კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აღარ მოუნდებათ ადამიანებს ეკლესიაში სიარული და რა დაიფარავს მათ მოძღვრის მიერ ცდომილებაში შეყვანისგან #5

ხშირად ჩვენი, ქრისტიანების, ეკლესიური ცხოვრება მარხვიდან მარხვამდე მთავრდება. ოთხი მარხვიდან თითოეულის დამთავრების შემდეგ, საერთოდ აღარ დავდივართ ეკლესიაში და მომავალი მარხვის დადგომას ველოდებით. ხშირად ჩვენი სარწმუნოებაც, ქრისტიანობაც არასწორი და ფარისევლურია. ამ საკითხის შესახებ ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი) გვესაუბრება.

 – მამაო, როდესაც მთავრდება მარხვა, ადამიანების დიდი ნაწილი, გარკვეული დროის განმავლობაში, ერთი თვე ან 6 თვე, ზოგჯერ მთელი წელიც კი, არ მოდის ეკლესიაში. რა არის ამის მიზეზი?
– ამ დროს კარგად უნდა ჩაიხედოთ თქვენს გულებში: როდის თქვით ბოლოს აღსარება, როდის ეზიარეთ, როდის იყავით ბოლოს ეკლესიაში, როდის ილოცეთ გულიანად? მაგრამ, ჩვენ ხშირად მხოლოდ ოცნებებში ვართ ჩაფლული. ვფიქრობთ: ხვალ ყველაფერი უკეთ იქნება და რაში გვჭირდება იესო ქრისტე, მოძღვარი, ეკლესია? სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: დადგება დრო‚ როცა ხორციელი შვება იქნება და ადამიანებს აღარ მოუნდებათ ეკლესიაში მოსვლა, არ დასჭირდებათ ღმერთი, მანამდე, სანამ არ ჩავარდებიან ცუდ მდგომარეობაში. ყველას ვურჩევ‚ არ მიატოვონ ეკლესია, სამწყსო, მოძღვარი, რადგან ეს ყველაფერი თქვენ გჭირდებათ და არა უფალს. უფალი ხომ სიყვარულია და თუ სიყვარული, კეთილდღეობა არ გჭირდება, მაშინ შეგიძლია‚ მხოლოდ ადამიანების იმედზე იყო.
– მამაო, როდის იღებს ფარისევლურ სახეს ნებისმიერი ქმედება, თუნდაც ეკლესიაში სიარული, წესების დაცვა?
– დღეს ბევრი ადამიანი იმდენად არის ცბიერებაში, ისე ცბიერად მოღვაწეობს სულიერებაში, რომ ვერც ხვდება, მისი მარხვა და ეკლესიაში სიარული, ორგულთა მარხვაა და არა ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ასეთი აზრიც არსებობს: მართლმადიდებელი ქრისტიანი კარგია, კათოლიკე – ცბიერი და ასე შემდეგ. მართლმადიდებლობა კარგია, მაგრამ, შენ შეიძლება, იყო ცუდი მართლმადიდებელი, ვიღაც კი გულწრფელი კათოლიკე იყოს და მართლმადიდებლობაში მოვიდეს. ხომ გახსოვთ, როგორ შეაცდინა გველმა ევა – ნახევარ სიმართლეს ეუბნება ეშმაკი ადამიანს: „მართლა ყველა ნაყოფის ჭამა აგიკრძალათ?” – ცბიერება შეიტანა ადამიანთა აზროვნებაში და უნდა, რომ ღმერთი დაუნდობელ არსებად წარმოუდგინოს. როგორც დღეს ჰგონიათ, ეკლესიაში რომ მივა, მღვდელი დასჯის მას, მკაცრია, საშინელია. დღესაც ხშირად კითხულობენ: ეკლესიაში რომ მოვიდეს, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, აბა, რა შეიძლება? ჩვენ ყველაფერი უკუღმა გვესმის და გვგონია, რომ ეკლესიაში ყველაფერი იკრძალება. თეოფანე დაყუდებულმა მარტივად და შესანიშნავად გადმოსცა: ეშმაკი ეუბნება ღმერთს: შენ შექმენი ადამიანი შენს ღვთაებად და ხატად, მას მიეცი ყველაფერი, მაგრამ ის შენ არ გემსახურება; მე კი მას არაფერს ვაძლევ, მაგრამ, ისეთ ზემოქმედებას ვახდენ მასზე, რომ ის მე დაუღალავად მემსახურებაო. ღმერთი ყველაფერს გვაძლევს: ღვთაებრივი სული მოგვცა, მადლით უკვდავება, სიყვარული, ოჯახი, ქვეყანა და ამ დროს, მას არ ვემსახურებით. ეშმაკი კი არაფერს გვაძლევს, რადგან, არაფერი გააჩნია. ის სხვა არსებებით არსებობს და მას დაუღალავად ემსახურება თითქმის მთელი მსოფლიო. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ვამხილოთ ჯერ საკუთარ თავში და შემდეგ საზოგადოებაში. ჯერ დავიწყოთ სასულიერო პირებით, სულიერი მხილებით და შემდეგ – საერო მხილებით. ადამიანი, რომელიც ცბიერია, ატყუებს საკუთარ თავს და ღმერთს. თუმცა ამით მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს. აღასარებაშიც ყვებიან ხოლმე, რომ გარშემო ყველა ცუდია, ყველა რაღაცას აშავებს, მხოლოდ ის არის მართალი. თუ ჩვენ, სასულიერო პირები, არ ვიქნებით გულწრფელები, თავს არ დავანებებთ ცბიერებას, მაშინ ადამიანებსაც ვერ მოვთხოვთ ამას. ერთმა ეპარქიის მღვდელმთავარმა შეკრიბა სასულიერო პირები, რათა ისინი დაემოძღვრა იოანე კრონშტადტელს. მან თქვა: მამებო, რა უნდა გასწავლოთ, მაგრამ, ერთი რამის სწავლება შემიძლია, რომელიც წმიდა მამებმა მასწავლეს: იყავით გულწრფელები, არ მოატყუოთ მრევლი, უთხარით სიმართლე, არ იყოთ, როგორც ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც ამხილა ქრისტემ – თქვენ ამარხულებთ სხვებს და თავად არ მარხულობთ, თქვენ უამრავ ტვირთს ჰკიდებთ ხალხს და თავად არაფერს იტვირთავთ. ასეთია დღეს ბევრი მოძღვარი, სხვებს ეუბნებიან: მკაცრად იმარხულეთ, დაიცავით მცნებები, იკითხეთ დაუჯდომლები და თვითონ არაფერს აკეთებენ. მრევლი ხვდება, რომ მისი მოძღვარი ცრუ და მატყუარაა, ბრკოლდება და მიდის ეკლესიიდან, რაც ძალიან სავალალოა. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მეტი ცბიერები და მზაკვრები ჯერ ეკლესიაში არიან, მერე – მთავრობასა და ოპოზიციაში, ანუ, მზაკვარი ადამიანები ყველგან არიან. ამიტომ, ადამიანმა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას, რომ მერე იმედგაცრუებული არ დარჩეს.
– როგორ უნდა ავარიდოთ თავი ასეთ მოძღვარს?
– მოძღვრის მთავარი მოვალეობაა, მრევლი მიიყვანოს იესო ქრისტესთან. მამები გვასწავლიან, რომ არცერთი ეკლესია არ არის დაზღვეული მწვალებლობისგან. შეიძლება, რომელიღაცა ადგილობრივი ეკლესია ჩავარდეს მწვალებლობაში, ცრუ სწავლებაში, განეშოროს მადლს, თუ არ დავიცავთ იმ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც პირველი საუკუნიდან იცავდნენ მოციქულები. ეს სწავლება თუ არ გეცოდინებათ, ადვილად მოტყუვდებით, რადგან, დღეს ბევრმა მოძღვარმა თავისი ბრძნობით, უმეცრებითა და ცრუ გამოცდილებით, შესაძლოა,  შეგიყვანოთ მცდარ სწავლებაში. თუმცა, ეს, შეიძლება, სულაც არ იყოს შეგნებულად გაკეთებული. ამიტომაც არის, რომ ხშირად ამბობენ:  ჩემმა მოძღვარმა მითხრა, შაბათს მარხვა უნდა შეინახოო და ასე შემდეგ. პირდაპირ გეუბნებით: შაბათის მარხვა არ არსებობს – ეს წერია მოციქულთა კანონებში – 64-ე კანონში. ვინც შეინახავს შაბათის მარხვას, თუ მღვდელია, განიკვეთოს – ამას მოციქულები ამბობენ; – თუ ერისკაცია – დაისაჯოს უზიარებლობით. ასეთი მოძღვრებისგან გაიქეცით და უთხარით: ნუ კი მეჩხუბები, მამაო, წაიკითხე მოციქულთა კანონები. ამიტომაც, ყველაფერი უნდა იცოდეთ და ვერცერთი მოძღვარი ვერ შეგიყვანთ ცდომილებაში. პავლე მოციქული ეუბნება გალატელთა ეკლესიას, რომელიც თავადვე დააარსა და ერთი წლის შემდეგ ნახა, როგორ იყო მწვალებლობაში ჩავარდნილი: თუნდაც ანგელოზმა გახაროთ ის, რაც ჩვენ არ გვიხარებია, შეჩვენებულ იყოს. როცა იცი, რას ასწავლის ეკლესია, ყველაფერი გასაგებია და აღარ გჯერა ის, რაც არასწორია, თუნდაც ამას ამბობდეს მოძღვარი ან მღვდელმთავარი. ქრისტეს სულიერი პირველი სამი კანონი ასეთია: 1. შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა; 2. ეძებეთ სასუფეველი ცათა, სიმართლე მისი და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ; 3. იოანე ნათლისმცემლის შემდეგ სასუფეველი ცათა იძულებისაა და მოძალადენი მიიტაცებენ მას. ორივე ავაზაკს ერთნაირი ჯვარი ჰქონდა – ეს არის სიმბოლო კაცობრიობის. ადამიანებს, ყველას, ერთნაირი ჯვარი გვაქვს: გვშია, გვწყურია, გვტკივა, ვტირით, ცოდვილები ვართ, მერყევი ბუნება გვაქვს. ერთმა ავაზაკმა ეს ჯვარი გონივრულად გამოიყენა – მიხვდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო; მეორემ კი ვერ გამოიყენა და ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ორი კატეგორია ავაზაკებისა ჩვენ ვართ ყველანი: ერთი კატეგორია კეთილგონივრულად იქცევა – მოდის ეკლესიაში, შეინანებს, მეორე ისევ ძველ მდგომარეობაში რჩება.

скачать dle 11.3