თმის სილამაზის უცნაური რეცეპტები #4
ლიმონიანი ჩაი
ლიმონიანი ჩაი ძალიან გემრიელი დასალევია ზამთრის ცივ ამინდებში. მაგრამ იცოდით, რომ ლიმონიანი ჩაის ჩვენს თმასაც ძალიან მოსწონს. ამიტომ, თუ დაბანის შემდგომ, ლიმონიან ჩაის გადაივლებთ, თმას სიხასხასეს დაუბრუნებთ. რასაკვირველია, შაქარი არ უნდა ჩაყაროთ, მხოლოდ ჩაის ფერი, ლიმონის წვენი და წყალი გამოიყენეთ. ჩაი და ლიმონი საუკეთესო საშუალებაა ცხიმიანი თმისთვის. ლიმონი ამცირებს ცხიმის გამოყოფას და ამასთანავე არ არღვევს კანის PH ბალანსს. შავი ჩაი და ლიმონის წვენი 1:1 შეურიეთ და დაბანის მერე გადაივლეთ.
მაიონეზი
აბურდული კულულების დასამორჩილებლად 1/4 ჭიქა მაიონეზს დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი ევკალიპტის ზეთი და ახალდაბანილ თმაზე 10 წუთით გაიჩერეთ.
პიტნა
თუ დაიტანჯეთ ცხიმიანი თმის ხშირი დაბანით, ჩააგდეთ პიტნის რამდენიმე ფოთოლი წყალში, ადუღეთ, გადაწურეთ და პიტნიანი წყალი დაუმატეთ იმ შამპუნს, რომელსაც ხმარობთ – 2:1 შეფარდებით ისე, რომ შამპუნი უფრო მეტი იყოს, ვიდრე წყალი და ჩვეულებრივ დაიბანეთ თავი. ნარევი კვირაში ერთხელ უნდა განახლდეს.
ლუდი
3/4 ჭიქა ლუდი ადუღეთ იქამდე, სანამ 1/4-მდე არ შემცირდება, გააცივეთ და დაუმატეთ 1 ჭიქა შამპუნი, რომელსაც ხმარობთ. ლუდში შემავალი ცილები აღადგენს დაზიანებულ თმას და იცავს შემდეგი დაზიანებებისგან.
შტოშის წვენი
ეს ნაყენი განსაკუთრებით კარგია წითელთმიანებისთვის – გადაივლეთ თმაზე დაბანის მერე შტოშის წვენი, თმის ხასხასა ფერისთვის.
ტანის ლოსიონი თმისთვის
წაისვით დამატენიანებელი ლოსიონი თმის კონდიციონერის მაგივრად იმისთვის, რომ თავის კანი დაატენიანოთ.
ზეითუნის ზეთი
თუ ურჩი, ხვეული თმა გაქვთ, ვარცხნილობის გაკეთების წინ კრემს/მუსს და სხვა საშუალებებს სულ ცოტა ზეითუნის ზეთი შეურიეთ. ზეთი თმას დაარბილებს, მორჩილს გახდის და ბზინვარებასაც მისცემს.