კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი უნდა იყოს კარგი ქირურგი და რატომ მოითხოვს ეს პროფესია უდიდეს პასუხისმგებლობას #5

იყო ექიმი, ნიშნავს, გქონდეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მუდმივად ზრუნავდე სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ქირურგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია, მაგრამ ეს ადამიანები ყოველდღიურად მაინც შედიან საოპერაციოში და  თავისი საქმისადმი უდიდესი სიყვარულით შეუძლებელს შესაძლებლად აქცევენ. პროფესიონალიზმი, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი,  რისკი, სიახლეების ძიება  და კაცთმოყვარეობა – აი, ჭეშმარიტი ქირურგის მთავარი თვისებები. დღეს სამ მათგანს წარმოგიდგენთ: ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჯინჭველაძე და თემურ ქიტესაშვილი. თითოეული მათგანი პაციენტის პრობლემას, ინდივიდუალურად, განსაკუთრებული ყურადღებით განიხილავს.
–  ბატონო ლევან, რას ნიშნავს, იყო კარგი ქირურგი?
ლევან გოგიჩაიშვილი (ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ტრანსპლანტოლოგი): არსებობს ასეთი გამოთქმა: ქირურგია ის, ვინც იცის ოპერაციის გაკეთება; კარგი ქირურგია ის, ვინც იცის, როდის გააკეთოს ოპერაცია; დიდია ქირურგი, რომელმაც იცის, როდის არ გააკეთოს ოპერაცია. 
ჩემი ჯგუფის ქირურგიული „ასპარეზი”  მოვიცავს ძალიან ფართო სპექტრს და ეს არის:  ფარისებრი, საყლაპავი, კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავები, თირკმელზედა ჯირკვალი.
ყველაზე საყვარელი ქირურგია კი, ჩემთვის არის ღვიძლი, სანაღვლე გზები, პანკრეასი და ლაპაროსკოპია. საოპერაციოში ყოფნა და ამ ოპერაციების კეთება  უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
– როცა პაციენტს ღვიძლი აწუხებს, ან აქვს სანაღვლე გზების პრობლემები, რა სიმპტომები იჩენს თავს და რას უნდა მიაქციოს ყურადღება?
– ღვიძლის პრობლემა ძირითადად უსიმპტომოა. დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში, ულტრაბგერითი კვლევისას დგინდება. სანაღვლე გზების პათოლოგიებს უფრო ახასიათებს სიმპტომატიკა. მაგალითად, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ;  ნაღვლის ბუშტის ანთებისას – სიყვითლე. თუმცა, ეს ჰეპატიტის მწვავე ფორმის ან ციროზის დროსაც არის. ძალიან ადვილია ამის გარჩევა შესაბამისი გამოკვლევებით. ასევე, ახასიათებს გულისრევა, ღებინება და სხვა.
– რამდენად შედეგიანია ოპერაცია ღვიძლზე, სანაღვლე გზებზე?
– ღვიძლის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე აგრესიული სიმსივნეების ხუთეულში შედის.  თუმცა, ადრე დადგენილი დიაგნოზის შემთხვევაში, ღვიძლის დაავადებები შედარებით კეთილსაიმედოა.   დროული ჩარევა შედეგიანია. სამწუხაროდ, საქართველოში პაციენტთა უდიდესი უმრავლესობა დაგვიანებით მოდის ჩვენამდე. ხშირია არასწორი ჩარევები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებითი მკურნალობის სქემები, რაც მსოფლიოს გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ჩვენს ჯგუფში რამდენიმე მიმართულების ექიმია, ვინც მუშაობს ღვიძლზე და პაციენტის  მკურნალობის   დაგეგმვა ხდება ერთობლივად. მინიმუმამდეა დაყვანილი შეცდომის ალბათობა.  ჯგუფში გვყავს უცხოელი სპეციალისტებიც იმ მიმართულებებით, რომელშიც ჯერ ჩვენთან გამოცდილება საკმარისი არაა.  ჩამოვაყალიბეთ სპეციალური განყოფილება, სადაც ორიენტირებულები ვართ, პრაქტიკულად, მხოლოდ ღვიძლის პრობლემებზე.
– ხშირია თუ არა პაციენტებში  ნაწლავური პრობლემები და ძირითადად, რა გართულებებია?
დავით ჯინჭველაძე (ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ონკოლოგი): პაციენტებში  კუჭ-ნაწლავის პრობლემები  საკმაოდ ხშირია, რაც ხშირად  მომდინარეობს ტრადიციული საკვებიდან – მწარე, მჟავე, ალკოჰოლი, ზეთში გამომცხვარი ფუნთუშეული.
პრობლემები, რა თქმა უნდა, ბევრია ასაკოვან პაციენტებში, თუმცა აღინიშნება ამ დაავადებების გაახალგაზრდავების ტენდენცია, რაც უფრო განპირობებულია არანორმირებული კვებით. 
– სიმპტომები – ანუ, რა არ უნდა გამოეპაროს პაციენტს  და როგორ ხდება მისი  პრობლემის შეფასება?
– რაც შეეხება სიმპტომებს, ეს არის პერიოდული ტკივილი მუცლის ღრუში, ხშირი ფაღარათი, ან პირიქით – ხშირი შეკრულობა, ტკივილი დეფეკაციის დროს, სისხლის კვალი დეფეკაციის შემდეგ.  ეს არის მთავარი სიმპრომატიკა, რის გამოც პაციენტმა უკვე უნდა მიმართოს ექიმს.
რა შეიძლება, იმალებოდეს ამ სიმპტომების უკან: ბუასილი, ანალური ნაპრალი, კოლიტი, დივეტიკულოზი და ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, კიბო.
პაციენტის მკურნალობა შეიძლება, იყოს მედიკამენტური, ანუ კონსერვატიული და შესაძლებელია, იყოს ოპერაციული.
– რას წარმოადგენს, ეგრეთ წოდებული, „გახდომის ოპერაცია“? ვის უკეთდება და როგორი უნდა იყოს ჩვენება?
თემურ ქიტესაშვილი (ბარიატრიული ქირურგი):  თანამედროვე ქირურგიაში, ეგრეთ წოდებული „გახდომის ოპერაციები“ საკმაოდ აქტუალურია და მიმართულია, არა მხოლოდ წონის საკორექციოდ, არამედ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გახდომის ოპერაცია ნაჩვენებია ყველა ადამიანისთვის,  ვისაც სიმსუქნის გამო აქვს   ჯანმრთელობის   სხვადასხვა პრობლემა: ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, კარდიოლოგიური დარღვევები, მაღალი ქოლესტერინი და ასე შემდეგ.
მეთოდს, რომელზეც ვსაუბრობ უსისხლო ეწოდება, როგორც ყველა ლაპაროსკოპიულ ოპერაციას, ანუ  მარტივი ენით რომ ვთქვათ, კუჭი პატარავდება  გაჭრის გარეშე. ეფექტი კი,  წონის სულ ცოტა, 30 პროცენტის დაკლებაა. ანუ, 150-კილოგრამიანი პაციენტი იქნება 90-100 კილოგრამი წონის კორექციასთან ერთად, მარტივად განიკურნება სიმსუქნით გამოწვეული ყველა პათოლოგიაც. 
შეკითხვებისთვის დაუკავშირდით ტელეფონებზე: 599 64-88-54; 551 90-50-30.

скачать dle 11.3