კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #4

კითხვა: შეჩვეული ვარ ყოველდღიურად თმის დაბანას და ხშირ ვარცხნას. მითხრეს, ეს აზიანებს თმის სტრუქტურასო. იქნებ, მირჩიოთ, რა სიხშირით დავიბანო თავი და დავივარცხნო თმა?
პასუხი: თმას მუდმივი მოვლა სჭირდება, რადგან ძალიან მალე ზიანდება, ცხიმიანდება და თუ იღებავთ – იწვება კიდეც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორ ისუფთავებთ და იტენიანებთ თავის კანს. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ხშირად უნდა დაიბანოთ, თუმცა უკეთესი შედეგისთვის უნდა იცოდეთ, რა სიხშირით და როგორ. შამპუნისა და კონდიციონერის ყოველდღიური გამოყენება თმისთვის კარგი ნამდვილად არ არის. მათი გამოყენება რეკომენდებულია მაქსიმუმ სამ დღეში ერთხელ. ყოველდღიურად კი მხოლოდ წყლის გადავლებაც საკმარისია იმისთვის, რომ თმა მუდმივად დატენიანებული იყოს. დაბანის დროს, შამპუნს მალევე ნუ ჩამოიბანთ, გაიჩერეთ 3-დან 5 წუთამდე. თუ შამპუნს სამკურნალო დანამატები აქვს, შესაძლებელია, მეტ ხანსაც. შხაპის ქვეშ გაიკეთეთ მასაჟი ხელების წრიული მოძრაობით. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ როგორ ისუფთავებთ თმას და სკალპს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი სისუფთავით იწყება და თმასაც ისევე სჭირდება ეს, როგორც სხეულის სხვა ნაწილებს. უპირველესად, გაისუფთავეთ სკალპი. თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ შხაპის გელიც გამოიყენოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ხშირი ვარცხნა, მით უმეტეს, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ. სავარცხელი ცხიმს მთელ თმაზე ანაწილებს. თმა უფრო ნაკლებად ცხიმიანდება და რბილიც ხდება. შეარჩიეთ სავარცხელი,  რომელსაც კბილანები ძალიან ახლოს არ აქვს ერთმანეთთან. დაივარცხნეთ ღამით, ძილის წინ და მცირეხნიანი შუალედებით. საერთოდ, თმას კვირაში 3-ჯერ სჭირდება გასუფთავება. თუმცა, რა თქმა უნდა, ინდივიდზეც არის დამოკიდებული. თუ ძალიან ცხიმიანი თმა გაქვთ, შესაძლებელია ყოველდღეც საჭიროებდეს დაბანას, თუმცა არავითარ შემთხვევაში შამპუნის გამოყენებით.
კითხვა: ხშირად შეჭრის შემთხვევაში, თმა სწრაფად გაიზრდება?
პასუხი:  ეს არასწორი მოსაზრებაა. თმის ზრდის სისწრაფე ინდივიდუალურია და შეჭრის სიხშირეზე არაა დამოკიდებული.
კითხვა: ხშირად ვსვამ ჩაის და ყავას. რამდენად იმოქმედებს ეს კბილის ემალის ფერზე?
პასუხი:  ჩაის, ყავას, წითელ და თეთრ ღვინოს მართლა შეუძლია, კბილის ემალს ფერი შეუცვალოს.

скачать dle 11.3