კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თანამდებობისთვის შეუფერებელი #6

ანუ ეს ულვაში მომპარსეთ!

რაკი ახლა უკრაინის ბედნიერებისთვის იღვწის და თუმცა არცერთ თანამდებობას არ იკავებს და თვით პეტრო პოროშენკოსთანაც კი თითქმის დანასისხლადაა, ეს ჩვენი ორგზის ნაპრეზიდენტალი აწ უკრაინის ტურისტული პოტენციალის მოძლიერებაზე გადაერთო.
გადაერთო და, ცხადია, არც საქართველოსა და ქართველების ლანძღვა დავიწყებია (პრინციპით: მამინაცვალს ფიცულობდაო?!).
სახელდობრ, რათა საკუთარი თავი ტურიზმის გურუდ წარმოეჩინა, არც აცია, არც აცხელა და უკრაინის ტელევიზიით სრულიად უკრაინას აცნობა, რომ (მოვიხმობ ციტატას): „საქართველო, როდესაც მე იქ ჩავედი, ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, იცოდნენ ცეკვა-თამაში, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არც არაფერი (ოღონდ ერთი ისაა, რომ ულვაშებთან მწყრალად არც უკრაინელები ბრძანდებიან).“
მეტიც, იქვე შენიშნა, რომ საქართველო თვით საშინელი ხელისუფლების ხელშიც კი ფეხზე დგას, რადგან მის მიერ დატოვებული ეკონომიკური სისტემა მუშაობს, რომლის ღერძიც, ცხადია, მის მიერვე შექმნილი ტურიზმია!
შესაბამისად, რადგან, ნაპრეზიდენტალის აზრით, უკრაინას ტურიზმს არანორმალური პოტენციალი აქვს (აბა, საქართველო რა მოსატანიაო), ოქროს მთებსაც დაჰპირდა. დაჰპირდა, ვინაიდან (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „უკრაინელები უფრო კანონმორჩილები, შრომისმოყვარენი, რეფორმებისთვის უფრო მეტად გახსნილები არიან, ვიდრე ქართველები იყვნენ მაშინ (დიახ, მაშინ, რადგან 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა ქართველის სულ სხვა ჯიში გამოიყვანა!).
თუ გავიხსენებთ, რომ, როგორც მოგახსენეთ, ზემომოყვანილი სიტყვების ავტორი ორი ვადით იყო ამ ქვეყნის პირველი პირი, ჩნდება ეჭვი, რომ აშუღს მასზე დაუწერია: „გოგრა რა გინდ მაღლა, თახჩაზე, დადო, მაინც ვერ გახდება შირაზის ვარდი“.
იმას გარდა, რომ იბადება კითხვა: ულვაშები თავისი ხელებით დაგვპარსა თუ მაინც დაგვაპუტა?! –

скачать dle 11.3