ორივენიცა #5
ანუ ქველმოქმედი – სხვის ხარჯზე?!
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამოცხადებისთანავე შევიტყვეთ, რომ სანდრა რულოვსი საქართველოს პარლამენტის წევრობას არ აპირებდა, თუმცა მისი ადგილი არ გაციებულა.
ვერც გაცივდებოდა, ვინაიდან ის, ასევე, „ნაციონალმა“ გიორგი ღვინიაშვილმა დაიკავა (ეს უკვე მოგვიანებით იქცა ბ-ნი ღვინიაშვილი „ევროპული საქართველოსთვის“).
თუმცა, თუ საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ინფორმაციას დავეყრდნობით, 2016 წელს (რაც მოასწრეს თვე-ნახევარში) დეპუტატის ხელფასი და დანამატიც ერთსაც აუღია და მეორესაც (ლაპარაკია 5 001-5 001 ლარზე).
მართალია, ის ვერ შევიტყვეთ, როგორ ორივემ, სამაგიეროდ, სანდრა რულოვსმა განმარტა, რომ ბიუჯეტიდან პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი ხელფასი ბავშვთა ჰოსპისს გადაურიცხა (ანუ ქველმოქმედებაში დახარჯა).
ცხადია, ქველმოქმედება მეტად მოსაწონ-მისაბაძი საქციელია, მაგრამ, როგორც ჩანს, განსაკუთრებით, სხვის ხარჯზე. –