კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

16 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბებიის საყვარელი 12 წლით დააპატიმრეს #4

არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის 52 წლის სულიკო ც-შვილს სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის 8 წლით უფროს  ქალთან ქმრის  სტატუსით ცხოვრობდა, მის შვილებს მამასავით  ექცეოდა, შვილიშვილები კი „ბაბუს“ ეძახდნენ. თუმცა, სწორედ შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.     
საქმის მასალებით, როდესაც სულიკო ც-შვილი  მეგობარ ქალთან, ანუ ოლია ქ-ძესთან საცხოვრებლად გადავიდა, ცოლთან ოფიციალურად გაყრილი არ იყო. ის ოლიას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა და მიუხედავად რვაწლიანი ასაკობრივი სხვაობისა, ვინაიდან ერთმანეთი შეუყვარდათ, თავს ერთად კარგად გრძნობდნენ, არარეგისტრირებული ცოლ-ქმარი გახდნენ. სწორედ ოლიას სიყვარულის მოტივით, ბრალდებული კატეგორიულად უარყოფდა, რომ 16 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა. თუმცა, გამოძიებით დადგენილია, რომ მსგავსი კონტაქტი დაზარალებულთან მას ერთადერთხელ არ ჰქონია.
ჩვენებაში ბრალდებული თავადვე წერს, რომ ოლიას შვილებთან და შვილიშვილებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. ისინი მას ოჯახის წევრად მიიჩნევდნენ. ბავშვებს არა მხოლოდ უტოვებდნენ, სასეირნოდაც ატანდნენ. ის კი არა, მოგვიანებით, როცა ის და ოლია საცხოვრებლად ცალკე გავიდნენ, სულიკო „შვილიშვილებს” ძველ სახლში მაინც აკითხავდა, რადგან მასაც და ბავშვებსაც თურმე ერთმანეთი ენატრებოდათ.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოლია ქ-ძის შვილიშვილთან სქესობრივი კავშირის დამყარება განიზრახა. 21 აგვისტოს, დღის 12 საათზე, ის ბავშვის სახლთან მივიდა და შენიშნა, რომ 16 წლის მზია 9 წლის დასთან ერთად თანატოლებთან თამაშობდა.  განზრახვისთვის ხელი რომ არ შეშლოდა და 16 წლის გოგონასთან განმარტოება მოეხერხებინა, სულიკომ 9 წლის სალომეს 15 ლარი მისცა და მეგობრებთან ერთად, ნაყინის საჭმელად გაუშვა. ამის შემდეგ, ის მზიასთან ერთად სახლში ავიდა. როგორც გამოძიება ამბობს, მან გოგონას სთხოვა ბებიამისის, ოლიას სახლში წაჰყოლოდა, რადგან ბინაში მისი თანატოლი შვილიშვილები უნდა მოსვლოდნენ და სურდა, ერთმანეთი გაეცნოთ. როდესაც ბავშვმა უთხრა, რომ მისი დაც წაეყვანათ, ბრალდებულმა დაარწმუნა, რომ მისი შვილიშვილები უფროსები იყვნენ და 9 წლის სალომესთვის მათთან ურთიერთობა ჯერ ადრე იყო.  
16 წლის მზია, რომელსაც კაცი ბაბუად მიაჩნდა, საბოლოოდ, წასვლაზე დასთანხმდა. მასთან ერთად, სახლში ავიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და „ბაბუას” ბებიის სახლში გაჰყვა. თუმცა, სახლში მისულებს, იქ არავინ დახვდათ, რაზეც „ბაბუამ” უთხრა, რომ მალე მოვიდოდნენ. როგორც გამოძიება ამტკიცებს, კაცმა გოგონას სხვადასხვა თემაზე გაუბა საუბარი, რა დროსაც მოულოდნელად, მოფერება დაუწყო. გოგონამ გარეთ გასვლა დააპირა და გასასვლელი კარისკენ წავიდა, მაგრამ ბინიდან გასვლა ვეღარ შეძლო. მამაკაცმა  ხელი მოჰკიდა და ძალის გამოყენებით უკან შეაბრუნა. გოგონამ დაყვირება სცადა, მაგრამ მამაკაცმა პირზე ხელი ააფარა და საწოლზე დააგდო... გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. მოძალადემ კაბა და საცვალი ძალით გახადა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამის შემდეგ გოგონას დაემუქრა, რომ მომხდარი არავისთვის ეთქვა და სახლში თავადვე წაიყვანა.
გამოძიების მასალებით, მომხდარის შემდეგ, მსგავსი ფაქტი კიდევ განმეორდა, ბრალდებულმა ბავშვზე ძალადობა უკვე მის ბინაში განახორციელა. სულიკო ც-შვილმა იცოდა, რომ სახლში ბავშვები მარტო იყვნენ და როგორც პირველ შემთხვევაში, მან 9 წლის სალომე ფულით „მოქრთამა” და სათამაშოდ გარეთ გაუშვა...
სულიკო ც.-შვილი სასამართლოს წინაშე უმძიმესი ბრალდებით წარდგა. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების  მუხლით აღიძრა.
სასამართლო პროცესზე გოგონას, როგორც დედა, ასევე ბებია დაიკითხა. დედა ამბობდა, რომ მომხდარის თაობაზე შემთხვევით, მას შემდეგ გაიგო, რაც 9 წლის სალომემ სამსახურში დაურეკა, რომ სულიკო ბაბუამ  მზია სადღაც წაიყვანა, მას კი კარი გარედან ჰქონდა დაკეტილი და ეშინოდა.
დაზარალებულის დედის ჩვენებიდან: „სამსახურში ვიყავი, ბავშვმა ტირილით რომ დამირეკა. მითხრა, რომ მზია სულიკომ სადღაც წაიყვანა და ის გარედან ჩაკეტეს. ამის შემდეგ მზიას დავურეკე, რომელმაც დათრგუნული ხმით მითხრა, რომ სახლში მალე იქნებოდა. მისი ნათქვამით გაოგნებული დავრჩი. თანამშრომლის მანქანით მაშინვე სახლში დავბრუნდი. შემეშინდა, სალომეს რამე არ მოემოქმედა. შინ მისულს მზიაც დამხვდა, რომელიც შეშინებული ჩანდა. მითხრა, რომ „ბაბუამ” ბაზრობაზე გაიყოლა და ამიტომ წავიდა სახლიდან. მას იმ დღეს სიმართლე არ უთქვამს. მეორე დღეს კი, დახეული კაბა მაჩვენა, რის შემდეგაც მითხრა, რომ გააუპატიურეს. როდესაც მოძალადის ვინაობა გავიგე, მისი მოკვლა მინდოდა. მაშინვე დედაჩემს დავურეკე. ისიც ჩემთან ერთად, სულიკოსთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. რაღაც ერთ საათში კი, პოლიციას მივმართე, რომელმაც დამნაშავე მალე დააკავა. დაკავების ადგილას მეც ვიყავი. ვაღიარებ, რომ სანამ პოლიცია სულიკოს აიყვანდა, მას თავს დავესხი – თავში  ჩავარტყი რკინის ვაზა, რომელიც ბინაში  ხელში მომხვდა.
არასრულწლოვანმა დაზარალებულმა დამნაშავე თავადაც ამხილა: „სულიკო ბებიას ბინაში ცხოვრობდა. ჩემ მიმართ თავიდანვე ყურადღებას იჩენდა და სახლში მას შემდეგაც გვაკითხავდა, რაც ის და ბებია სხვაგან გადავიდნენ. იმ დღეს, ვცადე მისგან გაქცევა, მაგრამ უშედეგოდ. კარს რომ მივვარდი, დაკეტილი დამხვდა. საძინებელში ძალით შემიყვანა, ვყვიროდი,  მაგრამ პირზე ხელი ამაფარა. მოშორებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი, საწოლზე დამაგდო.... რამდენჯერმე დამარტყა.  ძალით გამხადა საცვალი... გამაუპატიურა... შემდეგ მითხრა, თუ იტყვი, მოგკლავო. სახლში მოსულმა ტანსაცმელი გავიხადე და დავმალე. ძალიან აფორიაქებული ვიყავი. ის მომდევნო დღეებშიც ვნახე.  ცუდად ვექცეოდი, რაც ჩემმა დამ შენიშნა და მეჩხუბებოდა, ბაბუას ცუდად რატომ ელაპარაკებიო. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ მოვიდა. იმ დროს ჩვენთან მეზობელი იმყოფებოდა. მუსიკას ავუწიე, რომ კარზე კაკუნის ხმა არავის გაეგო. შემდეგ ეზოში დავინახე, ჩემს დას ელაპარაკებოდა. შიშის გამო დედას თავიდან სიმართლე ვერ ვუთხარი. მომხდარი გავუმხილე, მაგრამ შემდეგ დავარწმუნე, რომ მოვატყუე. თუმცა, მერე სიმართლე მაინც ვუთხარი...”
ჩვენება გოგონას პატარა დამაც მისცა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბოლო დროს „ბაბუა” მას  ფულს ხშირად აძლევდა. ანალოგიური შინაარსის იყო მისი  მეგობრების ჩვენებაც. ბავშვები არაერთხელ გახდნენ იმის მომსწრენი, რომ სალომე ბაბუას ფულს არ ართმევდა, მაგრამ, ის ძალით უდებდა ჯიბეში.
რაც შეეხება გოგონას ბებიას, რომელიც მოწმის სტატუსით დაიკითხა, განმარტა, რომ ბრალდებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ერთად თითქმის  ერთი  წელიწადი ცხოვრობდნენ. მისი თქმით, სულიკოს მის შვილთან და შვილიშვილებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, განსაკუთრებით მზია უყვარდა, რაც ცუდად არ აღუქვამს, რადგან მისი ასაკის შვილიშვილი სულიკოსაც ჰყავდა. თუმცა, ვინაიდან სულიკო ოჯახს დასცილდა, შვილები და შვილიშვილები აღარ ეკონტაქტებოდნენ. მზიასადმი ასეთ ყურადღებას სწორედ ამ ფაქტორს უკავშირებდა.
„იმ დღეს, საღამოს სახლში რომ მოვედი, სულიკო აფორიაქებული მომეჩვენა. მითხრა, რომ სამსახურის გამო იყო აღელვებული. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვენი ნათესავის დაბადების დღეზე წავედით. იქ ჩემი შვილი და შვილიშვილებიც იყვნენ. ყურადღება არ გამიმახვილებია, მაგრამ შევნიშნე, რომ მზია ჩემს ქმარს აგდებულად ექცეოდა, რაც ძალიან მეწყინა, რადგან სულიკოს ის განსაკუთრებულად უყვარდა. მიმაჩნდა, რომ ბავშვისგან ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა. ამ ამბიდან დაახლოებით ათ დღეში, სულიკომ გამოაცხადა, რომ მისი უფროსი შვილი კაფელს აგებდა და უნდა დახმარებოდა. ამიტომ, ცოტა ხნით მასთან უნდა გადასულიყო. გამიხარდა, რადგან ვიფიქრე, მამა-შვილი შერიგდნენ-მეთქი. ეჭვი არაფერში შემიტანია, ტანსაცმელი გავუმზადე და ბინიდან წავიდა. იმავე დღეს ჩემი ქალიშვილისგან შევიტყვე, რომ მან ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა,” – განაცხადა ბრალდებულის ეგრეთ წოდებულმა მეუღლემ.
დაზარალებული მხარე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა. თუმცა, თავად ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო.
ბრალდებულის ჩვენებიდან: „ოლია თავად მთხოვდა, რომ ბავშვებისთვის ყურადღება მიმექცია. სწორედ ამიტომ ვაკითხავდი მის შვილსა და შვილიშვილებს სახლში. იმ დღეს, მზია რომ სახლში წამოვიყვანე, ცოტა ხნით ლიმონათის საყიდლად მაღაზიაში გავედი. რომ დავბრუნდი, მისაღებ ოთახში გამომწვევად იწვა. ხელი მომკიდა და დივანზე ძალით დამსვა. მისთვის არაფერი დამიშავებია...” – აცხადებდა განსასჯელი, რომელიც გამართლებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა. საქმე ისაა, რომ მას განსხვავებული, ანუ რეალური ჩვენება ჰქონდა მიცემული გამოძიების პირველივე ეტაპზე. ის პირველ ჩვენებაშიც ამბობდა, რომ ბავშვმა დინავზე ძალით წამოაწვინა, მაგრამ აღიარებდა, რომ „თავი ვეღარ შეიკავა“ და მასთან ინტიმური კავშირი დაამყარა...
რაც შეეხება ჩვენებაში აღწერილ კაბის გახდისა და სხვა ინტიმურ დეტალებს, განსასჯელი ამბობდა, რომ ეს გამოძიების მიერ შეთითხნილი სრული აბსურდი იყო, ისევე როგორც დაზარალებული ბავშვის ჩვენება. ირწმუნებოდა, რომ ბავშვი მას არ გაუუპატიურებია, რადგან ქალწული არ იყო. მისი თქმით, მზიამ გაუმხილა, რომ პირველი ინტიმური კავშირი შეყვარებულთან ჰქონდა, რომელმაც შემდეგ მიატოვა...
რაც შეეხება ექსპერტებს, რეალურად, გოგონას ექსპერტიზა გვიან ჩაუტარდა, რის გამოც სხეულზე დაზიანების კვალი, სისხლჩაქცევები და ასე შემდეგ, ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ გოგონას საქალწულე აპკი დარღვეული ჰქონდა.
შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა არც ბრალდებულის და არც მისი დაცვის პოზიცია. მიიჩნიეს, რომ ბრალდებულის ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდიოდა როგორც გამოძიების ეტაპზე მიცემულ მის ჩვენებასთან, ასევე  მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ დანარჩენ მტკიცებულებებთან და ბრალდებულ სულიკო ც-შვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა.

скачать dle 11.3