კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზურა ნიჟარაძის ანეკდოტები #5

რაჭველი ქმარი და გურული ცოლი ადიან მთაზე. უცბად, ქმარს ფეხი დაუცდა და კლდიდან გადაეშვა. ცოლმა მიაძახა:
– ხელი მოიტეხე?
– არა.
– აბა, ფეხი მოიტეხე?
– არა.
– თავი გაიტეხე?
– არა.
– კისერი მოიტეხე?
– მაცადე, ქალო, დავარდნა და მერე გეტყვი, რასაც მოვიტეხ!
***
წარწერა სიმონეთი-ქუთაისის ავტობუსზე: „მგზავრთა საყურადღებოდ!!! ავტობუსი გაჩერდება, მხოლოდ გაჩერებაზე! აქანა, იქანა არ გამაგონოთ!“
***
– გოგო, ჩემი ქმარი აღარ მღალატობს და დავისვენე.
– დიდი ხანია?
– ხვალ, ზუსტად 40 დღე გახდება.
***
მიხო ცოლს უყვირის ოთახიდან:
– მაროვვვ, მაროვვვ, რა უყავი ჩემი ჯინსის შარვალი, ჯო?
– თედოი მივეცი, მაინც ხომ არ მოგწონდა და...
– რატო დედაშენიც არ გააყოლე, მაგაზე ხომ მზე და მთვარე ამომდის, აი!
***
გურულმა ფეხბურთის მატჩზე დააგვიანა. დაჯდა, ახედა ტაბლოს და წერია – 6:0 ესპანეთის სასარგებლოდ.
– დიდი ხანია, დეიწყო შეხვედრა? – ჰკითხა გვერდით მჯდომს.
– არა, ამ მინუტში.
– აბა, აგი ბურთები გატანილი ჩამოიტანეს?
***
სვანი სამშობიაროს დერეფანში ბოლთას სცემს, ნერვიულობს. მიუახლოვდა ქალი და ეკითხება:
– რაზე ნერვიულობთ ასე, ბატონო?
– რაზე და, ნეტა, ბიჭი ან გოგო იქნებოდეს!
***
სვანს მიასვენებენ და სურათი შემოტრიალებული მიაქვთ. ერთი ჩასული სტუმარი დაინტერესდა და იკითხა:
– კი მაგრამ, რატომ არის მიცვალებულის სურათი შემობრუნებული?
– ძებნაშია და... – უპასუხეს სვანებმა.
 
ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები

– ხომ ვერ მირჩევთ, ლარი დოლარში შევინახო თუ ევროში?
– მოგონებებში!
***
ძმაკაცი ეკითხება ძმაკაცს:
– რა განსხვავებაა, ტერორისტებსა და განრისხებულ ქალს შორის?
– ტერორისტებთან მოლაპარაკება შესაძლებელია.
***
ორი გურული კაცი ზის და „სემიჩკას“ ჭამს. ჩამოივლის ქურდი და ეტყვის:
– ჩქარა, ფული მომეცით!
გურული „სემიჩკას“ ჩაუყრის მუჭაში. ქურდი გადაირია:
– ეს რა არის, კაცო? მე ფული გითხარით!
– რას ნერვიულობ, შე კაი კაცო? სანამ ფულიანი ჩამეივლის, „სემიჩკით“ თავი შეიქციე, პაწა.
***
კაცი ადის ავტობუსში და აცვია დიდი ზომის ქურთუკი. მგზავრები შეწუხდნენ:
– ბატონო, გაიხადეთ მაგ ქურთუკი და ავტობუსში მეტი ადგილი იქნება.
– ოხ! ბარემ შარვალიც ხომ არ გავიხადო და ხელის მოსაკიდებელიც გექნებათ.

скачать dle 11.3