კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #5

ჩესტერფილდი: გამოხატო საკუთარი აზრი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად აზრი, რადგან ადამიანთა უმეტესობას აქვს მხოლოდ სმენა და ძალიან ცოტას თუ შეუძლია ნათქვამის გააზრება.
სოფოკლე: გაუაზრებელი, თავშეუკავებელი ცხოვრება არც ისე ცუდია, თუმცა ეს ნელ სიკვდილს ნიშნავს.
კრივინი: როდესაც იწყება მგლებზე ნადირობა, პირველები კურდღლები გარბიან.
ჯებრანი: იყო გულუხვი – ნიშნავს გასცე იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლია. იყო ამაყი – მიიღო იმაზე ნაკლები, ვიდრე გჭირდება.
აინშტაინი: წარმატების მიღწევისკენ კი არ უნდა ისწრაფვოდე, არამედ იმისკენ, რომ შენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.
კაპიცა: საწინააღმდეგო აზრები ხელს უწყობს ადამიანის განვითარებას. ისინი კი არ უნდა წავშალოთ, არამედ ხაზი უნდა გავუსვათ.
აბელიარი: ადამიანს მართებს ღმერთებზე კარგი თქვას. ამით მცირდება შეცოდება.
გალიფაქსი: ყველაზე ძლიერი ოჯახიც კი კარტით აშენებულ სახლზე მყარი არ არის.
კუპრინი: მე მაშინებს არა ჩემი ასაკი, არამედ ჩემი ტოლების.
ავრელიუსი: ბუნდოვან დროში დიდებული აზრები სამიზნე ხდება.
შოპენჰაუერი: ჭკვიანები მარტოობას კი არ ეძებენ, უფრო სულელების მიერ შექმნილ ფაციფუცს გაურბიან.
გებელი: თუ ეჭვი შეგეპარა, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი.
სვიფტი: ის, ვისაც ნათლად არ ახსოვს თავისი ბავშვობა, ცუდი აღმზრდელია.
კონფუცი: შეარჩიეთ სამუშაო თქვენი სულის მოთხოვნით და არასდროს მოგიწევთ მუშაობა.
შოუ: ყველაზე დიდი ცოდვა მოყვასისადმი ეს სიძულვილი კი არა, გულგრილობაა – აი, რა არის არაადამიანურობის ჭეშმარიტი მწვერვალი.
დიუმა: ღირსეული შვილი ის არის, ვინც მშობლებს მხოლოდ თავისი ავადმყოფობით გაანაწყენებს.
ვოლტერი: სულის უკვდავების დოგმატი ყველაზე დამამშვიდებელი და ამასთან ყველაზე საშინელი იდეაა.
საადი: ახალგაზრდობა აფოფრილი ტალღაა: უკან – ქარი, წინ – კლდეები.
გებელი: ახალგაზრდობა ადამიანს უნერგავს რწმენას, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს, სიბერე კი – რომ მასთან ერთად სამყაროც მთავრდება.
პლატონი: ნებისმიერი ადამიანი მღერის, როდესაც შეყვარებულია.
სტენდალი: ქალები აძლევენ ყველას სიცოცხლეს, ზოგიერთისგან კი უკან ითხოვენ მას.

скачать dle 11.3