კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იძულება ამერიკულად?! #6

ანუ სად დაირწა აკვანი?

 2 თებერვალს, ჩვენ რომ უვიზო მიმოსვლის მონიჭებასა და დასავლურ სამყაროში ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს აღვნიშნავდით, ჩვენი სულზე უტკბესი ოკეანისგაღმელი და სტრატეგიული პარტნიორი თითქმის პირიქით მოიქცა.
კერძოდ, კალიფორნიის უნივერსიტეტ Berkeley-ის კამპუსში აშშ-ის პრეზიდენტის, ანუ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი სცემეს.
არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ 21 წლის სტუდენტს თავზე დონალდ ტრამპის საარჩევნო ლოზუნგიანი კეპი ეფარა.
თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ძალადობა გაამართლა თვითმხილველი სტუდენტების უმეტესობამ, მოტივით – ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდაჭერა დაუშვებელიაო (სხვათა შორის, ამ ჩვენს ქვეყანაშიც ასე ამართლებენ ძალადობას, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა დაუშვებელიაო).
მეტიც, უფრო ადრე სტუდენტებმა საპროტესტო აქციაც გამართეს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა და მათ პოლიციელებს ქვებიც ესროლეს და „მოლოტოვის კოქტეილებიც“, იმას გარდა, რომ შენობის ფანჯრებიც ჩაამსხვრიეს.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს დონალდ ტრამპის მომხრეების, ანუ სხვანაირად მოაზროვნეების წინააღმდეგ განხორციელებული პირველი ძალადობის ფაქტი არ არის, ჩნდება ეჭვი: ვითომ ნამდვილად იქაა დარწეული დემოკრატიის პირველი აკვანი?! –

скачать dle 11.3