კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაპატიჟა თეონა დვალი დონალდ ტრამპმა ამერიკაში და როდის აპირებს ის გათხოვებას #4

ახალგაზრდა, მუდამ პოზიტიური და მხიარული ქართველი სოპრანოს, თეონა დვალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – ის შეყვარებულია, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს და მალე შეიძლება, ოჯახიც შექმნას. პირად ცხოვრებაზე, დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და გაცნობის დეტალებზე, ასევე, სხვა საინტერესო ისტორიებზე თეონა გულახდილად გვესაუბრა.
თეონა დვალი: მე და ჯაკომომ ერთმანეთი მოსკოვში, ხუთი წლის წინ გავიცანით. მე ვმონაწილეობდი „დომინგის“ კონკურსში, რომელიც იმ დროს მოსკოვში ტარდებოდა. ჯაკომო თავის ბიზნესსაქმეებზე იყო ჩამოსული და რომ გაიგო, ასეთი კონკურსი ტარდებოდა, დაესწრო. იქ გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ უკვე მიყვებოდა, რომ ძალიან მოვეწონე და ერთმანეთს შევხვდით, ასე ვთქვათ, „ყავაზე“. მერე მალევე წამოვედი საქართველოში და ხუთი წლის განმავლობაში, ორ-სამჯერ მყავდა ნანახი. თუმცა, ყოველთვის კონტაქტზე იყო, თავს არ მანებებდა და სულ მწერდა: იცოდა, სად ვმღეროდი, სად ვიყავი, რომელ ქალაქში. ძალიან მომწონდა, როგორც ადამიანი. ყველა ის თვისება აქვს, რაც მამაკაცში მომწონს. თუმცა, ისე ვიყავი გადართული სიმღერაზე, სპექტაკლებზე და იმდენი საქმე და საფიქრალი მქონდა, სულ მეგონა, პირადსა და კარიერას ვერ შევუთვსებდი ერთმანეთს.  ამიტომ, არც ვფიქრობდი ამაზე. მითხრა, შანსი მიგვეცა ჩვენი ურთიერთობისთვის და მეც დავთანხმდი.
– რამდენ ხანში და როგორ აგიხსნა სიყვარული?
 – მოვლენები მალევე განვითარდა. მე ვიყავი ფლორენციაში, სადაც სპექტაკლები მქონდა და მახსოვს, მილანიდან ფლორენციაში ჩამოვიდა, ოთხი საათი იარა გზაში მანქანით, გვიან მოვიდა და მითხრა: მე იმის სათქმელად ჩამოვედი, რომ გითხრა, მიყვარხარო. ძალიან რომანტიკული და დასამახსოვრებელი იყო. გაცნობის პერიოდი გვქონდა და არ ველოდი,  თუ ასე მალე მეტყოდა, რომ თურმე, დიდი ხნის განმავლობაში ვყვარებივარ. ერთი ის მახსოვს, რომ ძალიან გამიკვირდა. რა ვუპასუხე, არც კი მახსოვს. თუმცა, მერე მეც მალე გამოვუტყდი სიყვარულში. ჯაკომო ისეთია, როგორიც წარმომედგინა ჩემი მეორე ნახევარი. ჟურნალისტები რომ მეკითხებოდნენ, როგორი უნდა იყოს შენი რჩეულიო, სულ ვამბობდი, მომღერალი თუ არა, მელომანი მაინც უნდა იყოს-მეთქი. ქართველი ასეთი არ შემხვდა, მაგრამ შემხვდა იტალიელი – ბიზმენსმენია და ასევე, დიდი მელომანი. ოპერები იცის, უყვარს საოპერო შემოქმედება და დიდ პატივს სცემს. ძალიან რომანტიკული ადამიანია, მეც – ასევე და  ვინც კი ჯაკომო გაიცნო, ყველა აღნიშნავს, ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს – ასე ერთნაირები როგორ შეხვდითო. ვფიქრობ, მე გახსნილი ადამიანი ვარ, სიყვარულის გამოხატვა შემიძლია და ეს ბუნებრივად გამომდის. ასევეა ჯაკომოც. მისით ყოველთვის, ყველა აღფრთოვანებულია. უყვარს სიურპრიზები. ვალენტინობას საქართველოში ვიყავი და ვარდები გამომიგზავნა. მიძღვნის ყვავილებს, სუნამოებს, სამკაულს. იცის, რომ ძალიან მიყვარს შოპინგი. მეტყვის ხოლმე: წამო, ვიშოპინგოთო და სხვადასხვა ქალაქშიც კი წავსულვართ ამისთვის. მე ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ ვიცი, მამაკაცებს არ უყვართ ბევრი სიარული. მაგრამ, ის არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას.  ვეუბნები ხოლმე: ჯაკომო, მეშინია, არ დაიღალო, მარტო უნდა წამოვსულიყავი-მეთქი. ის კი მპასუხობს: შენ მაგაზე არ ინერვიულო, მე ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებსო. ბევრ კომპლიმენტს მეუბნება ქართულ ენაზეც. ძალიან მალე  ისწავლა ქართული წერა-კითხვაც კი. რომ ვეუბნები: კარგი რა, გაჩერდი, ნუ მანებივრებ ამდენი კომპლიმენტით-მეთქი, მეუბნება, ეს კომპლიმენტი კი არა, ფაქტიაო.  საზოგადოებაში რომ ვართ და მამაკაცები ყურადღებას მაქცევენ, ამბობს: შენ ლამაზი გოგო ხარ და მე ეს მიხარია, ჩემი რჩეული რომ ხარ და გვერდით მომყვებიო. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ, ხშირად ვართ ერთად. ყველა ჩემს კონცერტსა და სპექტაკლს ესწრება.  ახალ წელს, თბილისის ოპერის თეატრში გვქონდა გალა-კონცერტი და ჩამოვიდა. ახალ წელს თბილისში შევხვდით, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ვფიქრობ, 2017 წელი ისე კარგად დაიწყო, გამორჩეული წელი იქნება.
– ოჯახის შექმნას როდის აპირებ?
– თავისით მოვა ქორწინების დრო, მაგრამ გამოგიტყდებით, უკვე გვქონდა ამაზე საუბარი და გვაქვს გეგმაში. 2017 წელს ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველი ექსკლუზიურად გაიგებს ჩემი ქორწილის შესახებ, რომელიც, ვფიქრობ, უფრო კონცერტის მსგავსი იქნება, რადგან ძალიან ბევრი მომღერალი მეყოლება სტუმრად.
– შენი ოჯახი რა აზრისაა არაქართველ სასიძოზე?
– გავიცანი მისი მშობლები. ვახშმად დამპატიჟეს. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს და ვფიქრობ, ძალიან ვუყვარვარ მათაც, ისევე, როგორც მე – ისინი. ასევე, გავაცანი მას ჩემი ოჯახი. პირველად, თბილისში რომ ჩამოვიდა, მე ოპერის თეატრში ვმღეროდი. დაესწრო ჩემს სპექტაკლს, გავაცანი ჩემი პედაგოგი გულიკო კარიაული, ჩემი მეგობრები და მერე ოჯახშიც წარვადგინე. პირველივე შთაბეჭდილება დადებითი იყო. ძალიან შეუყვარდა ჩემს ოჯახს და თბილი ურთიერთობა აქვთ, რაც მე ყველაზე მეტად მახარებს, რადგან მშობლების აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის მეუბნებოდნენ, ვისაც მე შევიყვარებდი, იმას შეიყვარებდნენ თავადაც. არ არის სავალდებულო, ქართველი იყოს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი თანამედროვე და შეგნებული მშობლები მყავს. ჯაკომოს ძალიან მოსწონს საქართველო და ქართველები. გიჟდება, როგორი ურთიერთობები,  შეკრული ოჯახები გვაქვს. ახალ წელს რომ ჩამოვიდა, ათი დღე იყო საქართველოში და გადავწყვიტეთ, ამ ათი დღის განმავლობაში თბილისიდან არ გავსულიყავით. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ყველას უნდოდა, ჩემი ნახვა. ისეთი გადატვირთული ვიყავით, ყოველდღე სადღაც გვეპატიჟებოდნენ. ჯაკომოსთვის ცოტა უჩვეულო იყო ასეთი რეჟიმი, მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვია. პირველი, რაც დაინახა, იყო დიდი მსგავსება იტალიელებსა და ქართველებს შორის, რაც მეც, არაერთხელ გამეგონა და შემიჩნევია მანამდეც. ოღონდ, ქართველები ბევრად უფრო სტუმართმოყვარეები ვართ. ჩემს დაბადების დღეზე ჯაკომოს უნდოდა საჩუქრად რომელიმე ქვეყანაში გვემოგზაურა. იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ვუთხარი: მოდი, ისევ იტალიაში ვიმოგზაუროთ-მეთქი. იმ პერიოდში ჩემთან სტუმრად იყო ბავშვობის მეგობარი – თეონა ბაღდავაძე. ნეაპოლში ნამყოფი არ ვიყავი და ასე, სამივე ერთად ჩავსხედით მანქანაში და წავედით ნეაპოლში. იტალიელები და ქართველები ხომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, აი, ქართველები და ნეაპოლელები – უფრო. იქ რომ ვიყავი, ვფიქრობდი, სახლში ვარ-მეთქი. ქუჩებში მოძრაობა და მანქანის ტარებაც კი ერთნაირი გვაქვს. არაჩვეულებრივი რამდენიმე დღე დავყავით იქ. მოვიარეთ ნეაპოლი და ახლოს მდებარე ქალაქები. ჩემი დაბადების დღე აღვნიშნეთ პატარა, ძალიან საყვარელ რესტორანში. ვიმღერეთ ბევრი ქართული და ნეაპოლური სიმღერა.
– უცხოეთში დიდ სცენაზე თუ გიმღერია ქართულად?
– იაპონიაში ვიმღერე იმპერატორთან. სანამ რეპეტიციები მიმდინარეობდა, იმპერატორთან გაიმართა დიდი ვახშამი საერთაშორისო შემადგენლობით. გვთხოვეს, რომ ყველას საკუთარ ენაზე შეგვესრულებინა სიმღერა და მე შევასრულე ალექსი მაჭავარიანის „მზეთა მზის სახეო“. უცხო ქვეყნის სცენაზე სულ სხვანაირად ვიმღერე ქართულად – ეს ძალიან ემოციური და გულისამაჩუყებელი იყო. ცრემლებიც კი მომადგა და ვფიქრობ, მაყურებელმა ეს იგრძნო, აპლოდისმენტებით დაინგრა იქაურობა. იმპერატორმა და იმპერატორის მეუღლემ ძალიან დიდი სითბო გამოხატეს – მომეფერნენ, მომესიყვარულნენ და ბევრი კომპლიმენტი მითხრეს.
– დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, შენ იყავი პირველი, ვინც მასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე სოციალურ ქსელში. სად შეხვდით ერთმანეთს?
– სანამ ტრამპს შევხვდებოდი, წინა დღეს ვიყავი კახეთში. დამირეკეს, ტრამპი ჩამოდის ბათუმში და ძალიან პრივატული კონცერტი იქნება, უნდა ჩამოხვიდეო. კახეთიდან ჩემს პიანისტსა და დედასთან ერთად წავედი ბათუმში, სადაც ტრამპი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა „ტრამპ თაუერის“ გახსნასთან დაკავშირებით. პატარა დახურული სცენა იყო პიაცაზე. ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები შესრულდა, საოპერო სფეროდან კი მხოლოდ მე ვიყავი და პატარა კურიოზი გადაგვხდა. სცენაზე როიალი არ იყო კარგად დამონტაჟებული. ისე მოხდა, რომ ძალიან ძლიერი ქარი ამოვარდა და როიალმა სრიალი დაიწყო. დედა უშლიდა პიანისტს ნოტებს და დაბლა, ფეხით დაიჭირა როიალი. ის რომ არა, არ ვიცი, რა მოხდებოდა. შემდგომში უკვე ტრამპმა მიმიპატიჟა სუფრასთან, ბევრი კომპლიმენტით შემამკო, ამერიკაში დამპატიჟა და მითხრა: შენ თუ ამერიკაში ჩამოხვალ, მსოფლიო ვარსკვლავი იქნებიო. მისი იდეა იყო, რომ ფოტო გადაგვეღო, რომელიც ადრეც დავდე სოციალურ ქსელში, მაგრამ მაშინ ასეთი ყურადღება არავის მიუქცევია. მერე, არჩევნების პერიოდში გამოვაქვეყნე და დიდი ყურადღება და აჟიოტაჟი მოჰყვა. ჰილარი კლინტონთანაც მაქვს ნამღერი, მაგრამ რადგან მასშტაბური კონცერტი იყო, მასთან ვერც ფოტოს გადაღება და ვერც გასაუბრება მოვახერხე.

скачать dle 11.3