ბრძნული აზრები #4
ბეკონი: ბოროტ ადამიანებს რცხვენიათ თავისი ნაკლოვანებების, თუმცა, არასდროს შერცხვებათ მათი გამოსწორების.
დემოკრიტე: პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანი შეიცნობა არა მარტო იმით, რას აკეთებს, არამედ, იმითაც, რა სურს მას.
ტვენი: ვიცხოვროთ ისე, რომ თვით მეკუბოვესაც კი დავენანოთ, როცა მოვკვდებით.
კანტი: ფარშევანგი ადის მაღლა, როდესაც მიფრინავს ქარის საწინააღმდეგოდ და არა მისი მიმართულებით.
ნიცშე: მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.
კონფუცი: ქვეყანაში, სადაც წესრიგია, იყავი თამამი მოქმედებებშიც და ლაპარაკშიც. იმ ქვეყანაში კი, სადაც წესრიგი არაა, იყავი თამამი მხოლოდ მოქმედებებში, ლაპარაკს კი დაუკვირდი.
ლიხტენბერგი: უმდიდრესი კაცი ისაა, რომელიც მცირედით კმაყოფილდება, რადგან ეს მეტყველებს მისი ბუნების სიმდიდრეზე.
მანი: არაფერია ცხოვრებაზე უფრო არაჰიგიენური.
მოპასანი: ცხოვრება მთაა – ადიხარ ნელა, ჩამოდიხარ სწრაფად.
მორუა: სიბერე არ ივიწყებს თავის გამოცდილებას და უყვარს რჩევების მიცემა, რადგან ცუდი მაგალითის ჩვენება უკვე აღარ შეუძლია.
არნო: კარგ ნახატს სრულყოფილებისთვის სიღარიბე არ ჰყოფნის.
ჰიპოკრატე: ხელოვნებაა ფართო, ცხოვრება კი – მოკლე.
დანტე: ჭეშმარიტი სიბრძნე გასაგები სიტყვებით ლაპარაკობს და არა – ბუნდოვნად და ორაზროვნად. თუმცა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მშობლიური ენა დუმილია, რადგან ის საუკეთესო პასუხია დასმულ კითხვებზე.
კაპიცა: უხელმძღვანელო – ნიშნავს არ შეუშალო ხელი კარგ ადამიანებს მუშაობაში.
ბროდსკი: თუ პრეზიდენტს არ შეუძლია ეს გაუკეთოს საკუთარ ცოლს, უკეთებს ქვეყანას.
დეკარტი: ადამიანები პრობლემების ნახევარს აიცილებენ თავიდან, თუ სიტყვათა მნიშვნელობებზე შეთანხმდებიან.
მორი: ვინც ავ საქმეს მოქარგული ენით ფარავს, ორგზის უფრო სასტიკ სასჯელს იმსახურებს.
შოუ: ცეკვა – ეს ჰორიზონტალური სურვილის ვერტიკალური გამოსახულებაა.
კონფუცი: სინამდვილეში ცხოვრება მარტივია, მას ჩვენ ვართულებთ.
კუპრინი: ქალი მხოლოდ იმას ართმევს თავისუფლებას, ვინც არ იცის, როგორ მოექცეს მას.
ბაირონი: ღამე ანიჭებს ბრწყინვალებას ვარსკვლავებს და ქალებს.