კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლაშა გელაშვილი: თვალის მოტყუება ხელის სისწრაფეზეა დამოკიდებული #4

„ნიჭიერში“ ლაშა გელაშვილის გამოსვლამ დიდი მოწონება და რაც მისი პროფესიისთვის მთავარია, ხალხის გაოცება გამოიწვია. ემოციებს ვერ მალავდნენ ვერც მაყურებელი და ვერც ჟიურის წევრები. 22 წლის ილუზიონისტი ამ საქმით სულ 5 წელია, რაც დაკავდა. როდესაც  „ნიჭიერის“ შესარჩევ ქასთინგზე მიდიოდა, არ ნერვიულოდა, რადგან იცოდა, რომ საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებდა. სამაგიეროდ, ნახევარფიალში მოუწია ორმაგად ნერვიულობა, რადგან ხალხის მოლოდინი არ უნდოდა, გაცრუებინა. როგორია „ნიჭიერის“ ერთ-ერთი ფინალისტი ილუზიონისტის ცხოვრების დეტალები, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლაშა გელაშვილი: შარშან დავამთავრე ბაკალავრიატი ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. პროექტში რადგან ვაპირებდი მონაწილეობას, მაგისტრატურა აღარ გამიგრძელებია. მინდოდა,  მთელი ყურადღება პროექტისთვის დამეთმო. დაახლოებით 5 წელია, რაც  ფოკუსებს ვაკეთებ, მანამდე ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა. ამ საქმეს პირველი 2 წელი ყურადღებას არ ვაქცევდი. ზოგადად მიყვარს ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც ყველას არ გამოსდით. პირველად ძალიან მარტივი ფოკუსის ვიდეოგაკვეთილი ვნახე ინტერნეტში, თუმცა იმ პერიოდში, სულაც არ იყო ეს ჩემთვის მარტივი. მაშინვე დავიწყე მისი სწავლა. თავიდან არ გამომივიდა, რადგან პირველ ჯერზე ვცადე მისი დასწავლა. სწორედ ეს ფოკუსი აღმოჩნდა ჩემთვის სტიმული.
– მხოლოდ კარტით აკეთებ ფოკუსებს?
 – ძირითადად, კარტით მანიპულატორი ვარ.  ვიცი, სხვა ფოკუსებიც, მაგრამ ეს სფერო მიზიდავს ყველაზე მეტად. ზოგადად, ფოკუსის სწავლა  ძალიან რთულია. მას ვსწავლობ ინტერნეტისა და წიგნების დახმარებით. ასევე, მაქვს ჟურნალ-გაზეთებიც. წიგნში ფოკუსი ილუსტრაციების მეშვეობითაა ახსნილი. თუმცა, რადგან ისე ვერ ხედავ, როგორც ვიდეოში, უპირატესობას ინტერნეტს ვანიჭებ. ეს სფერო საკმაოდ დიდია.  ერთი ფოკუსი თავისუფლად შეგიძლია, ბევრ მეთოდში გამოიყენო, ეს უკვე შენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
– „ნიჭიერში“ საკუთარი სურვილით მიხვედი, თუ ვინემს რჩევა იყო?
–  „ნიჭიერს“ ვუყურებდი პირველი სეზონიდან და ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ილუზიონისტებს. თავიდან, როგორც მეგობრები, ასევე ოჯახის წევრები მირჩევდნენ, რომ გავსულიყავი. თუმცა,  არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული და მომზადებაც მჭირდებოდა. წელს უკვე იმდენად ბევრმა მითხრა – როგორც უცხომ, ასევე ნაცნობმა, რომ გადავწყვიტე, გავსულიყავი. თან, ისე დაემთხვა, უნივერსიტეტიც დავამთავრე და დროც გამიჩნდა. პროექტში კონკურენტი მყავს. ფინალში ორი ილუზიონისტი რომ იყოს, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. მსგავსი რამ, ვინმეს რომ ეთქვა, გავიცინებდი და ვეტყოდი, არ არსებობს-მეთქი (იცინის).  პირველ ტურში თავდაჯერებული გავედი. ნახევარ ფინალში კი ძალიან ვნერვიულობდი. საქართველოში ილუზიონისტების მიმართ  არც ისე დიდია ინტერესი, როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის მხირდან. ეს მაინც უცხო ხილია და ცოტა სხვაგვარად აღიქვამენ. თან, მოლოდინი ჰქონდა ხალხს, რაც  უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. მე კიდევ, არ მიყვარს, როცა მოლოდინს ვერ ვამართლებ. ფინალში, რას გავაკეთებ, ვერ გეტყვით, არც ის ვიცი, რისი მოლოდინი მაქვს.
– ილუზიონისტები მატყუარები არიანო, ეთანხმები? როგორ აოცებთ ხალხს, რა არის ამის მთავარი პრინციპი?
– ეგ არის ძალიან ცუდი, რადგან ვინც ამ სფეროში არ არის ჩახედული, ყველა აღგიქვამს მატყუარად. ტერმინი – მატყუარა საერთოდ არ შეესაბამება იმას, რასაც ვაკეთებთ. როცა ილუზიონისტი ფოკუსს აკეთებს, პირდაპირი მნიშვნელობით იტყუება, მაგრამ ეს არ არის ბოროტი ტყუილი. ჩვენი მიზანია, მაყრუებელი დარჩეს არა მოტყუებული, არამედ გაოცებული და ნასიამოვნები – სასიამოვნოდ გაოცებული. მაყურებელმა უნდა დიჯეროს, რომ რაღაც სასწაული ხდება, თორემ ყველამ ვიცით,  არც რაღაცეების აწევა შეგვიძლია ჰაერში და არც აზრების კითხვა. ამ სფეროში ბევრი ფაქტორია, ტყუვდება თვალი და გონება. თვალის მოტყუება ხელის სისწრაფეზეა დამოკიდებული, რადგან ხელი გაციელბით სწრაფია, ვიდრე თვალი. მაგრამ, არის განსაზღვრული სფერო, როცა გონებას ვატყუებთ და არა თვალს, ეს  უფრო მენტალიზმის მიმდინარეობაა. აქაც, რაღაც ხრიკებია, რომელიც, ძირითადად, დაკავშირებულია აზრის გამოცნობასთან, თუმცა აზრების გამოცნობას პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ვახერხებთ – გონების მოტუების ხარჯზე ვიღებთ შედეგს. ყველაზე მაგარია, როცა კომბინირებულად ატყუებ, ეგ არის შოკი მაყურებლისთვის (იცინის).
– გარდა ილუზიონისტობისა, ხატავ კიდეც.
– ხატვის ნიჭი მამისგან გამომყვა. ეს უფრო ჰობია, რადგან არასდროს მიცდია პროფესიის მიზნით გამომეყენებინა. არადა, ბევრი მეუბნბოდა: შენ ისეთი მხატვარი გამოხვალ (იცინის)... სკოლაშიც ყველა მე მახატვინებდა ყველაფერს. სახლში ნახატი არ მაქვს დარჩენილი, ერთი შემომრჩა და იმაზეც მეუბნებიან მაჩუქეო, დანარჩენი სულ დავარიგე საჩუქრებად.
– ოჯახის დამოკიდებულება როგორი იყო ილუზიონისტობის მიმართ?
– ოჯახი დადებითად იყო განწყობილი, თან მათი აზრით, კარგად გამომდიოდა ეს საქმე. რჩევებსაც მაძლევდნენ და მაკრიტიკებდნენ კიდეც. თუ საჭირო იყო. ერთი წლით უფროსი ძმა მყავს და ის არის ახალი ფოკუსების მსხვერპლი (იცინის). სწორედ მას გავუკეთე  პირველი ფოკუსი და არ გამომივდა. მაშინ,  მითხრა, არ გამოგდის და შეეშვიო. ამან სტიმული მომცა და ჩემთვის ვთქვი, დაგიმტკიცებ, თუ არ გამომივა-მეთქი (იცინის). ახლა ამბობს, ყველაფერს ჩემზე ტესტავსო.
– ალბათ, კარტის თამაშის დროს არ გენდობიან.
– კარტის თამაში არ მიყვარს. ბოლოს როდის ვითამაშე, არც მახსოვს. აზარტული თამაშების მიამრთ ძალიან ნეგატიურად ვარ გაწყობილი. კაზინო, ტოტოლაიზატორი – ჩემს შემთხვევაში, გამოირიცხება, მით უმეტეს, რომ ინტერნეტ-ტოტალიზატორის „ბუკმეიკერი“ ვარ. როგორც ვიცი, იულიზონისტებს არ უყვართ ფოკუსების გამოყენება თამაშში, რადგან თუ რაღაცას თამაშობ, მისი მუღამი უნდა გქონდეს. ამ შემთხვევაში, პატიოსნები ვართ, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მეც პატიოსნად მიყავრს თამაში, მაგრამ მაინც არ მენდობიან. კარტს არ მაჭერინებენ ხელში და  არ მაჩეხინებენ. ეჭვის თვალით მიყურებენ (იცინის).  როცა ფოკუსს ვაკეთებ, ამოწმებენ კარტს, ჰგონიათ, რომ რაღაც განსაკუთრებულია, ფერს იცლვლის, ლაპარაკოს და ასე შემდეგ (იცინის). ზოგი ხელს უსვამს, ზოგი – ენას, ზოგი – ყნოსავს. მოკლედ, რას არ უშვრებიან ამ კარტს იმისთვის, რომ მის განსაკუთრებულობაში დარწმუნდნენ. მაგრამ, ეს არის ჩვეულებრივი კარტი. კარტების კოლექცია მაქვს. დაახლოებით, 50 დასტა მაქვს სახლში და ყველა განსხვავებულია ვიზუალურად.
– ალბათ, თაყვანისმცემელბის რიცხვმაც მოიმატა...
– დიახ, მოიმატა თაყვანისმცემლებმა და მინდა ვთქვა, რომ ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ. რაც შეეხება, კონკრეტულად, გოგონებს, მყავს შეყვარებული. უკვე, სამი წელია, რაც ერთად ვართ. ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია. ჩემთვის უნაკლო პიროვნებაა. შეუცვლელია და საერთოდ არ ვფიქრობ თაყვანისმცემლებზე, მას ვერავინ შემიცვლის.
– ვინ არის შენი რჩეული? არ ეჭვიანობს შენს თაყვანისმცემლებზე?
– ჩემი რჩეულია ნინო გრატიაშვილი, რომელიც იყო ჩემი ჯგუფელი. პირველი კურსიდან ერთად მოვიდვართ. პირველი ორი წელი ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით, მერე უფრო დავახლოვდით და მივხვდით, რომ მართლა განსაკუთრებულები ვიყავით ერთმანეთისთვის. ბედნიერი ვარ, რომ გვერდით მყავს. რაც მთავარია, მოსწონს, ის რასაც ვაკეთებ და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. საერთოდ არ არის ეჭვიანი და ეს მახარებს. დისკომფორტი არ მექმნება ამ საკითხთან დაკავშირებით.
– ოჯახის შექმნას ხომ არ აპირებთ?
–  არ გაქვს რაიმე კონკრეტული დასახული, თუმცა ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზეა და, რა თქმა უნდა, მომავალზე ვფიქრობთ.

скачать dle 11.3