მერაბ სეფაშვილის ანეკდოტები #4
გურული დედამთილი ურეკავს რძალს:
– როგორაა ჩემი შვილი?
– როგორ იქნება? უსაქმურადაა, ლოთობს, სკანდალებს მიწყობს...
– უჰ, მაი აფერი, მთავარია, ავათ არ გახდეს.
***
რაჭაში გაიმართა შეჯიბრი – „რა? სად? როდის?“. იმდენი იფიქრეს რაჭველმა მოაზროვნეებმა, ბროლის ბუმ, კვერცხი დადო.
***
გურული მაჭანკალი მიადგა იმერელ დომენტის, რომელსაც ჯერ არ უნდა ქალიშვილის გათხოვება.
– აფრასიონას ბიჭს შენი ქალიშვილის ხელის თხოვნა უნდა.
– რავა, აფრასიონას ბიჭს თავისი ხელი არ აქვს თუ?
– კი აქვს, ბატონო, მარა დეეღალა!
***
– ექიმო, ჩემი ქმარი ძალიან სუსტია ლოგინში. აღარ ვიცი, რა ვქნა. იქნება მიშველოთ რამე?!
– რას აჭმევთ?
– ძირითადად, კარტოფილს.
– ძვირფასო, დაიმახსოვრეთ, სახამებელით, მხოლოდ საყელო დგება კარგად.
***
მეგრელი ტრაბახობს:
– ხოხ, „ჯოკერის“ დროს, იმდენ ხანს ვჩეხავდი კარტს, რომ დამა ყვავს ლიფი არ გაძვრა?..
***
თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. გურული ერთადერთ პარაშუტს ეცა, ჩაიცვა და გადმოხტომას რომ აპირებდა, სტიუარდესა მივარდა:
– რას აკეთებთ? ვერ ხედავთ, აქ რამდენი ქალია?
– დემეთხუე, თუ ქალი ხარ, მცალია ახლა მე სექსიზა?
***
მეზობლის ქალები საუბრობენ:
– ვაიმე, ისე გავსუქდი ამ ახალ წლებზე, გოგო, ჩემს სასწორს რომ დავინახავ, სირცხვილით თვალს ვარიდებ.
***
მიხო ქალაქიდან სოფელში წერს წერილს დედას:
– ამ წერილსა ნელა ვწერ, ვიცი ჩქარა კითხვა გიჭირს...
***
მანიაკმა ფულს საწამლავი მოასხა, საბავშვო სახლს შესწირა. დაიღუპა ოცამდე დეპუტატი, ერთი მინისტრი და მერი. ბავშვები არ დაშავებულან.
***
ექსტრემალების შეკრებაზე:
– მე მოთხილამურე ვარ.
– მე პარაშუტით ვხტები.
– მე დეპუტატებს ვენდობი.
– აუ, ეს რა გიჟია? საღოლ, ძმაო!
***
სიდედრის ქელეხში ზურიე განუწყვეტლად ჩურჩულებს:
– მიწა ბუმბულად დაგყროდეს, მიწა ბუმბულად დაგყროდეს.
– ბიჭო, ზურია, როის იყავი სიდედრის ამფერი მოყვარული?
– შენ რომ იცოდე, ბონდოია, ნიკალაევნას ბუმბულზე რაფერი ალერგია ჰქონდა...
ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები
– რას იზამს მეგრელი, თუ დაესიზმრება, რომ რესტორანში ქეიფობს?
– მანამდე გაიღვიძებს, სანამ ანგარიშს მიუტანენ.
***
ცოლი ქმარს:
– მოდი, საყვარელო, ჭამე.
– მადლობა, უკვე ვჭამე!
– როდის?
– შენ რომ მოგიყვანე ცოლად.
***
შვილი ეკითხება მამას:
– მამი, რა განსხვავებაა დიდ და პატარა გოგოს შორის?
– რა და... პატარა გოგონებს აწვენენ ლოგინში და უყვებიან ზღაპრებს. დიდ გოგონებს კი, ჯერ ზღაპრებს უყვებიან და მერე აწვენენ ლოგინში.
***
– რა განსხვავებაა კოღოსა და სიდედრს შორის?
– კოღო მხოლოდ ზაფხულში გკბენს!
***
„ტიპი ისეთი მსუქანი იყო, ლოგინიდან ორივე მხრიდან გადმოვარდა“.