კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავვერდაღწეულები #5

სანამ ჩვენ იმაზე ვმსჯელობთ, ჩავწეროთ თუ არა ამ ჩვენს ტანჯულ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი მთავარი მიზანი „ნატოსა“ და ევროკავშირში გაწევრიანებაა (ფაქტია, რომ არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კონსტიტუცია მარადიულია, ხოლო გეოპოლიტიკა ცვალებადი და ვერავინ იტყვის დაზუსტებით იმასაც კი, რომ 20 ან 30 წლის შემდეგ, ან „ნატო“ იარსებებს, ან ევროკავშირი, ინიციატივა პოლიტიკური ბეცობის შთაბეჭდილებას ტოვებს), ფრიდრიხ ებერტის ფონდმა ჩვენი ახალგაზრდების (14-29 წლის ასაკის) განწყობები გამოიკვლია.
აღმოჩნდა, რომ ჩვენი ახალგაზრდების 52 პროცენტს სჯერა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის არასასურველი შედეგი შეიძლება, იყოს რუსეთის მხრიდან აგრესიის ზრდა;
45 პროცენტის აზრით, ევროკავშირთან ინტეგრაცია გამოიწვევს ქვეყნიდან ახალგაზრდებისა და ინტელექტუალური რესურსის გადინებას (არადა – მათი ნება არ არის, ნუ წავლენ?!);
30 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრობა საფრთხეს შეუქმნის ქართულ იდენტობას.
მეორე მხრივ კი, მათი 68 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს „ნატოში“ ინტეგრაციას, ოღონდ ქალაქად და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების აზრი განსხვავებულია: სოფლად მცხოვრებთა 60 პროცენტისთვის „ნატოსთან“ ახლო კავშირი საზიანოდ აღიქმება, ქალქად მცხოვრებთა 73 პროცენტი კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდამჭერია.
და თუმცა სამხრეთ კავკასიაში მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ, როგორც საბჭოთა გავლენისგან ყველაზე მეტად თავდაღწეულები, შედეგი, მაინცდამაინც, სახარბიელო არ უნდა იყოს. იმედია, იმ მიზეზით, რომ მათ ევრაზიის სივრცე არ უნახავთ, თუმცა, რომ ნახავენ, ეჭვი მაქვს, არ იყოს გვიან... –

скачать dle 11.3