კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეშხში შესული #5

ანუ ჯერ რომ კედელი არ აგიშენებიაო

 მართალია, აქამომდე მხოლოდ ერთი – ბერლინის კედელი ვიცოდით (ცხადია, დიდი ჩინური კედლის გარდა) და ისიც დანგრეულია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთიც შეიძლება, ვნახოთ.
შეიძლება, რადგან დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩვენო კამპანიისას დაჰპირდა თავის ამომრჩეველს, რომ მექსიკის საზღვართან მაღალ-მაღალ კედელს ააგებდა.
და თუმცა ახლა ინიციატივის ავტორს ქარ-ცეცხლში ატარებენ, ფაქტია, რომ აშშ-ელმა ამომრჩეველმა (სულ მცირე, ნახევარმა) ინიციატივას ორივე ხელით დაუჭირა მხარი!
ასეა თუ ისე, აწ უკვე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედელის აშენების შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა; პათოსით (ციტატას მოვიშველიებ): „დღეიდან აშშ იბრუნებს კონტროლს თავის სამხრეთ საზღვრებზე. ჩვენი ურთიერთობები მექსიკასთან უკეთესი გახდება. შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას.“
მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ კედლის მშენებლობის ხარჯებს მექსიკავე აანაზღაურებს (ფორმებს მოვნახავთო).
თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტის განკარგულება, რათა ის ამოქმედდეს, კონგრესმა უნდა დაამტკიცოს და გავიხსენებთ მტკიცებას, რომ აშშ-ს მართავს სისტემა და არა პიროვნებები, ისღა დაგვრჩენია, ის მაინც შევამოწმოთ საქმით, მართებულია თუ არა ეს თეზა. –

скачать dle 11.3