კითხვა-პასუხი #5
კითხვა: მართალია, რომ ბროწეულის წვენის სმა, კანზე კარგად აისახება და ხელს უშლის მისი დაბერების პროცესს?
პასუხი: ბროწეულის ყვავილებს და ნაყოფს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ, საკვებად და კოსმეტიკური საშუალებებისთვის. ბროწეულის ნაყოფი და მისგან გამოწურული წვენი საუკეთესოდ მოქმედებს სახის კანზე. ბროწეული ებრძვის აკნეს. გამონაყარი კანზე, ანუ აკნე, ზოგჯერ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებითაა გამოწვეული. ბროწეულის რეგულარულად მიღება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას და სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას. შედეგად, გამონაყარი მცირდება ან ქრება. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რომელიც ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის. ჰემოგლობინი უჯრედებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას ემსახურება და შედეგად, კანის ფერიც უმჯობესდება. ბროწეული შეიცავს, ასევე, C ვიტამინს, რომელიც კანის ცხიმის გამოყოფის რეგულაციაში მონაწილეობს. კანის ცხიმის ჭარბი გამოყოფა აკნეს გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რაც შეეხება, უშლის თუ არა ხელს ბროწეულის წვენის სმა კანის დაბერებას, ბროწეული დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, C, E და A ვიტამინებს, კალციუმს, ფოლუმის მჟავას, კალიუმსა და რკინას, ეს კი ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას, იცავს კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ზოგადად, მზით დამწვრობის შემდეგ, ბროწეულის წვენის დალევა ხელს უწყობს კანის აღდგენასა და ელასტიკურობის შენარჩუნებას.