კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი დრო გაატარეს მურატ ილდირიმის ქორწილში ქართველებმა და ვისთან ჩამოდის და რჩება ის თბილისში #4

ქართველებისთვის საყვარელი ცნობილი თურქი მსახიობი – მურატ ილდირიმი, იგივე სავაში, მაროკოელ იმანე ელბანზე დაქორწინდა. იმანეს მამას ქალიშვილის ხელი მსახიობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სთხოვა. ქორწილში მურატის ქართველი მეგობრებიც იმყოფებოდნენ.  მათი დამეგობრების ისტორიასა და ქორწილის დეტალებზე, მისი უახლოესი მეგობარი, თბილისის მერის მრჩეველი, ქ-ნი ნინელი ფუტკარაძე გვესაუბრა:
ნინელი ფუტკარაძე: ჩემი და მურატის დაკავშირება დიტო ცინცაძის ფონდის დამსახურებაა. მე მაშინ მთავრობის კანცელარიაში ვმუშაობდი. ჩემთან მოვიდნენ და დახმარება მთხოვეს, თურქი მსახიობის ჩამოყვანა გვინდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად და იქნებ, დაგვაკონტაქტოო. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო. ახლა უკვე ყველა სერიალი ნანახი მაქვს, მაშინ კი, გაკვირვებული დავრჩი, რატომ მოგვყავს თურქეთიდან-მეთქი... მერე ამიხსნეს, რომ პოპულარული მსახიობია და ხალხს ძალიან უყვარსო. მოხდა ისე, რომ ამ მსახიობთან დაკავშირება ძალიან გახანგრძლივდა. ჩაერთო დიპლომატიური ხაზიც, მაგრამ სააგენტო სულ ამბობდა, არ სცალია, დაკავებულიაო და მე რაღაც სპორტული ინტერესი გამიჩნდა – როგორ არ უნდა მოხერხდეს ამ კაცის ჩამოყვანა-მეთქი. მით უმეტეს, როდესაც საქმე ბავშვების დახმარებას ეხება, ვერ წარმომიდგენია, ვინმემ ამაზე უარი თქვას. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა დამაკავშირა ელდარ ქუჩუკს, რომელიც ქართული წარმოშობისაა და ცხოვრობს თურქეთში – თურქული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელია სტამბულში. ის არის რეჟისორი, დოკუმენტალისტი, ორმოცდაოთხი ფილმი აქვს საქართველოზე გადაღებული, რომელიც თურქულ, პრესტიჟულ არხზე გადის და საერთოდ, აკეთებს ძალიან კარგ საქმეებს. ამ ადამიანმა, პრაქტიკულად, ერთ თვეში მოაგვარა ეს საკითხი. დაუკავშირდა მურატს და მეც მაშინვე დამირეკა სასიამოვნოდ განცვიფრებულმა და ძალიან გახარებულმა, რადგან მურატს უთქვამს: მე ყველაფერს გადავდებ და ჩამოვალ საქართველოშიო. მის ჩამოსვლამდე ნანა ლორთქიფანიძეს ვკითხე, რომელ სერიალს ვუყურო-მეთქი და მირჩია – „ასი“. მეც ვუყურე. მინდოდა, ამით პატივისცემა გამომეხატა. ახლა უკვე ყველა მაქვს ნანახი და მინდა გითხრათ, ყველაზე ძალიან ჰგავს სავაშს. ამ სერიალში თითქოს თავის თავს თამაშობს. ეს იყო  ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი.
– საქმიანი ურთიერთობა როგორ გადაიზარდა ასე ახლო, მეგობრულ ურთიერთობაში?
– მურატი რომ ჩამოვიდა, ჩემი ოჯახის წევრები გაიცნო. ძალიან დაუახლოვდა ჩემს დისშვილებს, მეგობრებს. მერე, ძალიან მალე გადაიღო სტამბულში ფილმი „ყირიმი“ და ამ ფილმის პრეზენტაციაზე დამპატიჟა მეგობრებთან ერთად. ჩემთან იყო მაშინ ეკა მიშველაძე, მარიამ ვაშაძე, ნინო თოლორდავა, ხატია მოისწრაფიშვილი. სამი დღით ვიყავით და ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწია. დიდი დღესასწაულები მოგვიწყო. უნდოდა, ეჩვენებინა ყველაფერი. ჩვენ, რასაკვირველია, მოვერგეთ მის გრაფიკს, რაც ჩვენს პატივსაცემად შეადგინა. ერთი დღე დაგეგმა ბოსფორის სრუტეზე კატერით გასეირნება. იყო საშინელი სიცივე. მურატს გადაღებიდან დააგვიანდა მოსვლა. ეკა მიშველაძე ამბობდა - ძალიან გთხოვთ, არ შემიძლია, ამ სიცივეში კატერზე ასვლა. მე წავალ და თქვენ დახვდითო, მაგრამ მურატი ძალიან მალე მოვიდა და ყველანი კატერზე აღმოვჩნდით. მოგვიტანა უამრავი თურქული ტკბილეული, ნუგბარი. ჩვენთან ერთად იყვნენ მისი ოჯახის წევრებიც,  მშობლები, და და დისშვილები. ისინი ადანაში ცხოვრობენ და ჩვენს გასაცნობად ჩამოიყვანა, რაც დიდ პატივისცემად ჩავთვალე. ხშირად ჩამოდის თბილისში და  ჩვენთან რჩება სახლში. მეც  ჩავდივარ თურქეთში. ძალიან მოსწონს მჭადი, სულგუნი, ნადუღი და სულ ჩამაქვს. მის გადაღებებს ხშირად ვესწრები. აქ რომ ჩამოდის, ჩემი და უკეთებს ზუთხს რაღაც სხვანაირად. სტამბულში სასწაულ თევზეულს ამზადებენ, მაგრამ ჩემს დას რომ ასიამოვნოს, სულ ეუბნება: მანანა, ასეთი თევზი არსად მიჭამიაო. ძალიან უყვარდა დედაჩემი. ღრმად მორწმუნე, ჭეშმარიტი მუსლიმია და ძალიან ტოლერანტული. თუ სადმე, რაიმე ქრისტიანული ძეგლია თურქეთში, ცდილობს, ყველა ქალაქში მაჩვენოს. რომ დამინახავს, ოთახში ვლოცულობ, არ შემოვა, ხელს არ შემიშლის. მან იცის, რომ ერთადერთი სერიალი, რომელიც მის გაცნობამდე ვნახე, იყო „ასი“. ასის გადაღება მიმდინარეობდა ალტაკიაში,  ადანასთან ახლოს.  ეს არის ულამაზესი მხარე, ისტორიულად ძალიან საინტერესო, ძველი რომის იმპერიის ნანგრევები. ამ გადაღებების დროს მურატს ერთ გამოქვაბულში აღმოუჩენია ქრისტიანული ტაძარი, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო. ჩასულა ალტაკიის მუნიციპალიტეტში და უთქვამს: რა არის ეს. სხვის კულტურას რომ პატივს არ სცემთ, ჩვენც ასე მოგვექცევიან სხვა ქვეყანაშიო. გაასუფთავებინა, აღადგენინა და ახლა ის ისტორიული ძეგლია. ჩამიყვანა და მაჩვენა. დამათვალიერებინა ის ადგილები, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა.
– როგორც ჩანს, ძალიან მეგობრულია...
– მურატი უერთგულესი მეგობარია, უპატიოსნესი ადამიანი, ძალიან მორწმუნე. ერთი წლის წინ, ჩემს დისშვილიშვილთან ერთად, მოვყევი ავიაკატასტროფაში, მოვხვდით რეანიმაციაში. ორივეს ოპერაცია დაგვჭირდა. მარიამ ვაშაძე და მურატი ძალიან მეგობრობენ. მარიამს  მურატისთვის დაურეკავს და უთქვამს, რომ ასეთი ამბავი მოხდაო. შემდეგ მეუბნებოდა მარიამი, რომ არ მეთქვა, ძალიან ეწყინებოდაო. მურატი სამ საათში ჩამოფრინდა თბილისში. მთელი ღამე, ჩემს დიშვილებთან ერთად, არ მოგვშორებია პალატაში. მისი განრიგის მქონე ადამიანისთვის ეს ძალიან დიდი ერთგულებაა. ანალოგიურად მოიქცა, როდესაც დედა გარდამეცვალა. დაკრძალვამდე ვერ ჩამოვიდა, გადაღება ჰქონდა და დაკრძალვის დღეს, დაახლოებით ოთხ საათზე ვესაუბრე - აღარ ჩამოხვიდე, უკვე დაკრძალულია-მეთქი. კარგი არ ჩამოვალო და იმ საღამოსვე უკვე აქ იყო. მითხრა: დაკრძალვამდე და დაკრძალვის დროს, ყველა შენთან იყო და ახლა უფრო გჭირდება თანადგომაო. ორი დღე დარჩა ჩემთან. ყველაფერს მიყვება, რაც მის ცხოვრებაში ხდება, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრია.
– როგორ გაიცნო მომავალი საცოლე?
– მურატს რაღაც უცხოური პროექტები აქვს და სჭირდებოდა, ინგლისური ენა დაეხვეწა. ერთი წლის წინ წავიდა ლონდონში, სამთვიან სწავლებაზე. იქ, ერთ-ერთი ჩასვლის დროს, დაემთხვა თურქული ფილმების ფესტივალი, სადაც გაიცნო იმანე, მისი მომავალი მეუღლე, იქიდან განვითრდა მათი ურთიერთობა. იმანე არის „მის მაროკო“ – არაბული სამყაროს მისიც და სარეკლამო რგოლებშიც იღებენ. რამდენიმე სერიალშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მურატი შვილივით მიყვარს, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრია და მინდოდა, ისეთი ადამიანი შეხვედროდა, ვინც თავის ტრადიციებში, ოჯახში, ქვეყნის სიყვარულში გვერდით დაუდგებოდა, რადგან მურატი ძალიან ტრადიცული, მორწმუნე ადამიანია. მე, ქორწილამდე ჩავედი სტამბულში, შევხვდი იმანეს და რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ.
–  ტრადიციული ქორწილი იყო?
– მურატმა ქორწილამდე და ქორწილის მერეც, ყველა ტრადიცია და რიტუალი დაიცვა. ქორწილამდე ორი კვირით ადრე დედამისთან ჩაიყვანა იმანე ადანაში. ის კი თვითონაც რომ არ ელოდა, მეგობრებმა მოუწყვეს ნიშნობა, რომელიც იმანეს მშობლების ჩამოსვილის შემდეგ უნდა გამართულიყო. თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა ეს ამბავი რომ გაიგო, მურატი ძალიან უყვარს და გამოთქვა სურვილი, იმანეს მამისთვის მას ეთხოვა ქალიშვილის ხელი. დაურეკა მამამისს და იმანეს ხელი სთხოვა. უთხრა: ჩათვალე, რომ მურატი ჩემი შვილია, მე გთხოვ ქალიშვლის ხელს და გამატანეო. გაგიჟებული მირეკავდა: საერთოდ არ ველოდი, ისე დამახვედრეს ეს ამბავი და ვერც მოვასწარი, ნიშნობაზე დამეპატიჟეო. მე ვუთხარი, ოღონდ შენ მოიყვანე ცოლი და ბედნიერი იყავი, თუ გინდა, ქორწილშიც არ ჩამოვალ-მეთქი. ყოველთვის ვთხოვდი, ცოლი მოეყვანა. ოჯახი რომ სხვა ქალაქში ცხოვრობს, სახლში მოსულს, ყურადღება და სითბო სჭირდებოდა. ქორწილში ვიყავით: მე, ნინო მჟავანაძე, პარლამენტარი გიორგი მიქელაძე, ჩემი დისშვილი და თავისი მეგობარი დაჯი მალაღურაძე. ბევრი ცნობილი მსახიობი ესწრებოდა. ქორწილი გაიმართა ერთ პრესტიჟულ სასტუმროში, ტაქსიმზე. არ იყო დიდი ქორწილი, ასორმოცდაათ კაცამდე ესწრებოდა.  მურატს არ უყვარს პომპეზურობა, მაგრამ სააგენტოს, რომელმაც ეს ქორწილი მოაწყო, წინააღმდეგობა აღარ გაუწია. ძალიან საინტერესო და ლამაზი ქორწილი იყო. პირველ დღეს, როგორც თურქეთშია მიღებული, იყო ინის წასმის ცერემონიალი, რომელიც ძალიან ლამაზია და მხოლოდ სიძე და მამაკაცები ესწრებიან. იქ მიდის ლოცვები – როგორი უნდა იყოს ქმარი, როგორი ცოლი. მურატი იყო ძველ მუსლიმურ ტანსაცმელში. მეორე დღე გახლდათ თურქულ-ევროპული. სიძე ტახტრევანზე დამჯდარი შემოიყვანეს ლოცვითა და დოლების ცემით, წარადგინეს პატარძლის მშობლების წინაშე. მერე კი  სიძის მშობლების წინაშე წარადგინეს პატარძალი. სიძე-პატარძალი ყველა მაგიდასთან მიდის, მადლობას უხდის სტუმრებს და იღებენ ფოტოს. იყო ხელის მოწერის ცერემონიალი, რომელიც სტამბულის მერმა, კადიმ ტობაშმა ჩაატარა – მან მოირგო ნოტარიუსის ფუნქცია, რისი სურვილიც თავად გამოთქვა. ეს ყველაფერი დამთავრდა ვალსით, რომელიც სპეციალურად, მურატისა და იმანესათვის დაიწერა.

скачать dle 11.3