კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიძემ სიდედრი, ცოლისა და დედის პროსტიტუციაში ჩაბმისთვის, სასიკვდილოდ გაიმეტა #5

34 წლის რამინ ფ-ძე ციხეში სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის ჩასვეს. 59 წლის სიდედრი მან ცოლისა და დედის გამო გაიმეტა, რადგან ორივე მათგანი მან პროსტიტუციაში ჩააბა. სიდედრი სიძის სასტიკად დასჯას ითხოვდა თუმცა, 59 წლის ქალი ერთდროულად დაზარალებულიც იყო და ბრალდებულიც. გამოძიებით გაირკვა, რომ ოჯახის წევრების გარდა, პროსტიტუციაში მან სხვა პირებიც ჩართო, რის გამოც, პასუხი ტრეფიკინგისთვის აგებინეს.
სიდედრის, ესმა მ-იას საქართველოში ჩამოსვლას მისი სიძე, რამინ ფ-ძე თითქმის 4 წლის განმავლობაში ელოდებოდა. ქალს, რომელიც თურქეთში თითქმის 16 წელი „მუშაობდა”, საქართველოში უამრავი მტერი ჰყავდა და სიძე, ერთ-ერთი მათგანი იყო. რაც შეეხება მის უცხოეთში მუშაობას, უტყუარად დადასტურდა, რომ მას საქართველოდან ძირითადად ახალგაზრდა გოგონები მიჰყავდა, რომელთაც ძიძებად ან მედდად დასაქმებას ჰპირდებოდა, მაგრამ პროსტიტუციაში აბამდა. ესმა ისე დაოსტატდა, რომ ოჯახის წევრებიც აღარ დაინდო და პროსტიტუციაში საკუთარი გერის,  ანუ რამინ ფ-ძის მეუღლე ნინო  და დედამისი  მავრაც ჩააბა. რძალ-დედამთილმა თურქეთიდან ძლივს გამოაღწიეს. ის კი არა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რამინის დედა იმდენად დაავადმყოფდა, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. დედამ სწორედ სიკვდილის წინ უთხრა შვილს, რომ თურქეთში ის და მისი ცოლი კაცებს ემსახურებოდნენ... ამ საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ, ქმარს ცოლმაც დაუდასტურა, რომ დედამისი სიმართლეს ამბობდა. შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახი დაინგრა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქმარი დარწმუნდა, რომ მომხდარში ცოლს არანაირი ბრალი არ მიუძღვოდა, რამინი ცოლს შეურიგდა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 59 წლის ესმა მ-ია, რომელიც თურქეთიდან საქართველოში დროებით ჩუმად ჩამოვიდა, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. ესმას თურქეთში 23 წლის მარიკა ბ-შვილი უნდა წაეყვანა. თუმცა, მარიკას მშობლებს შვილის გაშვება დიდად არ უნდოდათ და შვილს მოსთხოვეს ესმა მათთან სახლში მისულიყო, რადგან უცხოეთში მუშაობის შესახებ ნიუანსები აინტერესებდათ.  შეხვედრის ადგილად მარიკას ბინა დათქვეს. შეხვედრა საღამოს 8 საათზე შედგა და ყველაფერი დადებითადაც გადაწყდა, მაგრამ ბინიდან გამოსულ ესმა მ-იას სადარბაზოსთან სიძე, რამინ ფ-ძე დახვდა, რომელმაც მისი ცოლის დედინაცვალი, ანუ ეგრეთ წოდებული, სიდედრი დანით დაჭრა. ესმა სიძეს პატიებას სთხოვდა, ეხვეწებოდა, არ მოეკლა, მაგრამ სიძე გამეტებით მანამ ურტყამდა, ვიდრე ხმაურზე შეკრებილმა ხალხმა არ გააკავა. დაჭრილი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.  მას სხეულზე დანით რვა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მაგრამ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მაინც გადარჩა.  რამინ ფ-ძეზე  საქმე იმავე დღეს აღიძრა, მაგრამ რამინის დასაკავებლად პოლიცია არ მისულა. პირიქით, ის აღიარებითი ჩვენებით თავად გამოცხადდა პოლიციაში. სამართლადამცველებს განუცხადა, რომ სიდედრს განზრახ კლავდა და წუხილი გამოთქვა, რომ განზრახვა ბოლომდე ვერ მოიყვანა სისრულეში. მისივე აღიარების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკვალიფიცირდა. მას მინიმუმ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ ამის მიუხედევად, სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. დანარჩენის მოხდა მას პირობით დაეკისრა.
მიზეზი, რის გამოც სასამართლომ ბრალდებული დაინდო, რამინ ფ-ძის გულწრფელი ჩვენება იყო. მის ჩვენებას კი მოწმეთა ჩვენებები დაემატა, რომლებიც დაზარალებულ ესმა მ-იას იგივე დანაშაულში ამხელდნენ, რაშიც მისი სიძე. სწორედ ამ მიზეზით, ესმაზე ტრეფიკინგის მუხლით, ცალკე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის ათამდე გოგონას პროსტიტუციაში ჩაბმაში იმხილებოდა...
გამოძიების პირველ ეტაპზე ესმა მ-ია ყველა ბრალდებას უარყოფდა. ირწმუნებოდა, რომ ის ყველას დახმარებას ცდილობდა და ცუდი არავისთვის გაუკეთებია. მაგრამ, რამინ ფ-ძის გულისამაჩუყებელი ჩვენების შემდეგ, სასამართლოს მანაც სიმართლე უთხრა და გულწრფელი პატიებაც სთხოვა.
განსასჯელი რამინ ფ-ძის ჩვენებიდან: „მას შემდეგ, რაც დედაჩემმა სიკვდილის წინ გამიმხილა მომხდარის შესახებ, მოსვენება დავკარგე. მხოლოდ იმ დღეს ველოდებოდი, ცოლის დედინაცვალს როდის ვნახავდი. მის მოსაკლავად თურქეთშიც კი დავაპირე წასვლა და ამისათვის ფულს ვაგროვებდი. მაგრამ,  შემთხვევით გავიგე, რომ ესმა საქართველოში თავად ჩამოდიოდა. სახელი და გვარი ჰქონდა შეცვლილი და ახალი საბუთები უნდა აეღო. ამას გარდა, ვიცოდი, რომ ჩვენი შორეული ნათესავის შვილი  თურქეთში უნდა წაეყვანა.    საქმე ისაა, რომ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, სახლში მარიკას მამამ – შოთამ მომაკითხა. მითხრა, რომ ჩემი ეგრეთ წოდებული სიდედრი დაინტერესებული იყო, მისი შვილი სამუშაოდ თურქეთში წაეყვანა. თურმე, მარიკას არწმუნებდა, რომ ბინაში ფული არ დაეხარჯებოდა, თავისთან, ოჯახში აცხოვრებდა და სამსახურსაც კარგს უშოვიდა. ეს ამბავი რომ გავიგე, მეორე შოკი მივიღე. თუმცა, დედაჩემსა და ჩემს ცოლს რაც დაემართა, შოთას ვერ ვეტყოდი და ვთხოვე, ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონა. დავარწმუნე, რომ მიუხედავად იმისა, ესმა ჩემი ცოლის დედინაცვალი იყო, ჯობდა, პირადად მას დალაპარაკებოდა, ვითარებაში კარგად გარკვეულიყო. მეტიც, ესმასთან საუბარი ჩაეწერა, რადგან სანდო არავინაა-მეთქი. შოთას ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა. მითხრა, რომ ეს კარგი იდეა იყო, მაგრამ ჩამწერი არ ჰქონდა. ძალიან გამიხარდა და ვუთარი, რომ ჩამწერს მე მივუტანდი, ოღონდ ეთქვა, ესმასთან შეხვედრა როდის შედგებოდა. შოთა მიხვდა, რომ მისთვის კარგი მინდოდა და მთხოვა, საუბარს მეც დავწრებოდი, მაგრამ უარი ვუთხარი – სიდედრი მე რომ დამინახავს, უკან გაბრუნდება-მეთქი. მე კი არ მინდოდა, მას რაიმე ეჭვი ჰქონოდა.
როცა შოთამ ესმას მისვლის დრო მითხრა, კიდევ არ მჯეროდა, რომ ესმა მართლა ჩამოდიოდა. მას იმდენი ადამიანისთვის ჰქონდა ცუდი გაკეთებული, არ მეგონა, თუ ჩამოსვლას გაბედავდა. მინდოდა, შოთასთან მისვლამდე მომეკლა, მაგრამ სახლში შემასწრო. ამიტომ,  გარეთ ველოდებოდი. დალოდების მომენტში მისთვის ანგარიშის გასწორება გადავიფიქრე. მის გამო არ ღირდა პატიმარი გავხდარიყავი, მით უმეტეს, არ მინდოდა, ჩემი ოჯახის ტრაგედია ვინმეს გაეგო და გადავწყვიტე, მხოლოდ პოლიციისთვის ჩამებარებინა. მაგრამ, რომ დავინახე, ამ ასკის ქალი რა ამაზრზენად გამოიყურებოდა და გამახსენდა, დედაჩემი რას ემსხვერპლა, თავი ვერ შევიკავე. მართალია, ჩემი მეუღლე  მისი ნამდვილი შვილი არ იყო, მაგრამ ესმამ ის 8 წლის ასაკიდან გაზარდა და როგორ შემეძლო წარმომედგინა, რომ ასეთ რამეს გაუკეთებდა,” – განაცხადა განსასჯელმა, რომელმაც რელურად, არც კი იცოდა რა საშინელება გადაიტანა ცოლმა. ამის შესახებ მისმა მეუღლემ გამოძიებას წერილობით ჩვენებაში განუცხადა.
განსასჯელის ცოლის, ნინოს ჩვენებით ირკვევა, რომ ვინაიდან რამინ ფ-ძე არ მუშაობდა, ის და მისი დედამთილი ესმამ თურქეთში წაიყვანა. მის დედამთილს, რომელიც ექთანი  იყო, მედდად უნდა ემუშავა, მას კი ძიძად მუშაობას ჰპირდებოდა. თუმცა, თურქეთში ჩასვლისთანავე ორივეს პასპორტი წაართვა და პროსტიტუციაში ჩააბა. დაზარალებულის თქმით, შემდეგში ის სხვა სასტუმროში წაიყვანეს, სადაც დაახლოებით, ერთი თვე დაჰყო... დაზარალებულის განმარტებით, როგორ დაბრუნდა საქართველოში, თავადაც უკვირს, რადგან ესმა ემუქრებოდა, რომ საქართველოში აღარასოდეს დააბრუნებდა. თუმცა, ბოლოს ორი ბილეთი აჩვენა და უთხრა, რომ მას და მის დედამთილს საქართველოში უშვებდა. წამოსვლამდე ორივე გააფრთხილა, რომ მომხდარზე არაფერი ეთქვათ. თუმცა, რომც ეთქვათ, ამით თავად დაზარალდებოდნენ, მას კი ვერაფერს დააკლებდნენ, რადგან თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებას ის აღარ აპირებდა. დაზარალებულის თქმით, რომ ჩამოვიდა ქმრისთვის ყველაფრის თქმას აპირებდა, მაგრამ, დედამთილმა დაარწმუნა, რომ არაფერი ეთქვა...
აღსანიშნავია, რომ ესმა მ-იას სასამართლოზე სხვა პირებიც დაუპირისპირდნენ. როგორც გაირკვა, მას საქართველოში ხელშემწყობები ჰყავდა. დაიკითხა ცოლ-ქმარი, რომელთაც ესმა 300 დოლარს დაჰპირდა თუ ისეთ გოგონებს მოუძებნიდა, რომლებიც თურქეთის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანებად იმუშავებდნენ. მარტო ამ ცოლ-ქმრის დახმარებით, ესმამ ორი გოგონას წაყვანა შეძლო.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამინ ფ-ძის ერთი წლით პატიმრობა და 5 წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. რაც შეეხება ესმა მ-იას, რომლის მიმართაც ტრეფიკინგის ბრალდებით საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, 14  წლით პატიმრობა მიესაჯა.

скачать dle 11.3