კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღგზნებული ინსპექტორი #5

არტ ხიშლი უფროს ინსპექტორად პოლისმენის თანამდებობიდან გადაიყვანეს და ბუნებრივია, მეტი ამბიცია და პრეტენზიები ჰქონდა. დარწმუნებული იყო, რომ ნებისმიერი სირთულის საქმეს გახსნიდა, განსაკუთრებით კი, მკვლელობას. ყოველი დღე ელოდა წუთს, როცა ეტყოდნენ, რომ მის უბანზე მკვლელობა მოხდა და მაძებარი ძაღლივით დაუწყებდა ძებნას მკვლელს. მერე კი მისი დაჭერით გამოწვეული ტრიუმფით დატკბებოდა.
იმ დილითაც, როცა სამსახურში მიდიოდა, ფიქრობდა – რა მშვენიერი დილაა მკვლელობის ჩასადენადო. მკვლელებს ხომ განსაკუთრებული დღეები უყვართ – მზიანი ან ნისლიანი, როცა ირგვლივ ყველა ზეიმობს და ბედნიერია. თუმცა, ეს მხოლოდ არტის მოსაზრებები იყო და ძალიან უნდოდა, სწორედ დღეს მომხდარიყო მკვლელობა.
ოცნება – მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე გაეხსნა, ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა, როცა საგზაო პოლიციის განყოფილებაში, მძღოლებს არასწორი პარკირებისთვის აჯარიმებდა. სხვათა შორის, თავისზე დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად და რუტინულად ასრულებდა. ო, როგორ უნდოდა, მოკლულები ენახა; გვამები და მკვლელობის ადგილები დაეთვალიერებინა. ეჭვიც კი არ ეპარებოდა იმაში, რომ მკვლელის სწრაფად პოვნას შეძლებდა. ამიტომაც, როცა ქალაქში, თავისი საპოლიციო უბნის ქუჩებში მიაბიჯებდა, შეუცნობლად იხედებოდა სახლების ბნელ სადარბაზოებსა და მოსახვევებში. იქნებ სადმე გვამი დავინახოო. დიდი იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა. დავალება მიიღო, ნაბიჯს აუჩქარა. მალე მიაღწია იმ სახლამდე, რომლის მისამართიც მორიგემ უკარნახა. იმედის სხივი გაკრთა, რომ ამჯერად მაინც დახვდებოდა ბინაში გვამი, მაგრამ შეცდა – პატარა, დახუთულ, ცოტათი ჭუჭყიან ოთახში მყოფი ადამიანები ცოცხლები და ერთი შეხედვით, ჯანმრთელები ჩანდნენ. ორი კაცი იყო, ერთი კი – ქალი, ქერა ლამაზმანი, ტირილისგან დაწითლებული თვალებით. მათ ვინაობაზე არტ ხიშლიმ ინფორმაცია მორიგისგან მიიღო.
ძველებურ, მასიური ხის მაგიდასთან პირგაუპარსავი მამაკაცი იჯდა, მკაცრი სახით. სამოც წლამდე იქნებოდა. ეს ემილ დუროსი იყო. პატარა ფირმა ჰქონდა – არც ისე ძვირფას საიუველირო ნაწარმს შემკვეთებთან ფოსტით აგზავნიდა. მეორე მამაკაცი, შედარებით ახალგაზრდა, სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენდა. არტისთვის, სამწუხაროდ, არც ეს მამაკაცი ჰგავდა მკვლელს. მაგიდაზეც, იატაკზეც მუყაოს კოლოფები ელაგა – ზოგი შეფუთული, ზოგიც შეუფუთავი. სადაზღვევოს აგენტს – ჰიუ კიონინგს ზედმიწევნით გემოვნებით ეცვა. ქალიშვილს, ელენ ლაურო ერქვა და ის ემილ დუროსთან მუშაობდა.
– რა მოხდა აქ? – მკაცრად იკითხა არტ ხიშლიმ, – ის ახლა მკაცრი და პროფესიონალი ინსპექტორი იყო.
– ეს ქალბატონი ქურდია, – თქვა დუროსმა, – ძვირფასთვლიანი ბეჭედი მომპარა. ცოლისთვის ვიყიდე, ვაჩვენე და მას მერე, ბეჭედი დაიკარგა.
– ბეჭედი მე არ მომიპარავს, – ამოისლუკუნა ქალიშვილმა. ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა ფირმის მეპატრონისთვის, რომ შეშლილივით ფეხზე წამომხტარიყო და ყელში დასტაკებოდა. არტ ხიშლიმ ისიც კი იფიქრა, მოდი, არ ჩავერევი, იქნებ ეს ამბავი მკვლელობით დასრულდესო. მაგრამ, პროფესიონალურმა უნარ-ჩვევებმა სძლია. კაცს ქალი ხელიდან გამოგლიჯა და კუთხეში, სკამზე დასვა. მერე დუროსს მიუბრუნდა.
– რატომ აჩვენეთ ბეჭედი მის ელენს?
დუროსმა მხრები აიჩეჩა და ინსპექტორს შეუბღვირა.
– რა შეკითხვაა? ის ხომ ქალია, ვაჩვენე, რომ შეეფასებინა.
– ნაძირალა, ამ საჩუქარს მე დამპირდი, მერე კი გამომიცხადე, ცოლს უნდა ვაჩუქო, რომ შემოვირიგოო. ახლა კი ქურდობას მაბრალებ! – აყვირდა ქალიშვილი. არტი რაღაცას მიხვდა.
– მის ლაურო, თქვენ დუროსის, თქვენივე შეფის საყვარელი ხართ? ასეა? ოჰო, ეს ბევრ რამეს ცვლის.
– არაფერსაც არ ცვლის. რომელ კაცს არ ჰქონია მსუბუქი რომანი მდივან ქალთან?! ცოლი კი მიყვარს. ბეჭედი საკმაოდ ძვირფასი იყო, ისეთი ძვირფასი, რომ დავაზღვიე კიდეც. სადაზღვევო აგენტი აქ სწორედ ამიტომაც არის.
– დიახ. აქ ამიტომ ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მსიამოვნეს ყოფილი საყვარლების ჩხუბის ყურება. ხომ შეიძლება, რომელიმე გაგიჟდეს და მეორე მოკლას? აუცილებელია, ამ ქალბატონმა აღიაროს, რომ ბეჭედი მოიპარა. საჭირო დოკუმენტები უნდა გავაფორმო.
– მე არაფერი ამიღია.
– ინსპექტორო, ბეჭედი კოლოფით ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში იდო. აი, აქ, როცა ეს ქალბატონი წავიდა, მე ოფისში კიდევ ნახევარ საათს ვიყავი. მერე უჯრა გამოვწიე, რომ კოლოფი ამეღო, მართლა მინდოდა, ცოლი გამეხარებინა. სწორად გამიგეთ, ოჯახის დანგრევა ჩემს გეგმებში არ შედიოდა და ამისთვის ვერავინ განმსჯის.
– ნაძირალა! – დაიკივლა  ქალიშვილმა და ყოფილ საყვარელს მუშტებით მივარდა. არტმა ისევ გააშველა ისინი და ისევ გაიფიქრა, რომ სიამოვნებით გამოიძიებდა მკვლელობის საქმეს.
– მისტერ დუროს, თუ შეიძლება, შეფუთული ყუთები გახსენით. აი, ის ყუთები, გასაგზავნად რომ გაქვთ გამზადებული – მოულოდნელად მიმართა ინსპექტორმა ფირმის მეპატრონეს.
– რატომ? – არაბუნებრივად შეშფოთდა დუროსი, – ეს კოლოფები კლიენტებთან გასაგზავნადაა გამზადებული. ჩემი კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებს ვალდებულებებს.
– გახსენით-მეთქი, მისტერ დუროს, თორემ ამას მე გავაკეთებ! – ხმა გაიმკაცრა ინსპექტორმა, – მის ლაურო, მომეხმარეთ. თქვენც ყურადებით იყავით, მისტერ, სადაზღვევო კომპანიიდან.
– არა, არა, წინააღმდეგი ვარ! – აყვირდა დუროსი, მაგრამ ინსპექტორმა იარაღისკენ წაიღო ხელი და მანაც მხოლოდ კბილები გააღრჭიალა სიბრაზისგან.
– მე ახლა მთელ თქვენს ჩანაფიქრს მივყვები, – დამცინავი ღიმილით დაიწყო არტმა და ისევ გაიფიქრა, რომ ბრწყინვალე იქნებოდა, მკვლელობის საქმის გამოძიებისას... – მის ელენ, თან შეფუთულები გავხსნათ და სათითაოდ დავათვალიეროთ. მაშ ასე, მისტერ დუროსმა ყველას ერთად გაცურება გადაწყვიტა – სადაზღვევო კომპანიის, ყოფილი საყვარლის... ეს რა კოლოფია? ოჰო, შესანიშნავი ზურმუხტია, ხომ მართალია?! მის ლაურო, ეს ხომ სწორედ ის ბეჭედია? ადასტურებთ? ახლა კოლოფზე ვნახოთ, რა მისამართი წერია, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამანათს მისტერ დუროსი მიიღებდა ანონიმურ მისამართზე. ჭკვიანური გეგმაა. ბეჭედი – ცოლს. სადაზღვევო კომპანია ფულს დააბრუნებდა და ყოფილ საყვარელსაც მოიშორებდა თავიდან. ახლა კი, განგიმარტავთ, რა სასჯელია გათვალისწინებული ასეთი თაღლითობისთვის. მისტერ დუროს, ვეჭვობ, ციხეში ჩაჯდებით, თუმცა, მერჩივნა, მკვლელობისთვის გაესამართლებინეთ.
– რა თქვით? – აღშფოთებით წამოიყვირა დუროსმა, – მკვლელობისთვის რატომ? მე ხომ არავინ მომიკლავს?
– არც მის ლაუროს მოუპარავს ბეჭედი, მაგრამ ქურდობისთვის მისი გასამართლება გინდოდათ, – მოუჭრა არტმა და გაუღიმა, – მეც ხომ შეიძლება, მქონდეს „უწყინარი“ სურვილები?

скачать dle 11.3