კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკურნალობა ბაბუაწვერით ციროზის დროს #4


აიღეთ 200 გრამი ბაბუაწვერას ყვავილი, ერთი ცალი წვრილად დაჭრილი ლიმონი, აურიეთ და დაასხით ერთი ლიტრი წყალი. დატოვეთ ექვსი საათის განმავლობაში. შემდეგ დააბლენდერეთ და კარგად გაწურეთ ორ-სამ ფენა მარლაში. დაამატეთ ერთი კილოგრამი შაქარი და გააჩერეთ საათ-ნახევრის განმავლობაში. შეგიძლიათ, შაქარი ჩაანაცვლოთ თაფლით, ეს, რაც ბუნებრივია, მეტ სარგებლობას მოუტანს თქვენს ორგანიზმს. მიიღეთ დღეში ორი სუფრის კოვზი, დილით და საღამოს. ეს ნაყენი არის არაჩვეულებრივი საშუალება ცეროზის წინააღმდეგ.
კატარაქტის დროს
შეურიეთ ასი გრამი ბაბუაწვერას ყვავილი. ორი გრამი ხახვის წვენი და ოთხი გრამი სუფთა თაფლი. შეინახეთ სამი საათის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას. წაისვით ქუთუთოზე დღეში ორჯერ იმ შემთხვევაში თუ თვალზე კატარაქტის დიაგნოზი გაქვთ დასმული.
მშრალი კანისთვის
აიღეთ ორი სუფრის კოვზი ბაბუაწვერას ფოთლები, დაასხით ჭიქანახევარი წყალი და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ სუფთა სახე საღამოს, დაწოლის წინ.
სახსრების ტკივილისთვის
ბაბუაწვერას ყვავილებს დაასხით არაყი ოდენობით 1:1. მაგალითისთვის ორას გრამ ბაბუაწვერას ყვავილისთვის დაგჭირდებათ 200 მილილიტრი არაყი.  12 დღის განმავლობაში ნაყენი შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას და დროთა განმავლობაში შეანჯღრიეთ. 12 დღის შემდეგ ნაყენი შეიზილეთ სახსრებში, გაიჩერეთ ხუთი წუთის განმავლობაში. თუ იგრძნობთ წვას, მაშინ 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თუ არადა, ფეხები დაითბილეთ და შეზელილი ნაყენი დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში.
ანემიის დროს
ას გრამ ბაბუაწვერას ყვავილებს დაასხით 900 მილილიტრი წყალი, დაამატეთ ორი-სამი ნაჭერი ლიმონი კანის გარეშე. ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე 40-45 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ერთი კილოგრამი შაქარი და გააჩერეთ ერთი საათი. დალიეთ თითო-თითო ჭიქა დილა-საღამოს. ეს მეთოდი კარგია, ასევე, ღვიძლის გასაწმენდად და ნაღვლის ბუშტის ტკივილის დროს.
აკნეს დროს
მოამზადეთ ინფუზია: 100 გრამ ბაბუაწვერას დაჭრილ ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააჩერეთ 45 წუთი და გაფილტრეთ მარლაში. მიიღეთ მესამედი-ნახევარი ჭიქის ოდენობით სამჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ზეთისხილის ფოთლის სამკურნალო თვისებები
ზეთისხილის ფოთლების გამოყენება ბევრი დაავადების პრევენციისთვის შეიძლება. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ეფექტურია კიბოსა და გულის დაავადებების წინააღმდეგ. ასევე, აქვს ანტიმიკრობული თვისებები. ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსების, სოკოს, პარაზიტებისა და ბაქტერიების გავრცელებას. ზეთისხილის ფოთლებს ძალიან ეფექტურად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ჭრილობების მოსაშუშებლად. 
გარდა ამისა, ის თავიდან აგაცილებთ გაციებასა და გრიპს. სასარგებლოა თითქმის ყველა ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობისთვის. როგორიცაა: პირის ღრუს კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზი, დერმატოფიტები (სოკოები, რომლებიც გავლენას ახდენს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე).
ზეთისხილის ფოთლები ასევე, დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის მომატებაში. მიუხედავად ამისა, სამედიცინო კვლევით ნათელია, რომ მნიშვნელოვანია მისი პოტენციალი დიაბეტის პრევენციისთვის.
ზეთისხილის ფოთლები სასარგებლოა გულის, არტერიული წნევის, ათეროსკლეროზის რისკის შესამცირებლად, დადებითი გავლენა აქვს ქოლესტერინის დონეზე.
მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ზეთისხილის ფოთოლი  ისევე მოქმედებს, როგორც კაპტოპრილი მაღალი არტერიული წნევის დროს.
ზეთისხილის ფოთლები ამცირებს კანის სიწითლეს, ხელს უშლის მის გაუხეშებას და იცავს მზის სხივების ზემოქმედებისგან.
პროდუქტს კარგი პერსპექტივები აქვს კანის კიბოს მკურნალობისთვის. მისი თხევადი ექსტრაქტი აფერხებს  კიბოს უჯრედების გავრცელებას. ზეთისხილის ფოთლები პერსპექტიული ინსტრუმენტია მელანომის მკურნალობისთვის.
ზეთისხილის ფოთლები ხელს უწყობს ანთებითი დაავადებების მკურნალობას. ხალხურ მედიცინაში ფოთლები სამკურნალოდ ახალი და გამხმარი სახით გამოიყენება. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გარდა, ის მკურნალობს: ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, დიარეას, შეშუპებას, არითმიას, ართრიტს, ფსორიაზსა და კუნთების სპაზმს.
თუმცა, როგორც ყველაფერს, მასაც აქვს არასასურველი გვერდითი მოვლენები, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ალერგიულმა ადამიანებმა და მათ, ვისაც დიაბეტი აწუხებთ. ასეთ შემთხვევაში, თვითმკურნალობას ექიმის კონსულტაცია უნდა ამჯობინოთ. მისი გამოყენება ასევე, არაა რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალი
ვარდკაჭაჭას ფესვი ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, რომელსაც აწუხებს ჰიპერტენზია, ნევრასთენია, დეპრესია, უძილობა, შაკიკი, რადგან ის დადებითად აისახება ნერვული სისტემის მოქმედებაზე. აქვს  დამამშვიდებელი ზეგავლენა. ვარდკაჭაჭას შემადგენლობაში შედის  B ჯგუფის ვიტამინები. ამ ჯგუფის ვიტამინები პასუხისმგებელია კარგ განწყობაზე, მოწესრიგებულ ძილზე, ენერგიულობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. ამავე დროს, ვარდკაჭაჭა, მდიდარია კალიუმით, რომელიც აუცილებელია გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ეხმარება ორგანიზმს, გაათავისუფლოს სისხლი ქოლესტერინის არასასურველი დონისგან, ხელს უწყობს ვაზოდილატაციას და  გულისცემის ნორმალიზაციას. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ვარდკაჭაჭას თქვენს რაციონში შეიტანთ. განსაკუთრებით კარგია მისი გამოყენება მათთვის, ვისაც აწუხებს ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, გულის იშემიური დაავადება და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები. რკინის მაღალი  შემცველობის გამო, ასევე, შესაძლებელია ვარდკაჭაჭას ეფექტურად გამოყენება ანემიის მკურნალობისა და პრევენციისთვის.

დაამარცხეთ გაციება შავი ბოლოკით
შავ ბოლოკს არაერთი სამკურნალო თვისება აქვს. მწარე გემოს მიუხედავად, სხვადასხვა დაავადებასთან ეფექტური ბრძოლის უნარი გააჩნია. განსაკუთრებით კარგია მისი გამოყენება გაციებისა და ბრონქიტის დროს, როგორც იმუნოეფექტური და ანტიმიკრობული საშუალება. კერძოდ, თუ ხველა გაწუხებთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მოხარშული შავი ბოლოკის სიროფი, რომლის მომზადების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, შავი ბოლოკი თაფლთან ერთად. ის შეგიმსუბუქებთ ზამთრის ცივ დღეებს. ბოლოკის ზედაპირი მრგვალად ამოჭერით და გააკეთეთ მასში ღრმული, რომელიც უნდა ამოავსოთ თაფლით. დაახურეთ თავისივე კანი და დატოვეთ ასე ღამით, იდეალურ შემთხვევაში, თორმეტი საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, ბოლოკის შუაგულში მოთავსებული თაფლი უკვე სამედიცინო სიროფია, რომელსაც სამედიცინო პრეპარატებისან განსხვავებით, არაჩვეულებრივი გემოც აქვს. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე. სამი დღის შემდეგ, ძველი ბოლოკი უნდა შეიცვალოს ახლით. ეს სიროფი განსაკუთრებული წარმატებით შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბავშვებში, რადგან ტკბილი გემოს გამო, მის მიღებაზე უარს ნამდვილად არ გეტყვიან. ყელის მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს, გაასუფთავეთ კარგად შავი ბოლოკი, დაჭერით კუბიკებად, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით თაფლი. ქილას თავს ძალიან მჭიდროდ ნუ დაახურებთ. მიეცით ბოლოკს საშუალება, რომ ისუნთქოს. გააჩერეთ ამ მდგომარეობაში ერთი ან ორი დღე და შემდეგ სიროფი მიიღეთ ჩაისთან ერთად, ერთი ჩაის კოვზის ოდენობით ან ჩვეულებრივ, ცივად.

ვუმკურნალოთ კუჭ-ნაწლავს მცენარეული საშუალებებით
კუჭ-ნაწლავის პრობლემების, განსაკუთრებით კუჭის წყლულის დროს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი: აიღეთ ალოეს ფოთლები (ალოე უნდა იყოს არანაკლებ სამი წლის), გარეცხეთ კარგად და დაჭერით პატარა ნაჭრებად. 350 გრამ წვრილად დაჭრილ ალოეს დაასხით სამი ლიტრი ცივი წყალი და მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 45 წუთი. დააყოვნეთ ერთი ღამით და მეორე დილიდან დალიეთ 100 მილილიტრი დღეში სამჯერ, ჭამადე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს ერთი თვე. ეს რეცეპტი სასარგებლოა თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგების დროსაც. ამ შეთხვევაში, მიიღეთ დღეში ოთხჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, ერთ სადილის კოვზ მცენარეულ ზეთთან ერთად. მკურნალობის კურსი კვლავ ერთი თვეა.
კუჭ-ნაწლავის პრობლემის დროს, ასევე სასარგებლოა შემდეგი რეცეპტები: მოამზადეთ მიქსი. ამისთვის დაგჭირდებათ 60 მილილიტრი პიტნის წვენი, 300 მილილიტრი ველური ვარდის სიროფი და 200 მილილიტრი წყალი. მიიღეთ დღეში ექვსი სადილის კოვზი.
ერთი კოვზი წვრილად დაჭრლი ალოე, მოათავსეთ მომინანქრებულ ჯამში, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს ორი დღე. შემდეგ დალიეთ დღეში ორ ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
აიღეთ 250 გრამი დაფქული არყის ან მუხის ქერქი და დაასხთ სამი ლიტრი მდუღარე წყალი. დალიეთ დღის განმავლობაში მესამედი ჭიქის ოდენობით.
კარტოფილს დაასხით მდუღარე წყალ. სამი საათი დააყოვნეთ და შემდეგ დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახვარი საათით ადრე. თოთხმეტი დღის განმავლობაში.
კიდევ ბევრი მცენარეული საშუალება წარმატებით გამოიყენება ქოლეცისტიტის (ნაღვლის ბუშტის ანთება) და პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) სამკურნალოდ. ისევე, როგორც ღვიძლისა და სანაღვლე გზების, გასტროდუოდენიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ოპერაციის შემდეგომი პერიოდის გასამარტივებლად. ქრონიკული ალკოჰოლიზმისა და ბევრი სხვა პრობლემის დროს შეგიძლიათ, გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა მცენარეული რეცეპტები.
150 გრამ კოწახურის ფესვებს დაასხით ერთი ლიტრი არაყი, გააჩერეთ 14 დღის განმავლობაში და შემდეგ მიიღეთ 1 სადილის კოვზი ნაყენი 3-ჯერ დღეში.
 დაასხით 100 მილილიტრი სპირტი  700 გრამ პროპოლისს, გააჩერეთ 2 კვირა. შემდეგ დღეში დალიეთ 20 წვეთი ნაყენი, რომელიც უნდა გააზავოთ ნახევარ ჭიქა რძეში. მიიღეთ ძილის წინ ექვსი თვის განმავლობაში.
ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ  ვარდკაჭაჭას ფესვებს დაასხით 600 მილილიტრი წყალი და წამოადუღეთ 7 წუთი. დღის განმავლობაში დალიეთ ერთი ჭიქა. კურსის ხანგრძლივობაა თვე-ნახევარი.
ყოველ დილით აურიეთ ნებისმიერი ხილისა და ნახევარი ლიმონის წვენი, დაუმატეთ კვერცხი, კარგად ათქვიფეთ და მიიღეთ უზოზე.

скачать dle 11.3