კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაულაგდათ ურთიერთობაში ირინა ბაირამაშვილსა და მის მეუღლეს და რის გამო ჰქონდათ მათ „სახე ახეული“ #5

მომღერალი ირინა ბაირამშვილი და მისი მეულღე, მიკა ღაღაშვილი სამი თვის წინ უსაყვარლესი დანიელის მშობლები გახდნენ, რომელიც ცოტა ხნის წინ, კახეთში მონათლეს. დანიელს 7 ნათლია ჰყავდა და მათ შორის, დუტა სხირტლაძე.
ირინა ბაირამაშვილი: აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა, პირველი ერთი თვე, ვერც მე და ვერც მიკუნა ვერ ვგრძნობდით ამას. ბოლო ორი თვე კი, ისეთ დღეში ვართ, მისი სუნიც კი გვენატრება. რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება: თუ მანამდე, რამე არეულობა ან აჭრები გვქონდა, ყველაფერი დალაგდა. ღამე კი გვაძინებს, მაგრამ ადვილად გასაზრდელი ბავშვი არ არის. თან, გადავწყვიტეთ, ჩვენ გაგვეზარდა დამოუკიდებლად. მიკუნა ძიძის წინააღმდეგი იყო. მაგრამ, ბოლოს სახე რომ აგვეხა, მოვითხოვეთ ძიძა.
მიკა ღაღაშვილი: ორივე თანაბრად ვართ ბავშვის გაზრდაში ჩართული. ის, რაც ყოველდღიურობაში ხდება, ძნელი არ არის, მერე და მერე უფრო მეტი სირთულე იჩენს თავს. მშობელმა, მით უმეტეს მამამ, შვილს უნდა დაანახვოს: რა არის სწორი, როგორ უნდა იცხოვროს. მე არ ვიქნები ისეთი მამა, რომ რამე ვაიძულო. როცა უკვე მას ექნება უნარი, გაარჩიოს, რა არის კარგი და ცუდი, თვითონ გადაწყვეტს, როგორ იცხოვროს.
– როგორი დედაა ირინა?
– სტანდარტული დედა არ არის. თავისი გამოხდომები აქვს. უფრო ემოციას გამოხატავს... სიყვარულს.
ირინა: ბავშვის დაბადების შემდეგ ჩვენი სიყვარული უფრო მეტად გამყარდა. არც მანამდე იყო არამყარი, მაგრამ ამ ფაქტმა უფრო მეტად იმოქმედა. რომ ამბობდნენ: სიყვარულის ნაყოფიო, სულ ვფიქრობდი, რა ბანალურია, რას ამბობენ-მეთქი. მაგრამ, ასე ყოფილა. საოცრებაა, როცა ვუყურებ ჩვენი სიყვარულის ნაყოფს. თან, ჩვენში მსგავსებას რომ ვპოულობ. ცოტა ხნის წინ შევამჩნიე, მიკუნა წოლის დროს, როგორც გადაიდებს ხოლმე ფეხს ფეხზე, ასე აკეთებს ესეც. შუბლის ნაოჭებს იყრის ზუსტად ისე, როგორც მე. გვაოგნებს ახალ-ახალი რაღაცეებით.
– როგორი ემოცია გქონდა, როცა შეიტყვე, რომ ორსულად იყავი?
– პირველი ორსულობისას მუცელი მომეშალა. ორსულობის დროს ვიყავი აუტანელი, ემოციური, პანიკები მჭირდა: ვაიმე, მომეშლება და მართლაც მომეშალა. ისე განვიცადე, რომ მივხვდი, არ უნდა ავყოლოდი ემოციებს. ამიტომ, მეორე ფეხმძიმობას მშვიდად შევხვდი. თან, გადავწყვიტე, რომ მიკუნასთვის ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე მეთქვა, ამის შესახებ.
– სახელი ადვილად შეურჩიეთ?
– მიკუნას ჰქვია მიხეილი, მიკუნას მამასაც – მიხეილი, მის პაპასაც ერქვა მიხეილი და ჩემმა მამამთილმა მითხრა: ეს ტრადიცია არ უნდა დაარღვიოო. დედამთილმა მითხრა: აღარ მინდა ამდენი მიხეილიო. უცბად მოვიფიქრეთ: დანიელი.
– ხომ არ დაესწარი მშობიარობას?
ირინა: არ დაესწრო, რადგან მე ვიყავი ამის კატეგორიული წინააღმდეგი. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე. მინდოდა, ყველა ტკივილი, შეგრძნება გამეგო. მშობიარობის შემდეგ დამემართა საშინელი სტრესი. ერთი თვის განმავლობაში ბავშვსაც ვერ ვიჭერდი ხელში ისეთი გაღიზიანებული ვიყავი. დეპრესია მქონდა. მიკა ისე მოიქცა იმ დროს, საერთოდ რომ არ ველოდი. დედამთილი მეუბნებოდა, ძალიან კარგი მამა იქნებაო და მართლაც ასე ყოფილა. ყველაზე რთული რაც არის – ღამის მორიგეობა, მიკუნა მორიგეობს.
მიკა: ადამიანი ისე იქცევი, როგორც ოჯახს სჭირდება. ამაზე არც მიფიქრია, ყველაფერი თავისთავად ხდება. როცა მეუღლე, შვილი გიყვარს, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ შეიძლება, შენი ასეთი გვერდში დგომა სჭირდება.
– ცოტა ხნის წინ დანიელი გაქრისტიანდა. მისი ერთ-ერთი ნათლია დუტა სხირტლაძე იყო.
ირინა: 10 წლის წინ, როცა „ჯეოსტარში“ ვმონაწილეობდი, დუტას ვუთხარი: ჩემს შვილს შენ მოგანათვლინებ-მეთქი. ვინც არაო და იმის მერე გავიდა ამდენი დრო. მას შემდეგ, ძირითადად, საქმეზე ვკონტაქტობდით და სულ გვიყვარდა გულში ერთმანეთი. ნათლობიდან რამდენმე დღით ადრე დავურეკე, ვუთხარი და გაუხარდა: მოვდივარო. ჩემმა მოძღვარმა, მამა გიორგიმ სოფელ გიორგიწმინდაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მონათლა. სულ 7 ნათლია ჰყავდა. არ მინდოდა, რომ ჩემი რომელიმე მეჯვარე, მათ შორის, თიკა ჯამბურიაც ყოფილიყვნენ ბავშვის ნათლიები. ისინი ისედაც ახლობლები არიან.
– თიკას ხომ არ ეწყინა?
– არა, არც მობრძანდა ქალბატონი. სადღაც მღეროდა და ვერ მოახერხა მოსვლა. დუტას გარდა, კიდევ ერთი მსახიობი ნათლია ჰყავს – პაატა ქვლივიძე. ისიც ძალიან ნიჭიერია. მერე ერთად ლაპარაკობდნენ: ორი მსახიობი ნათლია ჰყავს და ჩვენკენ წამოვიყვანთ ამ ბავშვსო. ისეთი ნათლიები ჰყავს, ან ძალიან გიჟი გამოვა, ან ძალიან ჭკვიანი. რაც ფოტოები დავდეთ, ისეთი ამბები ხდება – ყველა მაგაზე გველაპარაკება. ხომ ვამბობდი, პრინცი დაიბადა-მეთქი და ხალხმა, მართლა პრინციაო. არ ველოდით, რომ ასეთი შვილი გაგვიჩნდებოდა, მართლა პრინცია.
– ირინა, ყოველთვის ხალისიანი, ენერგიული, გადარეული იყავი. მიკა გგავს ამ კუთხით?
– ცოლის მოყვანა გიჟურად გადაწყვიტა და მეც გიჟურად გავყევი. რაღაცეებში ორივე გიჟები ვართ, მაგრამ ვაბალანსებთ ერთმანეთს. 4-5 დღეში დავქორწინდით: ამას ცოლის მოყვანა უნდოდა, მე – გათხოვება.
მიკა: მთლად მასეც არ იყო. პატარა ბიჭიც არ ვიყავი და ჩემთვის ვფიქრობდი, დროა-მეთქი. მაგრამ, ის არ მიფიქრია, რომ უცოლოდ დავრჩი. შენ კი, ასაკიდან გამომდინარე, გათხოვების ნაკლები შანსი გქონდა.
ირინა: 4 წლით ვარ უფროსი და მაუბედურებს, აღარ შემიძლია. ცოტა ხნის წინ წნევა მქონდა მაღალი და მეუბნება: ეე, წნევები დაგეწყო, ასაკმა გიწიაო.
მიკა: ირინას მე მივეცი მაშინ რაღაც ნაპერწკალი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი შვილების დედა. იყო ნიუანსები, რომელიც მომწონდა და ირინაში დავინახე.
ირინა: მან დაინახა ჩემში მანდილი. ასე მალე რომ გადავწყვიტეთ ყველაფერი, მერე და მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი, დავიწყეთ ერთმანეთის ხასიათის გაცნობა, ფლირტი, შეყვარებულობა – ყველაფერი მაშინ ხდებოდა. ღმერთს უნდოდა და გამართლების ამბავიც იყო. გავრისკეთ და გაგვიმართლა.
– რაზე კამათობთ ყველაზე ხშირად?
მიკა: მოსწავლეები რომ მიდიან, პიანინოს დაახუროს ხოლმე სახურავი. ეს დაგვიანებაზე მეკამათება. რომ მეტყვის, სად ხარ, იმ დროს ვარ მარკეტში. მე ვეუბნები: მარკეტის გარეთ-მეთქი და მეკამათება, ასე რატომ მითხარიო.
ირინა: სამზარეულოში მიკუნა შოკია. ჩვენთან არის: კაცი ვიცი, „კუხნაში“. მაოგნებს, ისეთ კერძებს ამზადებს. იგონებს რაღაცეებს.
მიკა: შემიძლია, დღეში სამი კერძი გავაკეთო, მსიამოვნებს, ჰობის დონეზეა. 4 წელი საფრანგეთში მარტო მომიწია ცხოვრება და ყველაფერს მე ვაკეთებდი. ჩვენს ოჯახში ყველაფერი თავისთავად გადანაწილდა და დალაგდა. მე არ მითქვამს ირინასთვის: შენ ასე უნდა მოიქცე, ან მე – ასე-მეთქი. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ურთიერთგაგება არსებობს, აღარ არის ლაპარაკი იმაზე, ვინ რა უნდა გააკეთოს. უსიტყვოდ უნდა ხვდებოდნენ ყველაფერს. ოჯახი როგორც მოითხოვს, ისე ვიქცევით. თუ საჭირო გახდება, ჭურჭელსაც გავრეცხავ და სხვა რამესაც გავაკეთებ.
ირინა: მე თვითონ მსიამოვნებს, საწოლში რომ მივართვა ყავა ან საჭმელი. ვგიჟდები, ასეთ ფილმურ რაღაცეებზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ უნდა გაცვდეს. რაც დრო გადის, უფრო მეტად „ვკაიფობთ“ ჩვენი ურთიერთობით. უფრო მაგრად ვართ და ვაწყობთ ბევრ რამეს.
– გაქვთ ფილმური ცხოვრება?
– კი, გვაქვს ფილმური ცხოვრება თავისი ყველაფრით.

скачать dle 11.3