კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეფიციტნაჩვევები #6

ანუ რომ გაგვეძღო?!

 მაშინ, როდესაც ეს ჩვენი ოკუპანტი მთელ სოფლიოში ამყარებს წესრიგს და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მტრედადაც კი შეფრთიანდა, რადგან სანქციები კვლავ ძალაშია, თავად კი ამ სანქციების საპასუხოდ უცხოური პროდუქცია აკრძალა, „როსტებნადზორმა“ საკუთარ მთავრობას შესთავაზა, რომ რუსეთის მოქალაქეები აკრძალული პროდუქტების შენახვა-გადაზიდვისთვისაც დააჯარიმოს.
ამგვარ ქმედებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სტატუსი მიეწერება და იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გამოიჭერენ იმ პროდუქციის ყიდვა-გაყიდვისას, რომელთა შემოტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალულია, 3 000-დან 5 000 რუბლამდე თანხით დააჯარიმებენ.
გაცილებით მკაცრად დაისჯებიან ინდმეწარმეები და იურიდიული პირები: პირველებს 50 000 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ, მეორეებს – 100 000 რუბლამდე.
თუმცა იქვე განიმარტა, რომ სანქციები არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც აკრძალულ პროდუქტებს პირადი მოხმარებისთვის შეიძენენ (სული მაინც მოითქვითო?!), ამიტომაც კანონპროექტში ამ საკითხზე არაფერია ნათქვამი.
მეორე მხრივ, რფ-ის ადმინისტრაციულ კოდექსში უკვე არის მუხლი, რის მიხედვითაც, რუსეთის ტერიტორიაზე ისედაც აკრძალულია სანქცირებული პროდუქციის შეტანა (მოქალაქეებისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 2 500, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 300 000 რუბლამდე), მაგრამ, რაკი არაფერი იყო ნათქვამი ასეთი პროდუქციის შენახვა-გაყიდვაზე, როგორც ჩანს, აწ უკვე ეს ხარვეზი აღმოფხვრეს.
უფრო მეტიც, ისიც ცნობილია, რომ 2015 წლის ივლისში რფ-ის პრ.-მა პუტინმა განკარგულებაც გამოსცა, სანქციადადებული პროდუქტები დაუყოვნებლივ უნდა განადგურდესო (გემახსოვრებათ, რომ იგულისხმება საკვები  პროდუქტები).
თუ გავიხსენებთ, რომ საკვების დეფიციტს დედამიწის მერვედზე გადაჭიმულ რუსეთში მიწების შეერთებით გამოწვეული სიხარული აბალანსებს და იმასაც დავამატებთ, რომ დეფიციტის დაძლევის ჩვევა საბჭოეთისდროინდელი წრთობის შედეგიცაა, იბადება კითხვა: რომ გაგვეძღო, ვითომ ოდნავ მაინც არ გაკეთილდებიან?! –

скачать dle 11.3