კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკა ჭავჭავაძე: დიახ, მე ვარ გეი! #5

ჟურნალისტ ნიკა ჭავჭავაძის სახელი, ყოველთვის სკანდალებთან და პროვოკაციებთან ასოცირდება. იმასაც ამბობენ, რომ ამას თავად უწყობს ხელს და ცდილობს, ამ სახით მიიქციოს საზოგადოების ყურადღება. თუმცა, თავად ნიკა ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ სიმართლის თქმისა და იმის აღიარების გამო, რასაც სხვები მალავენ, ეხვევა მსგავს გაუგებრობებში.
ნიკა ჭავჭავაძე: ყოველთვის, როცა სიმართლეს ვამბობ და არ მოსწონთ, მიპირისპირდებიან და ხდება სკანდალი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როცა ბაკურიანში გავიხადე, თოვლში შიშველმა გადავიღე ფოტო, დავარქვი „შეურაცხყოფილი თოვლი“ და დავდე სოციალურ ქსელში. იქვე, ბოდიშიც მოვიხადე, არ მაქვს იდეალური ტანი-მეთქი (იცინის). ამას მოჰყვა დიდი ამბავი, მთელი რიგი ლანძღვა-გინება, მაგრამ არავის უკითხვს, რატომ გავაკეთე ეს. ახლაც მიკვირს, რატომ მაგინებდა მთელი საქართველო და გამიგდეს მთელი ერთი თვე წიხლქვეშ.
– და, რატომ გააკეთე ეს და გააგდებინე წიხლქვეშ საზოგადოებას თავი?
– ეს გავაკეთე სოლიდარობის გამო. გახდილი ფოტოს გადაღებისთვის, არ შეიძლება, ადამიანი სცემო, აგინო, შეურაცხყოფა მიაყენო და ბოდიშები ახდევინო. პროტესტის გრძნობა, ბუნებრივია, გამიჩნდა და ამ ფორმით რომ გამოვხატე სოლიდარობა, წერდნენ, საქართველოს ახალი სექსსიმბოლო გამოუჩნდაო. ამის მერე, ბევრმა ტელევიზიამ მიმიპატიჟა, თუმცა ყველას უარი ვუთხარი.  ეს რომ პოპულარობისთვის გამეკეთებინა, გამოვიჭიმებოდი ტელევიზიებში და მართლა სექსსიმბოლო გავხდებოდი. კიდევ ვამბობ, ეს იყო სოლიდარობა და მეტი არაფერი. ზეპოპულარობა რომ მინდოდეს, ისეთ რამეს გავაკეთებ, სამი თვე სალაპარაკო არ მოაკლდება ხალხს და სკანდალების პიკში ვიქნები. პრობლემა ჩემი სიშიშვლე კი არ არის, უსაქმური ხალხისგან სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაა. არ იციან, რით გაგამწარონ.
– კი მაგრამ, ხომ იცოდი, შენი ეს საქციელი რომ ასეთ რეაქციას გამოიწვევდა ხალხში? ამიტომ, ამისთვისაც მზად უნდა ყოფილიყავი.
– სიმართლე გითხრათ, მე მეტსაც ველოდი და მზად ვიყავი იმ ტალახისთვის, რასაც საზოგადოება მესროდა. მე ეს მიღირდა, გავაკეთე, ასე დარჩება და არც ის კომენტარები წამიკითხავს, რასაც ჩემზე წერდნენ.
– უფლებადამცველმა, ირაკლი ვაჭარაძემ, პირდაპირ „გეი ბიჭუნად“ გამოგაცხადა. ამით შენი უფლებები შეილახა?
– ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, პროდიუსერად ვმუშობდი. მანამდე ირაკლის ვიცნობდი, დავუკავშირდი და გადაცემაში მოსვლა ვთხოვე, სადაც „ლგბტ“ თემებზე უნდა გვესაუბრა. როგორც ჩანს, ამ გადაცემის მიმართ ჰქონდა აგრესია და მე არაფერი მითხრა ტელეფონში, მაგრამ პოსტი დადო სოციალურ ქსელში – დამიკავშირდა გეი ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძეო და მერე გადაცემას ლანძღავდა. მე ვუჩივლე, შევიტანე სარჩელი და მოვიგე პროცესი. ერთია, მე ვარ თუ არა გეი და მეორეა, როცა მეორე ამის აფიშირებას ახდენს იმ საზოგადოებაში, სადაც ყოველი მეორე ჰომოფობია. ზუსტად ამიტომ ვუჩივლე, თორემ ჩემი ორიენტაციის საჯაროდ გამოცხადების გამო კი არა. მოკლედ, მოვიგე პროცესი და 2 ათასი ლარიც გადაიხადა.
– როგორ გგონია, რატომ გახდა ჭორაობის მიზეზი შენი იდენტობა?
– 21-ე საუკუნეა, მაგრამ უჭირთ იმის აღქმა, რომ ბიჭს უკეთია საყურე, თმაშეღებილია და განსხვავებული იმიჯი აქვს. როცა ხათუნა ბოკუჩავას დავუპირისპირდი ერთ-ერთ გადაცემაში, მას შემდეგ დაიწყეს ჩემს ორიენტაციაზე ხმამაღლა ლაპარაკი. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს, ის მოიხსენიებდა როგორც ავადმყოფებს, მე კი მათ ვიცავდი. ამის მერე, ყველამ ჩაილექა, რომ გეი ვიყავი და იფილტრება ყველა ჩემი პოსტი და ფოტო.
– სხვებზე რომ არ ვისაუბროთ, თავადაც ხომ დაწერე საკუთრ პოსტზე ასეთი ტექსტი: „დიახ, მე ვარ გეი!“?
– „დიახ, მე ვარ გეი!“ – ეს დავწერე სოციალურ ქსელში მხოლოდ მეგობრებისთვის. ვიღაცეებმა იცოდნენ ეს, ვიღაცეებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. მერე ეს პოსტი წავშალე, რადგან უამრავი, მრავალფეროვანი კომენტარი მოჰყვა. თვალი გადავავლე, მაგრამ დიდი აგრესია ვერ დავინახე. ვინც მიცნობდა, თბილი კომენტარი დადო და ვინც არ მიცნობს, მან აგრესია გამოხატა და გამლანძღა. ვფიქრობ, არ არის ცუდი ტიპობა, თუ განსხვავებული ორიენტაციის ხარ. თუ ვინმეს უნდა ამის მოსმენა, ვეტყვი, რომ დიახ, მე გეი ვარ! არ არის, არანაირი პრობლემა. და, არ ვფიქრობ იმაზე, ვინმეს მოვწონვარ თუ არა, ჩემი ორიენტაციიდან გამომდინარე. მთავარია, მე მომწონს ჩემი თავი, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მათ ვუყვარვარ. ვიღაცა მთის წვერზე მცხოვრები, მაყვალა ან ლამზირა რას იტყვის ჩემზე, არ მაინტერესებს. თუმცა, ვფიქრობ, არ არის ორიენტაციის აფიშირება საჭირო, როცა ხვდები, ამას ადამიანების გაღიზიანება მოჰყვება და ქვა მოგხვდება თავში. თუმცა, არაფერი იმალება და თუ ვინმეს აინტერესებს, მგონი, გასაგებად ვთქვი: დიახ, მე ვარ გეი! მე ამის გამო, არსად და არასდროს, პრობლემა არ შემქმნია, რაგან ჰომოფობ ადამიანებთან უშუალო შეხება არ მიწევს. სხვათა შორის, მყავს მეგობარი, ვისთვისაც ვიყავი პირველი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი და ამას არ შეუშლია ხელი, ჩემთან ემეგობრა. უბრალოდ, ვინც არ უნდა იყო, არ უნდა იქცეოდე გამაღიზიანებლად, არ უნდა ახდენდე ორიენტაციის აფიშირებას, სულ ესაა. მე არ დავრბივარ ქაშუეთის წინ ტრუსით და დროშით ხელში. არ ვითხოვ უფლებების დაცვას, რადგან არანაირად არ ირღვევა ჩემი უფლებები. როცა დაირღვა, სასამართლოში სარჩელი შევიტანე და მოვიგე პროცესი. მე ჩემს ორიენტაციას არ ვმალავ და არც არასდროს დამიმალავს, ყველამ იცის, ვინც მიცნობს. მე არასდროს გამოვალ დროშით და არ დავიწყებ რაღაცის მტკიცებას, საკუთარი თავის დაცვას, ისეთ ადგილას, რომელიც ადამიანებისთვის წმიდაა. მე ვარ ჩემთვის, არავის ვაწუხებ, არ ვიწვევ აგრესიას. როცა, არაბმა ბიზნესმენმა სცადა ჩემთან სექსუალური ძალადობა, სამი თვე დააკავეს, გაადეპორტეს. მე კი, დაზარალებულის სტატუსი მომანიჭეს და 5 ათასი ლარიც გადამიხადა. უბრალოდ, მე აღარ გავაგრძელე სასამართლო პროცესი, თორემ ბრალს წაუყენებდნენ, 50 ათას დოლარს დააკისრებდნენ და პასუხისგებაშიც მიეცემოდა. მაგრამ, ამ ამბის მერე, ისეთი შეშინებული ვიყავი და ისეთი საშინელი ტალღა წამოვიდა, სამი თვე სახლიდან არ გავსულვარ. ერთხელ, ისიც დავწერე პოსტად: გადავშალე წიგნი და მერე მივხვდი, ფეხების გადაშლა უფრო მომწონს-მეთქი. ეს იუმორით იყო დაწერილი და თან, დავაკომენტარე: აბა, რამდენმა ამოიცანით თავი-მეთქი. თუმცა, წიგნის გადაშლა, რეალურად, უფრო მიყვარს, ვიდრე ფეხების გადაშლა. ერთხელ ვიხუმრე კიდეც, ჟურნალისტი ვარ და ჯადო მაქვს გაკეთებული, ამ სფეროში ფეხი ვერ მოვიკიდე-მეთქი. ჰოდა, ახლა, დანაზოგით ბიზნესი წამოვიწყე და დავმშვიდდი. მგონი, ამ სფეროში ჯადო ამეხსნა (იცინის). არ მიყვარს, როცა ვიღაც ზემოდან დამყურებს, არადა რეალურად, მასზე ბევრად კარგი რაღაცის კეთება მეხერხება. ასე რომ, ბიზნესმა ჟურნალისტს ჯადო ამხსნა (იცინის).
– მართლია, რომ ცნობილი პოლიტიკოსი მამაკაცის მხრიდან იყო შენზე ზეწოლა? რა იყო ამის მიზეზი?
– მარტო ვცხოვრობ, სახლის კარი გატეხეს და კამერები და მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს. მე სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ, სანამ ტელევიზიაში დავიწყებდი მუშაობას, ერთ-ერთ პოლიტიკოს მამაკაცთან მქონდა ურთიერთობა. ამის შემდეგ, მოხდა ეს ფაქტი. ვფიქრობ, ჩემი სახლიდან უნდოდათ მასზე კომპრომატის ამოღება. ორი მოსასმენი აპარატურა და ერთი ვიდეოთვალი თავად აღმოვაჩინე ბინაში. უბრალოდ, იმ პოლიტიკოსი მამაკაცის დაშანტაჟება უნდოდათ და მე არაფერ შუაში ვიყავი. გაზის ქურაც მწყობრიდან იყო გამოსული, გამოძიებამაც ვერაფერი დაადგინა. მე მირეკავდა გამომძიებელი და მეკითებოდა, ახალი ხომ არაფერიაო. კურიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ასე რომ, ეპიცენტრში ვხვდები და მერე ყველა კუთხიდან მესვრიან ტალახს. თუმცა, მე ამისთვის მზად ვარ.

скачать dle 11.3