კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა ზარმაცებისთვის #5

თუ გიჭირთ დიეტის დაცვა, მაგრამ წონაში კლებაც გსურთ, მაშინ ეს დიეტა თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და შეუდექით საკუთრი სხეულის ფორმაში მოყვანას.
საუზმე:
ა) 30 გრამი შვრიის ფანტელი რძით, ერთი ნაჭერი გახუხული, მსხვილად დაფქული ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური, 1 ცალი პომიდორი და 1 ნაჭერი ყველი;
ბ) ერთი ნაჭერი მსხვილად დაფქული ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური,  1 ცალი ბანანი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი სადილის კოვზი ნატურალური იოგურტი, ან 1 ნაჭერი რბილი ყველი;
გ) ერთი ნაჭერი გახუხული, მსხვილად დაფქული ხორბლის პური, რომელზეც თხლადაა გადასმული კარაქი, 1 თოხლო კვერცხი და ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.
სადილი:
ა) სალათის ფურცლები, ვაშლი ან ფორთოხალი, 50 გრამი ქათმის ხორცი კანის გარეშე, 25 გრამი გახეხილი ყველით და 1 კოვზი დაბალკალორიული მაიონეზით;
ბ) 1 ცალი ვაშლი, 75 გრამი ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, სალათის ფურცლები და კიტრი;
გ) 200 გრამი მოხარშული კარტოფილი, სალათის ფურცლები, 1 ჭიქა დიეტური იოგურტი, 125 გრამი მოხარშული ლობიო და 25 გრამი ყველი.
ვახშამი:
ა) 75 გრამი უცხიმო ლორი, ბოსტნეულის სალათა, იოგურტი ან მაწონი.
ბ) 150 გრამი ქათამი ან ინდაური, ცოტა საწებელი, 75 გრამი მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეულის წვენი;
გ) 75 გრამი მაკარონი პომიდვრის სოუსით, ბოსტნეულის წვნიანი და  ხილის სალათა.
დესერტზე, ტკბილეულზე, გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებზე, მოგიწევთ უარის თქმა.

скачать dle 11.3