კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვუმკურნალოთ მაღალ წნევას #5


არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიაა და არტერიული წნევის მომატებას ნიშნავს. არტერიული წნევა ეწოდება წნევას, რომელსაც ავითარებს არტერიული სისხლი სისხლძარღვებში გავლისას. ამ დროს წნევის კურსი გაცილებით მაღალია, რაც ინსულტსა და გულის დაავადებას იწვევს.
ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ისეთ საკვებს, რომელსაც უნარი აქვს, ებრძოლოს მაღალ არტერიულ წნევას.
ისპანახი – დაბალკალორიულია, თანაც შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს.
პომიდორი – მდიდრია ანტიოქსიდანტებით, რომელიც საგრძნობლად ამცირებს წნევას. ასევე, კალიუმის წყაროცაა.
ნიორი – მხოლოდ მაღალი წნევის დროს არ არის კარგი, მას ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რომელიც უამრავი დაავადების დაძლევაში გვეხმარება
რძე – დაბალკალორიული რძე შეიცავს კალციუმს, კალიუმსა და D ვიტამინს. ამიტომ, რძე ამცირებს არტერიულ წნევას დაახლოებით 3-დან 10 პროცენტამდე.
თაფლი – პირდაპირ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუ მას ყოველი ჭამის დროს გამოვიყენებთ, ის შეიწოვს ჭარბ ტენს სისხლიდან, შეამცირებს სისხლის წნევას. მოქმედებს როგორც ტრანკვილიზატორი, ამცირებს ყველანაირ დაძაბულობას.
სოია – როდესაც სხეულში ცოტაა კალიუმი, ის ინარჩუნებს ნატრიუმს, ანუ მარილს, რაც იწვევს არტერიული წნევის ზრდას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვისაც მაღალი წნევა აწუხებთ, მიირთვას კალიუმით გაჯერებული საკვები. ერთ-ერთ ასეთი კი, სოიაა.
ბანანი – არა მხოლოდ გემრიელია, ის ასევე, ამცირებს ინსულტისა და გულის დაავადების რისკს – შეიცავს კალიუმს. დღეში 2 ცალი ბანანი დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის აღდგენაში.
მზესუმზირა – დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს, მხოლოდ არ მიირთვათ დამარილებული მზესუმზირა, რომ თავიდან აიცილოთ ნატრიუმი.
სიმინდი – ხორბლის ნაწარმის მაგივრად, საკვებად სიმინდი გამოიყენეთ. რამდენადაც თირკმელები გამოყოფის ორგანოა, ტუტე რეაქცია, რომლის წარმოქმნასაც ხელს უწყობს ხორბლის ნაწარმი, რაფინირებული შაქარი, ხორცი,  იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია ამ პროდუქტების მიღების შემცირება.
შავი შოკოლადი – 2007 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ განაცხადა, რომ მცირე რაოდენობით შავი შოკოლადი ყოველდღე ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.
ნახშირწყლები – გავზარდოთ ნახშირწყლების ყოველდღიური მიღება ორგანული სახით, მაგალითად, ვაშლით, ყურძნით, შტოშითა და მათი წვენებით. აუცილებელია, ყოველდღიურად მიირთვათ იმდენი ხილი, რომ 4 ჭიქა წვენს შეესაბამებოდეს. ხილი შეიძლება, მიიღოთ ჭამის წინ ან ნებისმიერ ხელსაყრელ დროს. თუ მჟავიანობის გასაზრდელად ვაშლის ძმარს გამოიყენებთ, დალიეთ 2 ჩაის კოვზი გაზავებული 1 ჭიქა წყალში.
ყოველდღიური რაციონი უნდა გადაათვალიეროთ და გააანალიზოთ, რამდენი ცილა და ნახშირწყალი მიიღეთ. თუ ცილები მეტია, მაშინ ეცადეთ, უფრო სწორად მოახდინოთ რაციონში ამ ორი კომპონენტის ბალანსირება.
არასასურველია:
ჩვეულებრივი სუფრის მარილი სითხეს იზიდავს და აკავებს ორგანიზმში. ამიტომაც, მაღალწნევიანების რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მარილიანი საკვები. მარილიანი საჭმელი ყოველთვის აწყურებს. ორგანიზმიდან გამოყოფამდე ჭარბი სითხე სისხლშია და წნევის ამაღლებას იწვევს. როცა მარილი და მარილიანი პროდუქტები რაციონიდან გამოირიცხება, სისხლი მასში მყოფ სითხეს გამოყოფს და სისხლის წნევა მცირდება.

დამწვრობის მკურნალობა სახლის პირობებში
დამწვრობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ და დაზიანების ხარისხი და შედგომი მკურნალობა მან განსაზღვროს. მაგრამ, თუ ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარება მისი ჩარევის გარეშეც შესაძლებელია, მაშინ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: უპირველესად, დამწვარი ადგილი 10-15 წუთის განმავლობაში გქონდეთ ცივი წყლის ქვეშ. ამის შემდგომ, შეგიძლით, დაზიანებული ადგილი სპირტით დაიმუშაოთ, კარგია ქაცვის ზეთიც. დამწვარი ტერიტორია აუცილებლად უნდა დაიფაროთ და დაიცვათ ყოველგვარი ჭუჭყისგან, რომ თავიდან აირიდოთ ინფექციის შეჭრა და დაზიანების კიდევ უფრო გაღიზიანება. ნუ დახეთქავთ დამწვრობის ბუშტუკებს, ეს შეაფერხებს დამწვრობის მოშუშებას.
რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, კბილის პასტა, განსაკუთრებით პიტნის ან პროპოლისის შემცველობით, კარგი საშუალებაა დამწვრობის დროს. ის არა მხოლოდ ამშვიდებს ტკივილს, არამედ ხელს უშლის ბუშტუკების ფორმირებას.
შედარებით მძიმე დამწვრობისას, ეფექტურია კარტოფილის გამოყენება. გათლილი კარტოფილი გარეცხეთ ძალიან კარგად, დარწმუნდით, რომ აბსოლუტურად სუფთაა და შემდგომ დაიდეთ დამწვარ ქსოვილზე. ეს მეთოდი მალე გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.
ყველა დიასახლისს აქვს სამზარეულოში სოდა, რომელიც შეგიძლიათ, ამ დროს გამოიყენოთ. ერთი ჩაის კოვზ სოდას დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ხშირ-ხშირად წაისვით დამწვარ ადგილას, სანამ ტკივილი არ გაქრება.
შეგიძლიათ, გამოიყენოთ ალოე. გააცალეთ ალოეს კანი, რბილობი გახლიჩეთ და იქიდან გამოწურული წვენი წაისვით დამწვარ ქსოვილზე. ამ და წინა შემთხვევაში, ჭრილობას ნუ შეეხებით. ალოეს წვენი თუ სოდიანი წყალი მასზე პიპეტით დაიტანეთ.
დამწვრობის დროს ეფექტურია კომბოსტოს ფოთლები. გაცივებული კომბოსტოს ფოთოლი  დაიდეთ  დამწვრობაზე. როცა ფურცელი გათბება, შეცვალეთ ახალი, ცივი ფურცლით მანამ, სანამ ტკივილი არ გაქრება. ეფექტურია მუხის ქერქის გამოყენება წყალთან თანაფარდობით. ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ-დაფქულ  მუხის ქერქს დაასხით  ერთი ლიტრი წყალი და დაიმუშავეთ დამწვარი ადგილი.

კვერცხით მკურნალობა
კვერცხი – პროდუქტი, რომელიც ყველა ოჯახში მოიპოვება, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
კვერცხი, როგორც წამალი ხველების სამკურნალოდ: შეურიეთ 2 სადილის კოვზი კარაქი, ორი ახალი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი ფქვილი და ამდენივე თაფლი. აურიეთ კარგად და გააჩერეთ ორი საათი. სრული ოდენობა გაყავით სამ-ოთხ ულუფად და მიიღეთ დღის განმავლობაში.
გაჭიანურებული ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს: ათ კვერცხს  დაამატეთ ათი კოვზი შაქარი და დაასხით ერთი ბოთლი კონიაკი. შეურიეთ ათი ლიმონის წვენი. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი  3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გაციებისა და გრიპის დროს, აიღეთ ისევ და ისევ ერთი ახალი კვერცხი და შეურიეთ მას 500 მილილიტრი რძე, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ამდენივე კარაქი. ერთმანეთს შეურიეთ ეს ყველაფერი კარგად და დატოვეთ ერთი ღამით. მეორე დილიდან შეგიძლიათ, მიიღოთ და სასურველ შედეგს მალე დაინახავთ.
სახსრების ტკივილის დროს: მოხარშეთ კვერცხი, გაყავით შუაზე და გამოიყენეთ ერთი ნახევარი – დაასხით ერთი ჭიქა რაფინირებული მზესუზირის ზეთი. კარგი იქნება, თუ დაუმატებთ ორი სადილის კოვზ გამდნარ ცვილს. კარგად შეურიეთ და გააცივეთ. მიღებული მალამოს კომპრსები გაიკეთეთ ყოველდღიურად, საღამოს საათებში. სასურველია, თუ მას ორი საათის განმავლობაში გაიჩერებთ.
ქათმის კვერცხი დაგეხმარებათ ეგრეთ წოდებული პაპილომას მოშორებაში. მაგრამ მისი გამოყენება შეუძლია, მხოლოდ მას, ვისაც არ აწუხებს ალერგიული რეაქციები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კვერცხის ჭამის დროსაც კი არ გაქვთ ალერგია და მას უპრობლემოდ მიირთმევთ, ჩაატარეთ ტესტი: კანის მცირე ნაწილზე, იდაყვთან დაიტანეთ კვერცხი და გაიჩერეთ ათი წუთი. თუ არ აღგენიშნათ ალერგიული რეაქცია, მაშინ შეგიძლიათ, კვერცხი უსაფრთხოდ გამოიყენოთ პაპილომას წინააღმდეგ. ერთ ახალ კვერცხს აურიეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ამდენივე მზესუზირის ზეთი და საღამოობით შეიზილეთ პაპილომაზე.

როგორ ვუმკურნალოთ შეკრულობას, სიმსუქნესა და სხვა დაავადებებს კომბოსტოს დახმარებით
კომბოსტოს წვენი საოცრად სწრაფად კურნავს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებს. კომბოსტოს წვენს აქვს გამწმენდი თვისებები და ამცირებს წონას. ხელს უწყობს ნაწლავების გაზებისგან გათავისუფლებას. შემაწუხებელი სპაზმების დროს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ  დიდი რაოდენობით კომბოსტოს ან სტაფილოს წვენი ყოველდღიურად; ანდა, სტაფილოსა და ისპანახის წვენების ნარევი 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად. სტაფილოსა და კომბოსტოს წვენების ნარევი C ვიტამინის არაჩვეულებრივი წყაროა.  კომბოსტოსთვის მარილის დამატება, არა მხოლოდ უკარგავს მას სამკურნალო ღირებულებას, არამედ ხდის ორგანიზმისთვის მავნეს. იმ დროს, როცა, კომბოსტოს წვენი ძალიან ეფექტურია სიმსივნეების თავიდან ასაცილებლადაც კი. ის შეგიძლიათ, ასევე ეფექტურად გამოიყენოთ, შეკრულობისას. შეკრულობასთან ერთად, კომბოსტოს წვენის წყალობით, ქრება გამონაყარი კანზე, რომელიც შეკრულობით იყო გამოწვეული. მოკლედ, თამამად გამოიყენეთ კომბოსტოს წვენი ქრონიკული გასტრიტის, განსაკუთრებით დაბალი მჟავიანობის, კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, სიმსუქნის დროს. მიიღეთ  ერთი ჭიქა დღეში სამჯერ, კვებამდე ერთი საათით ადრე. ახალგამოწურული წვენი ინახება მაცივარში, მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში. შემდეგ მისი სამკურნალო თვისებები იკარგება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კომბოსტოს წვენი, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ამისთვის დაამატეთ მას შაქარი. ერთ ჭიქა წვენს დაამატეთ ორი კოვზი შაქარი და დალიეთ ერთი სუფრის კოვზი რამდენჯერმე დღეში. ეს რეცეპტი ეფექტურია ხმის ჩახლეჩის შემთხვევეაშიც. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, შაქრის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი. თუ ელენთა გაწუხებთ, დალიეთ ნახევარი ჭიქა კომბოსტოს წვენი დღეში ორ-სამჯერ, კვებამდე ერთი საათით ადრე. განსაკუთრებით ეფექტურია გაზაფხულზე. კომბოსტოს წვენი კარგი საშუალებაა მათთვისაც, ვისაც ბუასილი აწუხებს. მიიღეთ ნახევარი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ერთხელ; ხუთი-ექვსი დღის შემდეგ – დღეში ორჯერ. წვენი არ უნდა იყოს ძალიან ცივი. სასურველია, გათბეს ოთახის ტემპერატურაზე. კურსის ხანგრძლივობა სამი-ოთხი კვირაა. ყელის ანთების შემთხვევაში, გააზავეთ კომბოსტოს წვენი იმავე რაოდენობის წყალში და გამოივლეთ  პირში ღრმად, დღეში სამჯერ. კუჭისა და ნაწლავების დაავადებების, ანემიისა და ჩიყვის დროსაც, გამოიყენეთ კომბოსტოს წვენი ჭამამდე ერთი საათით ადრე ნახევარი ჭიქის ოდენობით, შაქრით ან თაფლით. მკურნალობის კურსი – ერთი თვე. თუ რადიკულიტი ან კანზე გამონაყარი გაწუხებთ, დაიფინეთ კონკრეტულ  ადგილას კომბოსტოს ფოთლები. მიმართეთ ამ ხერხს ორი-სამი დღის განმავლობაში. ყოველ ჯერზე, კარგად გაისუფთავეთ დაავადებული ადგილი და დაიწყვეთ ახალი ფოთლები. გადაიხვიეთ თბილად და თქვენი მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება. კუჭის მოქმედებისთვის და საერთოდ, ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით სასარგებლოა კარგად გასუფთავებული, მაგრამ უმი კომბოსტოს სალათის ჭამა, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს.

скачать dle 11.3