კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #5

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-4(839)

 ***
მას მერე, რაც მინისტრმა მოზესი, კოკაია და რიტა გაუშვა, გუგული ჭაჭიას მათზე ფარული თვალთვალი დაავალა და უთხრა:
– აბა, შენ იცი, შენი იმედი მაქვს. თვალი არ მოაშორო მათ და ისე აძოვე,  ვერაფერს მიხვდნენ. პროფესორის კვალზე თუ გავლენ, შენი მგლებით ხელიდან გამოგლიჯე მათ გოკიელი და მომიყვანე. წინააღმდეგობა თუ გაგიწიეს, შეგიძლია, დახოცო.
– დავხოცო?
– ჰო. მერე რა?
– პრეზიდენტს რომ ეს არ მოეწონოს? მოზესი ხომ მან გამოგაშვებინა?
– პრეზიდენტს ესენი სულ ფეხებზე ჰკიდია. მისთვის მთავარი პროფესორი პავლე გოკიელი და მისი კიბოს წამლის ფორმულაა. როგორც ჩანს, ჩვენს შეფს რეი საქსისთვის გოკიელის მირთმევა უნდა თავის ფორმულიანად და ვინ მიუყვანს მას პროფესორს, რა მნიშვნელობა აქვს? თუ ეს ჩვენ შევძელით, გადავრჩებით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტრაკში ვართ, – უთხრა მინისტრმა ჭაჭიას და კაბინეტიდან გაისტუმრა. ქალი კი დავალების შესასრულებლად გაემართა, რათა მოზესსა და კამპანიაზე თვალთვალი დაეწყოთ.
მოზესმა და კამპანიამ კი, როგორც კი მათ მინისტრის ბრძანებით ყველა ამოღებული ნივთი, მათ შორის, პისტოლეტები და ფული დაუბრუნეს, ჯერ პოლიციელები გაისტუმრეს, შემდეგ კი, სასტუმრო ოთახში სავარძლებში მოკალათდნენ და იმაზე დაიწყეს ბჭობა, როგორ გასულიყვნენ გოკიელისა და მისი მფარველების კვალზე. მოზესმა პაუზა გააკეთა და თქვა:
– ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ტიტე ბუკიას საყვარელი. გული მიგრძნობს, მისგან გავალთ პროფესორის კვალზე.
– ჩემი აზრით, ვიღაც გვითვალთვალებს, – ყველასთვის მოულოდნელად თქვა გენო კოკაიამ, – აბა, დაფიქრდით, ასე მოულოდნელად რომ მოგვიხელთეს, თანაც იმ კონსპირაციის პირობებში, რომელიც მე მაქვს, რას უნდა ნიშნავდეს? ადრეც ხომ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, თავს დავდებ, თუ ის სანიტარ-ეპიდემიოლოგები ჩვენ გამო არ იყვნენ მოსულები აქ. ნამდვილად იმას ამოწმებდნენ, ვიდეოთვალი ხომ არ მქონდა დაყენებული, რადგან თავად მათ უნდოდათ ამის გაკეთება და რომ ნახეს, ასე იყო, ჩვენზე თვალთვალისა და სავარაუდოდ, მოსმენის სხვა გზა მოძებნეს.
– მერე და ამის შემოწმებას რა უნდა? – თქვა მოზესმა, – პერიმეტრი დავათვალიეროთ.
– არავითარ შემთხვევაში, – ხმას დაუწია კოკაიამ, – არ მგონია, სახლში გვითვალთვალებდნენ და ახლაც გვისმენდნენ:
– თუ ადრე მოგვისმინეს, ახლა რატომ ვერ შეძლებენ ამას? – გაუკვირდა რიტას.
– იმიტომ, რიტა, რომ თუ ადრე მართლაც მოგვისმინეს და ვფიქრობ, მოგვისმინეს, მოსასმენი ჟუკები უკვე კარგა ხანია, დადნა, – მიუგო ქალს გენომ, რომელმაც დაწვრილებით აუხსნა რიტას, თუ როგორ მოქმედებდა მფრინავი ჟუკები, რაშიც აბსოლუტურად მართალი იყო და ზუსტად ამოიცნო ყველაფერი.
– რას გვთავაზობთ? – ჰკითხა მოზესმა გენოს.
– სპეციალური მოწყობილობა მაქვს, რომელიც ვიდეოთვალს პოულობს – ეს ერთი. თანაც, შესაბამის სიგნალს რომ გავუშვებ, ზუსტად იძლევა მიმღების, ანუ მოთვალთვალის კოორდინატებს. გასაგებია?
– ანუ, შენ გვთავაზობ მოთვალთვალის აღმოჩენას, თუ ის საერთოდ არსებობს და მისი მეშვეობით გოკიელზე გასვლას? – ჰკითხა მოზესმა კოკაიას.
– სწორედ მაგას. თუ, რა თქმა უნდა, მოთვალთვალე გოკიელთანაა დაკავშირებული. ხოლო მოთვალთვალე რომ არსებობს, ამაში ეჭვი არ მეპარება, – თქვა გენო კოკაიამ, მაგრამ უცებ ფერი დაკარგა, სუნთქვა შეეკრა და ორი-სამი წუთი დასჭირდა, რომ „ფორმაში“ ჩამდგარიყო.
– რა გჭირს, გენო, რა დაგემართა? – ჰკითხა კოკაიას რიტამ.
– ძველი ტრავმაა და პერიოდულად ჰაერის უკმარისობა მაქვს ფილტვებში. მოკლედ, არაფერი – ხელით ანიშნა გენომ ქალს, გაჩუმდიო და მინერალური წყალი მოსვა.
გენო კოკაია რომ სათვალთვალო აპარატურის აღმოსაჩენად ქუჩაში გავიდა, მას ვანიკო მიქაძე უთვალთვალებდა. ანა კიკვაძის ასისტენტი, თავის სახლში იმყოფებოდა. პოპკორნს შეექცეოდა, „კოკა-კოლას” სვამდა და წინა დღით გადაღებულ მასალებს ათვალიერებდა. დროდადრო კი, მეორე მონიტორს გადახედავდა, რომელზეც ვიდეოთვალის სიგნალები მოდიოდა.
ქილერს აღმომჩენი აპარატურა სხეულზე ოსტატურად ჰქონდა მიმაგრებული. მან ჯერ აპარატურის აღმომჩენი სიგნალი გაუშვა და დარწმუნდა, რომ პერიმეტრზე რამდენიმე ვიდეოთვალი იყო განლაგებული, შემდეგ კი, მოთვალთვალის კოორდინატები დაადგინა. სუპერმარკეტში შევიდა, სიგარეტი იყიდა და კვლავ ბინაში დაბრუნდა. გამოცდილმა ქილერმა ისიც კარგად შენიშნა, თუ როგორ აძროვებდნენ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. გულში გაეცინა და მოქმედების გეგმაზე დაიწყო ფიქრი. გენომ ჯერ კიდევ საკნიდან გათავისუფლების დროს ჩაიფიქრა გაქცევა და ეს იყო მისი სათადარიგო სვლა. ქილერმა კარგად უწყოდა, რომ მას გარეთ არავინ დატოვებდა და – მოკლავდნენ ან ციხეში ამოალპობდნენ. მან ისიც იცოდა, რომ მოზესს ის მხოლოდ გოკიელის მოსაძებნად სჭირდებოდა და მეტი არაფრისთვის. პროფესორს რომ იპოვიდა, ან თავადვე მოკლავდა მას, ან პოლიციას ჩააბარებდა. ამიტომ, გენოს გადაწყვეტილი ჰქონდა, პირველივე ხელსაყრელ მომენტში, რიტასთან ერთად გაქცეულიყო კონსპირაციულ ბინაში, რომელიც დაკონსერვებული ჰქონდა. იქ იარაღის არსენალი და 500 ათასი ევრო ჰქონდა შენახული. გენო ნაცნობ პლასტიკურ ქირურგთან თავისი და რიტას გარეგნობის შეცვლას, ექიმის ლიკვიდაციასა და უცხოეთში გაქცევას გეგმავდა, რომ დარჩენილი ცხოვრება მშვიდად გაეტარებინა. სანამ სახლში ავიდოდა, გენომ ძველ გეგმაში კორექტივები შეიტანა და გადაწყვიტა, მოზესისთვის მოთვალთვალის კოორდინატები მიეცა და გაეშვა. რიტასთან ერთად კი, კონსპირაციულ ბინაში წასულიყო და მიმალულიყო.
– რა გაარკვიე, გენო? – ჰკითხა სახლში დაბრუნებულ კოკაიას მოზესმა.
– რა და, მართალი აღმოვჩნდი. მთელ პერიმეტრზე ვიდეოკამერებია და მოთვალთვალის კოორდინატებიც გავარკვიე. ისიც საბურთალოზე ცხოვრობს, მაგრამ მოშორებით. აი, მისამართი, – გენომ მოზესს მისამართი გაუწოდა და დააყოლა – წადი და იმოქმედე.
მოზესმა მისამართს დახედა და გენოს უთხრა:
– შენ არ წამოხვალ?
– არა. მე და რიტა აქ დავრჩებით, – მიუგო გენომ მოზესს, – დანარჩენი შენ იცი.
– კარგი. მომეცი შენი მანქანის გასაღები და მითხარი, როგორ მივიდე ამ მისამართზე, – უთხრა მოზესმა გენოს და გასაღები რომ გამოართვა, მოულოდნელად პისტოლეტი ამოაცურა, გენოს მიუშვირა და კბილებში გამოსცრა, – შენც წამოხვალ.
გენო არ მოელოდა ასეთ რამეს და მოზესს უთხრა:
– მემუქრები?
– ჩემთან წამოხვალ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქვე მოგკლავ. თან, გაფრთხილებ, უზადოდ ვისვრი და ხუმრობა არ გაბედო.
„კიდევ კარგი, რომ ძაღლების თვალთვალზე არაფერი ვუთხარი მოზესს. ამ კოზირს გამოვიყენებ“, – გაიფიქრა გენომ. მოზესს კი უთხრა:
– რა გაეწყობა. წავედით.
გენო, რიტა და მოზესი საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომისკენ დაეშვნენ და საჭეს კოკაია მიუჯდა. მას გვერდით რიტა მიუჯდა. უკან კი, პისტოლეტმომარჯვებული მოზესი იჯდა, რომელიც ყოველ წამს მზად იყო სროლისთვის. ქილერმა ნელა დაძრა მანქანა და მიუხედავად იმისა, რომ მოთვალთვალე პოლიციელები ოსტატურად ასხდნენ კუდზე, გენოს არც მათი „მერსედესი“ გამოჰპარვია და არც ის, რომ მანქანაში ხუთნი ისხდნენ. ვანიკო მიქაძის კორპუსს რომ მიუახლოვდნენ, მანქანა ორმოციოდე მეტრის მოშორებით გააჩერეს და მესამე სართულზე ავიდნენ. ბინაში მოტყუებით შეაღწიეს და ზუსტად ათიოდე წუთი დასჭირდათ იმის გასარკვევად, რომ პროფესორი პავლე გოკიელი ჟურნალისტ ანა კიკვაძის ბინაში იმალებოდა მთაწმინდაზე. მართალია, ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად მოზესმა ვანიკო სასტიკად აწამა ცეცხლით და გონებამიხდილი იქვე დააგდო, თავის თანმხლებებს კი უთხრა:
– წავედით, პროფესორი მოვიხელთოთ.
საღამოს რვა საათი სრულდებოდა და უკვე შებინდებული იყო, როცა ტრიო ანა კიკვაძის კარს მიადგა. ანა და მისი მეუღლე კოტეს დედასთან სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთის წასულები იყვნენ. გოკიელი მარტო დატოვეს ბინაში და თან, შეჰპირდნენ, რომ მალე დაბრუნდებოდნენ. პროფესორი კი გაპარვას აპირებდა, რადგან ცოლ-ქმრის შარში გახვევა არ უნდოდა და თავისი ნივთების ჩალაგებით იყო დაკავებული, როდესაც ოთახში მოზესი, კოკაია და რიტა შევიდნენ. შვეიცარიელმა რკინის კარი სპეციალური, უხმო მოწყობილობით ამოჭრა საკეტიდან და კარი ისე გააღო.
– ესეც ასე, პროფესორო. თქვენი ეპოპეა დასრულდა. უხმოდ გამოგვყევით, თუ არ გსურთ, უსიამოვნება შეგხვდეთ, – უთხრა მოზესმა გოკიელს და პისტოლეტი მიუშვირა.
– ვინ ხართ? – იკითხა პროფესორმა.
– უკომენტაროდ. დრო არ გვაქვს. წავედით! – კბილებში გამოსცრა შვეიცარიელმა და გოკიელს ხელკავი გამოსდო, თან პისტოლეტი მიადო ზურგზე და ბინიდან გარეთ გავიდნენ.
საჭეს კვლავ კოკაია მიუჯდა და მის გვერდით რიტა მოკალათდა. მოზესი და გოკიელი უკანა სავარძელზე დასხდნენ და შვეიცარიელმა გენოს უთხრა:
– „საქს ენდ ონკოფარმა ინდასტრის“ ოფისში წადი. იცი, სად მდებარეობს?
გენომ უხმოდ დაუკრა თავი მოზესს და მანქანა ოფისისკენ წაიყვანა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ოთხეული უკვე შვეიცარიული კომპანიის ოფისის მეორე სართულზე, მმართველის კაბინეტში იმყოფებოდა, რომელიც პროფესორს ეცნო, გაეცინა და მოზესს ინგლისურად უთხრა:
– აქ უკვე ერთხელ დააპირეს ჩემი მოსყიდვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და არც თქვენ გამოგივათ ეს.
– მე გამომივა. შიშველ სხეულზე რომ ცეცხლს მოგიშვერთ, არა მარტო კიბოს წამლის ფორმულას მეტყვით, არამედ ახალ წამალსაც აქვე გამოიგონებთ, – კბილებში გამოსცრა მოზესმა, – აბა, ნებით დაგვთანხმდებით თანამშრომლობაზე თუ განსაკუთრებული ზომები მივიღო?
პროფესორი ირონიულად იღიმებოდა. გენომ კი გაიფიქრა: სადაა პოლიცია. წესით ახლა უნდა შემოვარდნენ „პერეხვატზე“ და რატომ აგვიანებენო. ამის გაფიქრება იყო და ოთახში ხუთი შეიარაღებული, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი პოლიციის სპეცრაზმელი შემოვარდა. ერთ-ერთმა მათგანმა იღრიალა:
– არ გაინძრეთ. ყველანი ადგილებზე დარჩით – შემდეგ გოკიელს მიუბრუნდა და უბრძანა:
– აქეთ მოდი და წამოგვყევი.
მოზესმა, რომელიც უზარმაზარ მაგიდასთან იდგა, მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს და ორი მათგანი ადგილზე მოკლა. შემდეგ მაგიდას ამოეფარა და იქიდან ისროდა. გოკიელი იატაკზე დაწვა და კუთხისკენ გახოხდა. კუთხეს ამოეფარა კოკაიაც. რიტას კი ერთ-ერთი პოლიციელის ტყვიამ საფეთქელში გაუარა და იქვე განუტევა სული. ურთიერთსროლა  სულ რაღაც ერთი წუთი გაგრძელდა და კორპორაციის მმართველის კაბინეტში შვიდი გვამი დარჩა – ხუთი პოლიციელის, რიტასი და მოზესის.
გენო კოკაიამ მოკლულ რიტას დახედა. შემდეგ იატაკიდან პისტოლეტი აიღო, პროფესორს მიუშვირა და უთხრა:
– ეს უბედურება თქვენ გამო დატრიალდა და თქვენც მათ კვალს გაგაყოლებთ, – გენომ სასხლეტზე თითის გამოკვრა სცადა, მაგრამ იარაღი ხელიდან გაუვარდა, ფერი დაკარგა, იატაკზე დაჯდა და კედელს მიეყუდა, თან ყელზე მოიჭირა ორივე ხელი.
გოკიელი გენოს მიუახლოვდა. დახედა და უთხრა:
– სუნთქვა გიჭირთ, ხომ?
– დიახ. თქვენ რა იცით?
– არ შეშინდეთ, ორ-სამ წუთში გაგივლით, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება და თუ დროზე არ იმკურნალეთ, მოკვდებით.
– მოვკვდები? თქვენ ეს საიდან იცით?
პროფესორმა უხმოდ შეათვალიერა ქილერი და უთხრა:
– მე ხომ ონკოლოგი ვარ და ჭიპი მაქვს მოჭრილი ამ საქმეში. თქვენ მარჯვენა ფილტვის კიბო გაქვთ. როგორც ჩანს, წლების წინ ტრავმა მიიღეთ და არ იმკურნალეთ. ახლა კი მეტასტაზები ძალიან გამჯდარია და მას მხოლოდ ჩემი წამალი თუ უშველის. უწამლოდ კი ორი თვეც ვერ იცოცხლებთ.
გენო კოკაია უკვე ფეხზე იდგა და ფერზეც იყო მოსული. მან პისტოლეტი მოისროლა და პროფესორს უთხრა:
– ხომ არ მატყუებთ?
– არა, – თავი გააქნია გოკიელმა.
– მაშინ, ჩემთან ერთად წამოდით და დაგმალავთ. საიმედო ბინაც მაქვს და ბევრი ფულიც. სამაგიეროდ, წამალი დამიმზადეთ, რომ ვიცოცხლო. რას იტყვით?
– წავედით, – უთხრა პროფესორმა ქილერს და ადგილიდან დაიძრა.
დასასრული

скачать dle 11.3