კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიუტი ციფრები #6

ანუ „რაც კარგები ვართ“?!

 არავისთვისაა სიახლე, რომ გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, ისტორიულად დაკარგულებსაც მივტირით (მათ შორის, ცხადია, მეც). თუმცა, მეორე მხრივ, რაც დაგვრჩა (მიწას ვგულისხმობ), ვერც იმას ვითვისებთ (სოფლები, ფაქტობრივად, დაცლილია).
მეტიც, თუკი აქამდე თავს იმით მაინც ვიმშვიდებდით, რომ, ოფიციალურად, ოთხ-ნახევარ მილიონს ვაჭარბებდით (ოღონდ, არაოფიციალური მონაცემით, ამდენიც არ ვიყავით), 2014 წლის აღწერით დადასტურდა, რომ დედაწულიანად ოთხ მილიონსაც ვერ ვაღწევთ.
სულ ახლახან კი მოსახლეობა ჩვენს მეზობელ თურქეთშიც აღიწერა და დადგინდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2015-თან შედარებით) მილიონ 73 ათასით უმატიათ.
სხვათა შორის, მამაკაცები საერთო რაოდენობაში 50,2 პროცენტია, დედაკაცები – 49,2.
თურმე, სტამბოლში თურქეთის მოსახლეობის 18,5 პროცენტი სახლობს; ზედაც, 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ყოფილი კონსტანტინოპოლის მოსახლეობა 14 მილიონ 800 ათასსაც კი გადასცდენია.
საშუალოდ კი თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე 104 თურქია დასახლებული. აქვე გეტყვით, რომ, მაგალითად, ამ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები სეპარატისტების ჩათვლით, საქართველოში მოსახლეობის განსახლების სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 57 ადამიანია.
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ციფრებიც ჯიუტია, იბადება რიტორიკული კითხვა: თუ ათვისებას ვერ ვახერხებთ, რა თავში ვიხლით მიწებს?! –

скачать dle 11.3