ფაქტორია ჩვენთვის მოცემულ ვითარებაში.
– და მთავარი შიში: არ შეგვატოვოს აშშ-მა რუსეთს პირისპირ და დაუცველები?
–  არის შიში, რომ შეგვატოვებს ტრამპი რუსეთს, მაგრამ აქ მთელი კომბინაციაა: ჩვენი მდებარეობა, ისტორია, ხალხის განწყობა, მენტალობა, ან ტრამპი რატომ გააკეთებს ამას. დავუშვათ და, გაგიჟდა ტრამპი, მაგრამ ეს შეიძლება, მოხდეს რუსეთში –  პუტინმა თქვას, რაღაც არ მინდაო –  შტატებში ასე არ ხდება. იქ დიდი სახელმწიფო მანქანა მუშაობს და საფუძვლიანად აწყობილი სახელმწიფოა. ობამას გამარჯვებაც იყო დემოკრატიის გამარჯვება და ტრამპის გამარჯვებაც არის სახალხო დემოკრატიის გამარჯვება. ეს კი არავის უნდოდა პოლიტიკურ ელიტაში, არც მედიას, არც ბანკირებს, ოლიგარქებზე ხომ ლაპარაკიც არ არის და მაინც მოიგო მან არჩევნები ხალხის წყალობით. ამაზე მეტი დემოკრატია რა არის?! ამიტომ არის თვით დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი  დემოკრატიის გამარჯვება. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებელი იყო, როდესაც ამერიკაში არჩევანი დავიდა ორ ოჯახს შორის არჩევნამდე. სხვათა შორის, თავის დროზე რომი დაიშალა იმიტომ, რომ ორ ოჯახამდე დავიდა რომის იმპერატორის არჩევა! შიგნიდან მოკვდა რომაული პატრიოტიზმი! ერთი სიტყვით, თუ ვინმეს მადონა ჰგონია „სვეცკი“, იყოს მადონა და რა „სვეცკიც“ იქნება, ვნახავთ.

скачать dle 11.3