კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დარეცხავს ჭურჭელს #5



ოდესღაც, როცა ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა, ოჯახური როლები მკაცრად იყო განაწილებული. კაცი მესაქონლეობას მისდევდა, ნადირობდა, ომობდა, ქალი კი, ძირითადად, ბავშვების აღზრდით, სახლის მოვლით იყო დაკავებული.
გენდერული როლების ამგვარი განაწილება იმ პერიოდისთვის ბუნებრივი და მოხერხებული იყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში ქალს უფრო დიდი როლი მიენიჭა. თუმცა, საოჯახო საქმე დღესაც მის პირველ მოვალეობად რჩება.
საბჭოთა პერიოდში სპეციალური ბროშურაც კი არსებობდა, სადაც აღწერილი იყო, როგორ უნდა დახვდეს ცოლი სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს.
ის და ბავშვებიც სუფთად და ლამაზად გამოწყობილნი უნდა იყვნენ. რადგან ქმარი დაღლილია, ჭამისას მასთან ლაპარაკი აკრძალულია. როცა მამაკაცი ივახშმებს და გაზეთის კითხვას შეუდგება, მხოლოდ მაშინ შეიძლება მასთან საუბრის წამოწყება.
ბევრს, ალბათ, გაეცინება ან, პირიქით, აღშფოთდება, მაგრამ ამ რეალობისგან დიდად დღესაც არ ვართ  შორს.
მაშინაც კი, როცა ოჯახში ორივე სქესის ადამიანი თანაბრადაა დასაქმებული, საოჯახო საქმეები მაინც ქალს მიეწერება. უფრო მეტიც: როცა მამაკაცი არ მუშაობს, ქალი კი დაღლილ-დაქანცული სახლში ბრუნდება, კაცს, ქალისგან განსხვავებით, სულაც არ ევალება დაახვედროს მას გაშლილი სუფრა და დალაგებული სახლი. ალბათ, არსებობენ ისეთი ქმრები, განსხვავებულად რომ იქცევიან,  მაგრამ ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა. თან, ასეთი ქმედება ქმრის მხრიდან საზოგადოებაში ფასდება, როგორც მიუღებელი: „ქალის საქმეს რატომ აკეთებს, ცოლი ხომ ჰყავს?”
ქართველ მამაკაცებს ბავშვობიდანვე ასე ზრდიან, მათთვის ოჯახური ხელსაქმის სწავლება სირცხვილია. შედეგად კი ვიღებთ უსუსურ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება –  ისეთი მარტივი რამის გაკეთება, როგორიცაა საკუთარი წინდების გარეცხვა თუ ბარგის ჩალაგება. ყოველთვის სჭირდებათ დამხმარე. ქალს კი ბავშვობიდანვე „მსახურების“ ოსტატობას აუფლებენ. მათ ხომ მზარეულის, მრეცხავის, დამლაგებლის, ბავშვის მომვლელ-აღმზრდელის და სხვა ფუნქციები უნდა შეასრულონ. აბა, ისე, როგორ გათხოვდებიან? ქმარს მიხედვა სჭირდება.
როგორ ახერხებენ ცოლები რთული სამუშაო დღის მერე სახლში „ტრიალს“, ან რატომ არ უჩნდებათ კაცებს საყვარელი ადამიანის დახმარების სურვილი? თუ ადამიანი ეთანხმება თანასწორუფლებიანობის იდეას, რატომ არ იწყებს ამ იდეის საკუთარ სახლში განხორციელებას? დღეს ხომ აღარ გვიწევს გამოქვაბულებში ცხოვრება. ზრდასრულ ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს: ლოგინის მილაგება, საკუთარი თეფშის გარეცხვა, საჭმლის დამოუკიდებლად მომზადება თუ საკუთარი ოთახის მოწესრიგება.
სულაც არაა სასირცხვილო საოჯახო საქმის დანაწილება, სტერეოტიპული გენდერული როლებისგან განსხვავებულად და იმაზე შეთანხმება, ვინ დარეცხავს ჭურჭელს.

მეგობრობა
 არსებობს

ის, ვინც პირველად დაასკვნა, რომ კაცს და ქალს შორის მეგობრობა ვერ შედგებოდა, ან მაგარი სულელი იყო ან უბრალოდ, არ იცოდა, რა არის მეგობრობა.
სინამდვილეში, ქალსა და კაცს შორის მეგობრობა არსებობს, მაგრამ რამდენიმე სახის.
ერთი სახის მეგობრობაა, როდესაც ქალსა და კაცს შორის არ არის სექსუალური მიზიდულობა. მათ ერთმანეთისთვის სქესი არ აქვთ და ძალიან მშვიდად არიან ერთად, იცნობენ ერთმანეთის პარტნიორებსაც.
ისინი მშვენიერი მეგობრები არიან, ერთ წრეშიც ტრიალებენ და მეგობრობა არსად გაქრება – ამ შემთხვევაში, აუცილებელია, ორივეს კარგად ჰქონდეს გააზრებული ზუსტად რა ურთიერთობა აქვთ, რას ელიან ერთმანეთისგან და რა შეუძლიათ, მიიღონ.
მთავარია, არცერთი მხარე არ იყოს დაბოღმილი, არ ჰქონდეს შერჩენილი ეჭვიანობისა და მესაკუთრეობის გრძნობები და ყველაფერი გამოვა.
არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც უნდა გვახსოვდეს – არ დაუმეგობრდეთ არავის მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ პარტნიორად გაიხადოთ ანდა, უბრალოდ, სექსი გქონდეთ ან შეგიყვაროთ. დაუმეგობრდით იმიტომ, რომ მეგობრები იყოთ. სხვათა შორის, დანაშაული არაა, თუ მეგობრობის ნიადაგზე სიყვარული გაჩნდება.
არ დაუშვათ შეცდომა – გქონდეთ ურთიერთობა ზუსტად იმისთვის, რისი მიღებაც გინდათ და დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი.

რჩევები
 წარმატებისთვის

ადამიანს არასდროს ეძლევა სურვილი, რომლის ასრულების ძალაც არ გააჩნია. უბრალოდ, ცოტა შრომაც მოგიწევთ ამ სურვილის ასასრულებლად.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ:
1. ერთადერთი ადამიანი, ვის წინაშეც ვალდებული ვართ, ვიყოთ მართალი, ჩვენი საკუთარი თავია;
2. ყოველი ადამიანი, ყოველი მოვლენა იმიტომ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ თავად „ჩავხატეთ“ იქ და რა უნდა ვუყოთ მათ შემდგომ, ესეც თავად უნდა გადავწყვიტოთ;
3. ნამდვილი სიყვარული სრულყოფილი ადამიანის პოვნით კი არა, არასრულყოფილი ადამიანის სრულყოფილად დანახვით მიიღწევა;
4. კრიზისულ სიტუაციაში, თუ მართლა გიყვარს, გაუშვი! თუ შენია, დაბრუნდება; თუ არ დაბრუნდა, არც არასდროს ყოფილა შენი.
5. საუკეთესოდ იმის სწავლება გამოგდის, რის სწავლაც თავადაც ყველაზე მეტად გინდა.
6. თუ  ამტკიცებ, რომ რაღაც არ შეგიძლია, დარწმუნებული იყავი, ვერც შეძლებ;
7. ზოგიერთი ურთიერთობა შუშისას ჰგავს, ჯობია, დამსხვრეული დატოვო, ვიდრე ძალიან გეტკინოს ნამსხვრევების შეერთების მცდელობაში;
8. თუ შენი ბედნიერება სხვაზეა დამოკიდებული, დიდი პრობლემა გქონია;
9. იმისთვის, რომ გაიმარჯვო, გამარჯვებას უნდა ელოდო;
10. ყველაზე საშინელი ის ტყუილია, რომელსაც საკუთარ თავს ვაჯერებთ.
შენ გაქვს სრული თავისუფლება, შეიცვალო აზრი, აირჩიო სხვა წარსული და სხვა მომავალი!

скачать dle 11.3