რომელი მცენარის მოპარვა გვპირდება ფინანსურ წარმატებებს და როგორ მოვაწყოთ საძინებელი, რომ მშვიდი ცხოვრება გვქონდეს #4
თუ პირად ცხოვრებასა და კარიერაში პრობლემები გაქვთ, დროა ეზოთერიკულ რჩევებს მიჰყვეთ და ის რეკომენდაციები გაითვალსიწინოთ, რაც უფრო წარმატებულსა და მატერიალურად უზურნველყოფილს გაგხდით. იმისთვის, თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ სასურველი სასიყვარულო ფონი შექმნათ საძინებელში და ასევე, მოიზიდოთ ფინანსები, ამაში ქალბატონი ქეთევანის რჩეევბი დაგეხმარებათ. მას საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის გაუმართავს ხელი და უსწავლებია, როგორ შეეცვალათ ცხოვრება უკეთესობისკენ.
ქეთევანი: ძალიან განვიცდი, როცა ამდენ გაჭირვებულს ვხვდები. არადა, ცხოვრება რომ უკეთ მოიწყოთ, ოჯახშიც გაგიმართლოთ და კარიერაშიც, უბრალო წესების გათვალისწინება გმართებთ. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. ასეთი ნივთები უარყოფითი ენერგიის მოდინებისა და წარუმატებლობის წყაროა. არასაჭირო ნივთები, რომლებიც მუდმივად თვალში გხვდებათ, შეიძლება, მრავალი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ამიტომ, არ დაგენანოთ ის ტანსაცმელი, ნივთი, სამკაული თუ აქსესუარი, რომელსაც აღარ ხმარობთ და გააჩუქეთ, ან უბრალოდ, გარეთ გაიტანეთ და დადეთ. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებული ცხოვრებისთვის სახლის განათებას. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული კარგად უნდა ნათდებოდეს. იქ, სადაც ბუნებრივად ბნელა, ხელოვნური განათება მოიშველიეთ. თუ ბინის ან ოფისის ფანჯრებიდან არასასიამოვნო ხედი ჩანს, ჯობია, ლამაზი ფარდა ჩამოაფაროთ. სახლში დადებითი, კარგი ენერგიის საწინდარი ლამაზი მცენარეებია. უპირატესობა მრგვალფოთლებიანებს მიანიჭეთ, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს დადებით ენერგიას.
– ავეჯის განლაგება ჩვენს ფინანსებზეც ახდენს გავლენას?
– რასაკვირველია. არ მიადგათ სამუშაო მაგიდა კედელს ისე, რომ თქვენ კედლის პირისპირ აღმოჩნდეთ, რადგან ვერ დაინახავთ, რა ხდება უკან. თუ ალტერნატივა არ გაქვთ, კედელზე სარკე ან ლამაზი სურათები დაკიდეთ. ასევე, არ დაჯდეთ ზურგით ფანჯარასთან. თუ სამუშაო მაგიდისთვის სხვა ადგილს ვერ გამონახავთ, ფანჯრებს ფარდები ჩამოაფარეთ. სახლის დასავლეთ კუთხეში, პატარა ქოთანი იქონიეთ, რომელშიც ფულს ჩაყრით, სასურველია მონეტები. იზრუნეთ, რომ წყლის ონკანი წესრიგში იყოს და არ წვეთავდეს, თორემ წყლის წვეთებთან ერთად, ოჯახიდან ფულიც „გაიპარება“. ვისაც სიყვარულში აქვს პრობლემები, უნდა გაააქტიუროს და გააძლიეროს სახლში სასიყვარულო სექტორი. რომანტიკულობის გასაძლიერებლად, ოთახში ლამაზი ლარნაკი დადგით წითელი ან ვარდისფერი ყვავილებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ლარნაკში წყალი სუფთა იყოს, ხოლო ყვავილები – ახალი და ცოცხალი. ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენზე ყოველთვის ზემოქმედებს ის გაუცნობიერებელი და უხილავი ძალა, ის ენერგია, რაც აქვს გარშემო არსებულ ბუნებასა და ნივთს, იმისდა მიუხედავად, გვჯერა თუ არა ჩვენ ამის. სინამდვილეში კი ჩვენ თავად შეგვიძლია, ვიმოქმედოთ მათზე, უფრო სწორად, ვამოქმედოთ ისინი ჩვენთვის სასარგებლოდ. იმისთვის, რომ დადებითმა ენერგიამ თქვენს ბინაში დაისადგუროს, მასში ცვლილებების შეტანაა საჭირო. დიდი მნიშვნელობა აქვს ავეჯის მდებარეობას, სხვადასხვა თილისმას, ფერს. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რომ საწოლი ისე დადგათ, დაწოლილი ფანჯარას უყურებდეთ. ძილის დროს კი, თავი დასავლეთით გქონდეთ, რადგან ეს მხარე დიდებასა და წარმატებასთანაა კავშირში. ადამიანის ცხოვრებაში, სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი საძინებელია, რადგან ცხოვრების სამ მეოთხედს სწორედ იქ ატარებს – ისვენებს, ეთიშება გარესამყაროს თავის საზრუნავითა და პრობლემებით. იძინებს და იკრებს ძალებს ახალი დღისთვის. ჯანმრთელი ძილი კი, აუცილებელია ყველასთვის. ჩვენს ეპოქაში ეს ბევრისთვის ფუფუნებაა, სამუშაო გრაფიკის და სხვადასხღვა ღამის გასართობის გადამკიდე. თუმცა, გავიხსენოთ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, თუნდაც ბებია-ბაბუები სოფელში. ნებისმიერი თანამედროვე ახალგაზრდა ინატრებდა იმ ენერგიის ნახევარს, რაც მათ ჰქონდათ. ისინი ღამით, დაბნელებისას იძინებდნენ და მამლის ყივილთან ერთად დგებოდნენ. ეს არის ძილის სწორი გრაფიკი. ახლა კი ეს ზღაპარია, სამწუხაროდ. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ირღვევა ჩვენი ჯანმრთელობა კომპიუტერთან ჯდომით, ნოუთბუქთან მუშაობით, დროისა და გარემოს არჯანსაღი მოწყობით, უნდა გვიკვირდეს, როგორ ვცოცხლობთ საერთოდ. ამიტომ, ამ გარემო პირობებში, საძინებელი ოთახი მაინც უნდა იყოს ჰარმონიული და მშვიდი.
– ამისთვის რა უნდა გავითვალისწინოთ?
– საძინებელ ოთახში არ უნდა იყოს კედელზე ახეული ქაღალდი, ლაქები ან სხვაგვარი დაზიანება. ჭაღი უნდა იყოს სუფთა და ყველა ნათურა ინთებოდეს. გადამწვარი ნათურები და მკვდარი მწერები, არათუ კარგ ენერგიას მოგიტანთ, არამედ ნეგატიურიი ენერგიით აგავსებთ. ამის შემდეგ, ჩაატარეთ რევიზია კარადაში, სავარაუდოდ, იქ მოიპოვება ბევრი ნივთი, რასაც წლების განმავლობაში არ იყენებთ. ნუ დაგენანებათ, გადაყარეთ ძველი, უსარგებლო ნიივთები. თუ თქვენი ძალისხმევა მიმართულია წარმატებისა და მატერიალური წინსვლისკენ, „შავი დღისთვის“ რაიმე ტანსცმლის ან თეთრეულის გადანახვას, არ გირჩევთ. შეიძლება, ის დღე, დიდხანს არ დადგეს, ხოლო დიდხანს შენახული საგნები იმუხტება ნეგატიური ენერგიით და წარუმატებლობისკენ გიბიძგებთ. საძინებელში არ უნდა იყოს კუთხოვანი ტუმბოები ან სხვა ავეჯი. ყველა საგანს უნდა ჰქონდეს მომრგვალებული კუთხე. საწოლი ისე უნდა იდგას კედელთან თავით, რომ ორივე მხრიდან საკმარისი ადგილი იყოს სამოძრაოდ. სასურველია, საწოლის წინ, ფეხების მხარეს, დადგათ პატარა, რბილი სკამი. ფანჯარა კი, რომლიდანაც სინათლე შემოდის, უნდა იყოს სუფთა. დადგით მის რაფაზე ცოცხალი მცენარე.
– გამიგია, რომ წყლით სავსე ჭურჭლის დადგმა მაგიდაზე და ფულის ხის ქოთანში გახარება, ფინანსების მოსაზიდად ძალიან კარგია. ამაზე რას გვეტყვით?
– ფინანსების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია წყალი. დადგით მაგიდის ცენტრში ან თქვენს სამუშაო მაგიდაზე პატარა, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი, ჩაასხით შიგ წყალი და ყოველდღიურად ცვალეთ. მისი ყურება, მოგიხსნით სტრესს და ახალი ბიზნესიდეებისკენ გიბიძგებთ. ასევე, ფულის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ხარობს. ამიტომ, უამრავ ოჯახში მას თავს ევლებიან და ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ გაიხაროს. თუმცა, მისი მოვლა არც ისე ადვილია. ფულის ხე ამართლებს სახელს და სადაც ხარობს, ის ოჯახიც ფინანსურად გამართულია. იმისთვის, რომ თქვენც გაგიმართლოთ, აუცილებელია, ეს მცენარე მოიპაროთ, თუნდაც მისი ერთი ფოთოლი. სწორედ მოპარულ და არა ნაყიდ, ან ნაჩუქარ მცენარეს მოაქვს სიუხვე. მისი გამრავლება ფოთლითაც შესაძლებელია: მოათავსეთ მიწაში და ის დაფესვიანდება. უმჯობესია, თუ მცენარეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფანჯარაზე მოათავსებთ. ამ მცენარეს ძალიან უყვარს ყურადღება და მოფერება. კარგია, თუ მას წითელ ბაფთას შეაბამთ. იმისთვის, რომ მცენარემ, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს გავლენა ფინანსებზე, ქოთანში დამარხეთ ხურდა ფული. თავად მაქვს ფულის ხე და მას ყოველი ახალი წლის ღამეს, მონეტებით ვრთავ, შოკოლადის კანფეტებს ვულაგებ გარშემო და ნაძვის ხის გვერდით ვდგამ. ასე რომ, მიენდეთ ფულის ხეს, მოუარეთ მას, მორთეთ და თუ გაიხარა და მით უმეტეს, აყვავდა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება.