კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეცდება რუსეთი თავის მიერ ცალმხრივად აღიარებული რეგიონების თავიდან მოშორებას და რა ბლეფს თამაშობს დასავლეთისთვის ქართული საპარლამენტო არჩევნებით #5

რუსული საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პრორუსმა ძალებმა გაიმარჯვეს. იგივე ითქვა ლატვიურ არჩევნებზეც, მოლდოვაში კი პირდაპირი ტექსტით განაცხადეს, რომ, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი არ გავა, დნესტრისპირეთი გეზს რუსეთთან შერწყმისკენ აიღებს. ჩვენ არ ვიცით, როგორაა საქმე ლატვიაში რეალურად ან როგორ იქნება მოლდოვაში, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ, თუ „პატრიოტთა ალიანსს“ გულისხმობენ პრორუსულად, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი, მინიმალურრიცხოვანი ფრაქციაა. სავარაუდოდ, ამგვარი ინფორმაცია რუსეთში გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება, მაგრამ რისთვის? –  ამის გამოცნობას პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით.
– რა მიზნით ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთი იხვეჭს პოპულარობას და რა შემდგომი მოქმედების საფუძვლად შეიძლება, გამოიყენოს რუსეთის ხელისუფლებამ ეს?
–  ამ შემთხვევაში კითხვა მოიცავს პასუხს: რუსეთი, რომელიც მთელი მსოფლიოს მიერ ახლა კეთროვნადაა გამოცხადებული, გასაკვირი არ არის, ცდილობდეს სხვადასხვა სეგმენტში იმის ჩვენებას, რომ აი, ის მაინც უყვართ. მით უმეტეს, რომ რუსეთს საერთოდ სჩვევია იმის ჩვენება, რომ პატივს სცემენ და უყვართ. მაგრამ რამე უფრო მნიშვნელოვანი პროცესის ნიშნად ეს არ მეჩვენება. ადამიანი ლაპარაკობს საკუთარი გამოცდილებით: საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ არაერთხელ იმეორებენ ფორმულას, რომ ეს არის რუსეთისადმი დამოკიდებულების ცვლილება, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის პრორუსული ცვლილება გარკვეული ლოგიკის გამო. გამოკვეთილი პრორუსი ფიგურა, რომელმაც რუსეთშიც იარა და აქ წამოაყენა ის ფორმულა, რაც რუსეთის ინტერესია...
– უბლოკო სტატუსი.
– დიახ, თან, ფიგურა, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა ჰქონდა შიგნითაც და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც, ნინო ბურჯანაძეს ვგულისხმობ, გაცილებით უფრო ასოცირდება რუსულ პოლიტიკასთან, ვიდრე ირმა ინაშვილი.
– ამასთან, „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნო კამპანიისას პრორუსული მესიჯები არ ჰქონია, განსხვავებით ნინო ბურჯანაძისგან.
– ბურჯანაძის პარტია რომ წამოწეულიყო უფრო მეტად, ვიდრე ინაშვილის პარტია, პოლიტიკურ  შინაარსზე ლაპარაკი კიდევ შეიძლებოდა. მაგრამ ბურჯანაძის პარტიის ბედის გათვალისწინებით, რომელმაც ვერ გადააბიჯა ბარიერს, ინაშვილის პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა ჩათვალო რუსული ძალების გამარჯვებად, ძალიან ყურით მოთრეული არგუმენტია, ჩემი აზრით. სწორედ იმის გამო, რომ ინაშვილი დაუპირისპირდა „ნაციონალებს“ და, მეორე მხრივ, იმიტომ რომ „პატრიოტები“ ჰქვიათ –  პატრიოტული თემის დეფიციტი ათეული წლებია, იგრძნობა ქართულ სინამდვილეში –  მგონია გადამწყვეტი მათ გამარჯვებაში. სოციალური თემები წინა პლანზე არ მომაქვს, რადგან სოციალური აქცენტი სხვა პარტიებსაც აქვთ, მაგრამ ვერ გადალახეს ბარიერი.
– გასაგებია, რომ სჭირდება თავისი მოსახლეობისთვის ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება…
– ქვეყნის გარეთაც, დასავლეთისთვისაც შეიძლება, ჰქონდეს განზრახული ამ კარტის გათამაშება.
– მაგრამ რაღაც ხომ უნდა გააკეთონ ამ პრორუსულად შერაცხულმა ძალებმა საქართველოს პარლამენტში? მხოლოდ იმის თქმით, რომ პრორუსულები არიან, რა გამოვა?
–  გამოვა, ასეთები გამოსულა პოლიტიკაში?! თან, ამ ინფორმაციის ტალღა წამოვიდა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. ვერ იტყვი, რომ „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ, აქამდე ოთხი წლის განმავლობაში იყო „ქართული ოცნება“ პარლამენტში; რომ თქვა, პარლამენტში ექვსკაციანი ჯგუფის შესვლას უკავშირებენო, ეს ღიმილისმომგვრელია, პრორუსებიც რომ იყვნენ და პუტინის სურათი ეკიდოთ მკერდზე, მხოლოდ ექვს ადამიანზეა ლაპარაკი?!
– იცის კი რუსეთის მოსახლეობამ, რომ ექვს კაცზეა ლაპარაკი?
– და არის კი რუსეთის მოსახლეობა ადრესატი?! თუ უცხოეთი?! თუ ორივე?! ასეთი ბლეფები ახასიათებს რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას, შესაძლოა, რომელიღაც დიალოგში გამოიყენოს. ცუდად ვიცი რუსული სინამდვილე საიმისოდ, ანუ იცვლება თუ არა პუტინისადმი დამოკიდებულება. თუ იცვლება ეს დამოკიდებულება, მაშინ შეიძლება, ამის მიზანი შიდა მოხმარება იყოს.
– რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას არ უჩივის ვლადიმირ პუტინი.
– თუ რამე გასაჭირი არ აქვს პუტინის იმიჯს, რატომ უნდა იწუხებდეს შიდა ბაზრისთვის თავს?! მაგრამ შეიძლება, გამოიყენოს საგარეო ფაქტორებისთვის –  ჩემკენ მოდიან ეს ქვეყნები, არ გამაბრაზოთ, თორემ ამ ქვეყნებს გეზს შევუცვლი?! არ მგონია, ასეთი იაფფასიანი მანევრი მათთვის გამოსავალი იყოს. არ გამოვრიცხავ სალდაფონურ მარტივ იდეას. შეიძლება, ვინმეს თავში მოუვიდა ეს იდეა და დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა.
– სამხედრო აგრესიას გულისხმობთ, აწ უკვე რუსეთის მოყვარულთა დასაცავად?
– იმაზე, რომ საქართველოში არის პრორუსულად განწყობილი ძალები, შეიძლება, ვიღაცას სურდეს ხელის მოთბობა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რაში გამოიყენებენ ამას.
– ძალიან საინტერესო რამ განაცხადა კარასინმა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებულიო. უკაცრავად პასუხია და, გვაშაყირებენ?
– ამას დიდი ხანია, ამბობენ, იმიტომ რომ, საქართველომ გაწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის მოვლენების დროს. რადგან საქართველომ გაწყვიტა, აღდგენაც საქართველოზეა დამოკიდებული.
– მესმის, მაგრამ მათ ხომ ესმით, რომ ეს აბსურდია?
– შეიძლება, ანალოგიურ კითხვაზეა პასუხი –   ჩვენ ნუ გვისვამთ კითხვას, როდის აღადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას, ეს საკითხი საქართველოს გადასაწყვეტიაო. პროცედურული ინტონაციითაა ნათქვამი და არა პოლიტიკურით. თვითონ რუსებთან ამ კითხვის დასმა არასწორად მიაჩნიათ და პროცედურულად მართლაც არასწორია. რუსეთი რატომ დასვამს ამ საკითხს, რას ჰკარგავს ის? პირიქით, შენს რომელიმე ხელისუფლებას თავში რომ მოუვიდეს, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, ეს იქნება ოკუპაციის ლეგიტიმაცია.
– სწორედ ამას ვამბობ, რამდენ უხერხულობას მოიტანს ეს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის დღესვე თუ არა, მეორე დღეს ახალ მავთულხლართებს გაავლებენ და იტყვიან, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, „იუჟნაია ოსეტია“ დამოუკიდებელიაო. გამორიცხავთ,  ფარულად მუშაობდეს რუსეთი, რომ საქართველომ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, ეს ხომ მისთვის ძალიან ხელსაყრელია?
– როგორც კი რაღაც ეტაპი მოამთავრა რუსეთმა ამ რეგიონებთან ურთიერთობაში, ამოუტივტივდა პრობლემა, რომ ეს რეგიონები უძირო ორმოა. ფულს აყრის და შედეგი გაცილებით ნაკლებია. როგორც კი რუსეთს ეკონომიკური სირთულეები დაეწყო, ველოდი, რომ, ადრე თუ გვიან, დაიწყებდა ამ რეგიონების თავიდან მოშორებაზე ფიქრს. პოლიტიკურად აღარაფერს აძლევს და ამ დროს ძვირი უჯდება. ამიტომ ახლაც მგონია, რომ ამ რეგიონების თავიდან მოშორების იდეა შეიძლება, ჰქონდეს რუსეთს. მათი თავიდან მოშორება კი ასე ადვილი არ არის. ეს რეგიონები ვის უნდა საქართველოს გარდა?! არავის! ადრე თუ გვიან, დღის წესრიგში ამ რეგიონების საკითხი რომ დადგება, რუსეთს მოუწევს ლაპარაკი თბილისთან.
– ერთია რეგიონები და მეორე, იქ განთავსებული რუსეთის ბაზები?
– ეგ არაა პრობლემა, საქართველო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს, აღგვადგენინე იურისდიქცია და ჯანდაბას, გქონდეს ის ბაზები. დღეს ოკუპაციის რეჟიმშია ეს რეგიონები. გადაიყვან საბაზო რეჟიმში და ამით შენი ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება დარღვეული, მაგრამ ამაზეც არ გვთანხმდებოდა რუსეთი. ამდენად, მან კარგად იცის, იმ ბაზების დატოვება პრობლემა არ იქნება, საქმე საქმეზე თუ მიდგა.
– რუსეთისთვის პრობლემა არ იქნება, მაგრამ დასავლეთისთვის არ იქნება პრობლემა რუსული ბაზები პარტნიორ საქართველოში?
– დასავლეთისთვის საქართველოს არ აქვს მხოლოდ ის მნიშვნელობა, ოღონდ იქ რუსეთის ბაზები არ იყოს; რომ საქართველომ მხოლოდ იმიტომ დაკარგოს ტერიტორიები, რომ იქ არ იყოს რუსული ბაზები. საქართველო დასავლეთისთვის სტრატეგიული საკვანძო წერტილია, ამიტომ, ვფიქრობ, დასავლეთიც ეცდება, საქართველომ მოაგვაროს პრობლემები რუსეთთან, თუნდაც, აქ რუსეთის ბაზების შენარჩუნების ფასად, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს აქვს რეაქცია რუსეთის ბაზებზე. გაიხსენეთ ბაზების გაყვანის ისტორია.
–  „ეუთოს” სამიტის გადაწყვეტილება იყო საქართველოდან რუსეთის ბაზების გატანა, რომლებიც ახლა ისევ შემოიტანა.
– ანუ დასავლეთს რეაქცია ექნება, მაგრამ იმაზეა ლაპარაკი, თუ რომელი გადაწონის.
– „ნატოს“ წევრობა რუსეთის ახირების გამო ისედაც ბუნდოვანი პერსპექტივაა, თუ აქ რუსული ბაზები დარჩება, მაშინ ხომ, ფაქტობრივად, ირიცხება?
– „ნატოს“ წევრობა მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამო ხომ  არ გვჭირდება?! გვჭირდება საშვილიშვილოდ. თუმცა არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა დავთმოთ და სანაცვლოდ მივიღებთ ამ ჩვენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მაგრამ, როგორც კი დავთმობთ, რუსეთი ხელახლა შემოვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, თავის ძალებს განათავსებს და იტყვის, ვერ ხვდებით, მაგრამ ეს ნეიტრალიტეტს ნიშნავსო. სინდისი დაუშლის?!
– 1920 წელს ხელშეკრულება გაგვიფორმა, აღიარა ჩვენი საზღვრები, სახელმწიფო და რამდენიმე თვეში შემოვიდა მეთერთმეტე არმიით.
– ასეთი ნაბიჯების მსხვერპლი რომ არ აღმოვჩნდეთ, ამისთვის გვინდა ისეთი სტაბილური პარტნიორები, როგორებიცაა „ნატო“ და ევროკავშირი. იმას გარდა, რომ ეს პარტნიორები დაინტერესებულები არიან ჩვენს უსაფრთხოებაში არა მარტო რუსეთთან, ისლამურ რადიკალიზმთან მიმართებაშიც. ასეთი საერთო ინტერესების მქონე პარტნიორები გჭირდება და ამიტომ მანდ უკან დახევა არ ეგების. ვფიქრობ, „ნატო“ და ევროკავშირი ის კოზირებია, რომლებითაც შეგიძლია, ელაპარაკო რუსეთს და ამ ვაჭრობის პროცესში უნდა დაელოდო, როდის დასუსტდება რუსეთი. ვერ ხედავთ, აზერბაიჯანი რა მშვიდად ელოდება რუსეთის დასუსტებას?! აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს და ჩასაფრებული ელის, როდის დასუსტდება რუსეთი და გავა კავკასიური თამაშიდან.
– თუმცა ალიევმა საინტერესო მოძრაობები გააკეთა, სანამ ჩვენ არჩვენებს ვატარებდით. მან პირველად დაარღვია ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ: არ გამორიცხა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, თუმცა ნათქვამი აქვს, რომ არც „ნატოში“ აპირებს და არც ევროკავშირში.
– აზერბაიჯანი ახერხებს, ერთდროულად მისაღები იყოს რუსეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც, სწორედ იმიტომ, რომ დასავლეთიც არ ცდილობს, უკარნახოს ნაბიჯები და უშვებს თავისუფლად. ფაქტობრივად, არასდროს გაუკრიტიკებია დასავლეთს აზერბაიჯანი. შეიძლება იმიტომაც, რომ ყარაბაღი უფრო მწვავე პრობლემად ჩამოყალიბდა. თუ ჩვენს შემთხვევაში რუსეთი აშკარად იკითხება, როგორც ოკუპანტი, ყარაბაღში, ოფიციალურად ორი სახელმწიფო ებრძვის ერთმანეთს. ამდენად, დასავლეთიც უფრო ფრთხილია და შუბლით არ ეჯახება ამ პრობლემას. ამიტომ მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანი რუსეთის დასუსტებას ელის და არ უნდა, რომ შუბლით დაეჯახოს, მანამდე, სანამ ამ დაჯახების შედეგი მისთვის სასარგებლო არ იქნება. შეიარაღებაზე აქცენტი მეტყველებს, რომ მომენტს ელოდება და გადახტება ყარაბაღისკენ, როდესაც პირობები მომწიფდება. ჩვენ ამ მანევრებს ვეღარ გავაკეთებთ.

скачать dle 11.3