კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაუშალა ლობიოსა და მწნილის სუფრა შუა ბროდვეიზე ნუგზარ კვაშალს და რა ისტორია გადახდა მას სტრიპტიზ-ბარში #4

ყველასთვის საყვარელ მსახიობსა და მომღერალს, ნუგზარ კვაშალს 65 წელი შეუსრულდა. მისი დაბადების დღეები ცნობილია, როგორც ყველაზე ხალხმრავალი – ყოველ წელს მინიმუმ, 300 კაცი მაინც აღნიშნავს მსახიობის იუბილეს. თუმცა, წელს გამონაკლისი მოხდა და ბატონმა ნუგზარმა იუბილე არ აღნიშნა. თუ რატომ დაარღვია ტრადიცია, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნუგზარ კვაშალი: ახალ წელს  ისევ იმ მეკვლეთი შევხვდით – ჩემი შვილი პირვველად მეკვლედ 2 წლის გავიყვანეთ გარეთ, მაგრამ დაგვავიწყდა და კინაღამ გაგვეყინა ბავშვი. გოზინაყით ხელში იჯდა და კანკალებდა (იცინის). ახლა უკვე დიდია და თავისი ნებით შემოაღო სახლის კარი.  ადრე სულ სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდებოდი ამ დღესასწაულს. ზოგჯერ  ისეთ ქვეყანაში ვიყავი,  60 გრადუსი სიცხე რომ იყო. მაგალითად, ლაოსში, სადაც მეტად უცნაური ტრადიცია აქვთ. თოვლი არ იციან რა არის და საახალწლოდ, თოვლის სურათებს ყიდიან. მაგრამ, ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, ეს მათი დალოცვის ტრადიციაა. იმ სიცხეში, ჩუმად გასხამენ ერთ ვედრო გაყინულ წყალს. თუ, გაგიმართლა და მხოლოდ წყალი აღმოჩდა ვედროში, ხომ კარგი. ზოგი არხის წყალს იღებს, რომელიც ბაყაყებითაა სავსე. მეც გადამასხეს ეს წყალი და თვალში მომხვდა ბაყაყი (იცინის). არა, ბაყაყი კი კარგია, მაგრამ თვალში რომ მოგხვდება 60 გრადუსს სიცხეში, ცოტა არასასიამოვნოა (იცინის). პერუში ახალ წელს ყველა საბუთსა და ძველი წლის ქაღალდებს ყრიან ფანჯრიდან. ქალაქის ქუჩებში რომ დავდიოდით, ყველაფერი ფურცლებით იყო სავსე. ეს მათთვის თოვლის იმიტაციაა. რაც შეეხება საქართველოს, მე  ძველით ახალ წელს უფრო ვაფასებ, რადგან ჯერ შობაა და მერე ახალი წელი.
– ბატონო ნუგზარ, 15 იანვარს 65 წლის იუბილე გქონდათ. როგორ აღნიშნეთ?
– დიახ, 65 წლის გავხდი და არ გადამიხდია. დამირეკა 2 000 კაცმა. ერთ წელსაც რომ გადავიხადე დაბადების დღე, დაპატიჟებული მყავდა 70 კაცი და მოვიდა 118 (იცინის). 300-ზე მეტი ადამიანი მყავს, ვისაც აუცილებლად უნდა დავუძახო და ეს მარტივი არაა.  წელს ასეთი რაღაც გადავწყვიტეთ. ვახო ტატიშვილისაც უსრულდება 75 წლის იუბილე, ასევე ჩვენი დუეტის 45 წლისთავია. გვინდა ეს სამივე იუბილე გავაერთიანოთ და ფილარომონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მერიისა და კულტურის სამინისტროს დახმარებით, გავმართოთ კონცერტი.  მარტის ბოლოს გაიმართება „ორად ორი იუბილარის იუბილე“.
– დაბადების დღეზე ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი რა მიგიღიათ?
– ბევრი ძალიან კარგი საჩუქარი მიმიღია. ჩემი საჩუქარი ის არის, როცა 300 კაცი მოდის და ჩემთან ერთად აღნიშნავს ჩემს დღეს. ყველას ვეუბნები, საჩუქრები არ მინდა, ჯიბეში ჩაიდეთ 50-50 ლარი და წამოდით-მეთქი. ძალიან ხშირად მჩუქნიან სუნამოებს. იმდენი მაქვს, მთელი წელი მყოფნის. ჩემი შვილი ტანსაცმელს მჩუქნის, მაგრამ ერთხელ ვერ იყიდა ჩემი ზომა.  შვილიშვილი ნახატებს მიხატავს. ცოლი მეორე დღეს მახვედრებს საჩუქრად ერბოკვერცხს, კატლეტს, პიურეს, საცივსა და ასე შემდეგ (იცინის).
– მამათქვენი ყოფილი პროკურორი იყო. საბჭოთა კავშირში გზღუდავდათ მისი წოდება? მკაცრად იზრდებოდით?
– არანაირად, პირიქით. მაშინდელი პროკურატურა რადიკალურად განსხვავდებოდა ახლანდელისგან. მამას ხშირად დავყავდი ქეიფებში, როცა თვითონ იყო თამადა – სუფრის წესებს მასწავლიდა. მისი სკოლა დღესაც ძალიან მეხმარება. თუმცა, არ მანებივრებდა მოფერებით. მკაცრი იყო. სიგარეტს ვერ ვეწეოდი მასთან ერთად. ერთხელაც მითხრა, სახლში მოწიე იქიდან უარესი სუნი მოგყვება ნიკოტინისო (იცინის).
– ხშირად დადიოდით გასტროლებზე. ბევრი სახალისო ისტორია გექნებათ გასახსენებელი.
– სახალისო ისტორიები დაკავშირებულია ჩვენს გვარებთან. ერთი შემთხვევა მახსოვს ასეთი, შემოტრიალდა წამყვანი და თქვენი ხელმძღვანელი რა გვარია, გამახსენეთო. ალექსანდრე ბასილაია-მეთქი. დადგა გამოცხადების მომენტი და გვესმის, ანსამბლი „ივერია“ და მისი ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასკულია. ბასკულიაო და რა დაგვემართა, ვერ გეტყვით. ფარდა რომ გაიღებოდა, უნდა გვემღერა, მაგრამ ვისღა ჰქონდა სიმღერის თავი. ფარდა გაიხსნა და ჩვენ დაბლა ვეყარეთ სიცილისგან. ადრე ტელევიზია  ფულს გვიხდიდა ეთერში გამოსვლისთვის. ერთხელაც გადმომირიცხეს 19 მანეთი. მივედი ბანკში ასაღებად და არ მომცეს. თანხა გადმორიცხული იყო არა ნუგზარ კვაშალზე, არამედ ნუგზარ კვატალოკზე (იცინის). ძალიან კარგად მახსოვს, სარეკლამო სიმღერა ხინკალზე. თემურისთვის უნდა ამოეტანათ ფქვილიანი ხინკალი, ანუ ხორცის ნაცვლად, უნდა ყოფილიყო ფქვილის შიგთავსი. ჩვენ ეს ვიცოდით, თემურმა – არა. შემოუტანეს ხინკალი და ჩაკბიჩა, სულ თეთრი გახდა ეს შავსმოკინგიანი კაცი (იცინის). ქართველი, ყველგან ქართველია და რატომ ვამბობ ამას, მიხვდებით. ნიუ-იორკში, ბროდვეიზე მივდიოდით ფეხით. მეორე მხრდან ვიღაც გვეძახის – ვახტანგ, ნუგზარ! გადავედით და ვნახეთ, ქართველი მხატვრები, რომლებიც იქვე, ქუჩაში ხატავდნენ და ყიდდნენ ნამუშევრებს. გვითხრეს, თუ არ გეჩქარებათ, ცოტა ხანს დარჩით და ყველაფერი მზად იქნებაო. თურმე, იქვე, შუა ბროდვეიზე ედგათ „პლიტა” და ხარშავდნენ ლობიოს. პოლიციელები  არაფერს ეუბნებოდნენ. მოკლედ, ბროდვეიზეც გვიქეიფია ქართულ სუფრაზე.
– თუმცა, თქვენ აპირებდით ანსამბლიდან წასვლას. რატომ?
– მხოლოდ ერთხელ იყო მსგავსი შემთხვევა, ისიც დასაწყისში. პირველი გასტროლი გვქონდა უნგრეთში, ფილარმონიაში უნდა გამოვსულიყავით. რობერტ ბარძიმაშვილმა მითხრა, რომ „ორერაში“ გადავსულიყავი. მაშინ „ორერა“ ქუხდა. მახსოვს, მოსკოვში რომ ჩავედი, მთელი ესტრადის თეატრი ცხენოსანი მილიციით იყო გარშემორტყმული, ბუბა კიკაბიძეს იცავდნენ ქალებისგან. მოკლედ „ორერა“ მიდიოდა გასტროლზე საფრანგეთში. ჩემთვისაც ნაყიდი ჰქონდათ ბილეთი და კოსტიუმი შეკვეთილი. მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ მეთქვა ეს ბასილაიასთვის. ბოლოს დავთვერი და მივედი.  დამხვდა თავის ერთოთახიან ბინაში  „ლეჟანკაზე“ წამოწოლილი.  რა გინდაო, მითხრა. ისეთი შეხედულება ჰქონდა თითქოს იცოდა ყველაფერი. არაფერი-მეთქი. ავდექი, თვითმფრინავის ბილეთი დავხიე და ზემოდან დავაყარე. მეორე დღეს მივედი რეპეტიციაზე. საერთოდ არაფერი უთქვამს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რის გამოც ვაპირებდი წამოსვლას, თუმცა დავრჩი.
– ხშირად გიწევდათ გასტროლებზე, 6-7 თვით გამგზავრება. მეუღლე არ ეჭვიანობდა?
– რა თქმა უნდა, ეჭვიანობდა. თუმცა, არასდროს მყოლია სხვა. როცა 6-7 თვით მივდიოდით, ჩვენი ცოლები დაგვადგებოდნენ ხოლმე. ჩამოდიოდნენ ისეთ ადგილებშიც კი, როგორიც იყო ურალი, ციმბირი. იქ თვითმფრინავი არ დაფრინავდა და ურმით უწევდათ მგზავრობა.  მეც ვეჭვიანობდი, მარტო თიკა კი არა. 1975 წელს, პოლონეთში წავედით მე და თიკა. ვარშავაში ყველაზე ძვირიან სასტუმროში გავჩერდით, სადაც ერთ ღამეში 130 დოლარს ვიხდიდით. ახალგაზრდები ვიყავით, ვერთობოდით და საღამოს გადავწყვიტეთ, სტრიპტიზზე წასვლა. ამას გიყვებით, 40 წლის უკანდელ ამბავს. შევედით ერთ სტრიპტიზბარში, შევუკვეთეთ ყველაზე ძვირიანი სასმელი, დავლიეთ. ვიღაცა გაშიშვლდა-გამოშიშვლდა და ასე შემდეგ. 5 წუთით გავედი საჭირო ოთახში. მივდივარ ჩემი მაგიდისკენ და რას ვხედავ, ჩემს ცოლთან ვიღაც ტიპი ზის. ლამაზი, საკლუბო კოსტუმი აცვია და საკმაოდ სიმპათიურია. მივედი და ამ კაცს დავადექი თავზე, თან ფხიზელიც არ ვარ. კაცი წამოხტა, მაპატიეთო და გავარდა. რომ გავიგე ვინც იყო და რაც ხდებოდა, გადმოვსვი ჩვენს მაგიდასთან და დავაწყებინე ქართული, მამა-პაპაური სადღეგრძელოები – აბა, დედმამიშვილები, წასულები, ნათესავები. თურმე, ეს კაცი იყო ინგლისელი ტურისტი და გაგიჟდა, საიდან ხართ თქვენო. ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო ჩემი მეუღლე, რატომ არ უნდა მეეჭვიანა?! ერთხელ  „სვიდანიაზე“ დავიბარე და არ მივედი, „გადავაგდე“ (იცინის). იმის მერე სულ მახსენებს მაგ ამბავს.
– თქვენი სიყვარულის ისტორიაც გვიამბეთ.
– ჩემი სიყვარულის ისტორია, როგორც მამაჩემი ამბობდა, დაიწყო ზეწრით და დამთავრდა ზეწრით. ერთხელაც ვკითხე, რატომ ამბობ ეგრე-მეთქი და მიპასუხა: სახლში, რომ მოგყავდა, მარტო ვიყავი, ვერ ვიპოვე მაგიდის გადასაფარებელი და ზეწარი გადავაფარეო (იცინის). 1972 წელს ქობულეთში ვიყავით გასტროლებზე და მოვიდა ჩვენთან 2 ლამაზი გოგო. ერთ-ერთი იყო თიკა. ვერ ვიტყვი, ერთი ნახვით შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ მომეწონა. გრძნობების გადაცემა მოხდა ჩვენს შორის. მოკლედ, თვალებითა და ლაპარაკით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. სიგარეტს ჩუმად ეწეოდა ჩემთან ერთად, მამამისს რომ არ დაენახა.  მერე, ცოტა აგვერია ურთიერთობა, როგორც ხდება ხოლმე და მის დაქალებთან მივედი დასახმარებლად. ცრემლიც კი გადმოვაგდე, მიყვარს-მეთქი. 8 მარტს შეგვარიგეს, ჩემთან მოვიდნენ სახლში. მაშინ, ვუთხარი გაპარვაზე და დამთანხმდა. ჩემმა ძმაკაცმა მოჰპარა მამამისს მანქანა და წავედით ბორჯომში. თიკას მამას გაუგია, სადაც მივდიოდით, 2 ეკიპაჟი მილიცია გველოდებოდა სახლთან. თუმცა, ბუნებამაც შემიწყო ხელი, რომ გადავუხვიეთ ბორჯომის გზაზე, გადაკეტილი იყო. ამიტომ, ჩვენც წავედით ბაღდათში, ჩემი ძმაკაცის სოფელში. რომ ჩავედით, ამ ბიჭის ბებია გამოვიდა – ბებო, ცოლი მოიყვანეო. თურმე მეშვიდე ძმაკაცი ვიყავი, ვისაც ცოლი მიაყვანინა იქ (იცინის).

скачать dle 11.3