კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ღალატობენ კაცები #4



ქალების უმეტესობისთვის ღალატი უპატიებელი საქციელია. მაგრამ თუ ქალს კაცი უყვარს, შეუძლია, ყურადღება არ მიაქციოს  იმას, რომ:
• შეიძლება, ის ხანდახან იტყუებოდეს;
• ვერ ან არ ეხმარებოდეს საოჯახო საქმეებში;
• ვერ ან არ იღებდეს მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში;
• უთმობდეს დედასა და მეგობრებს იმაზე ბევრად მეტ დროს, ვიდრე მას;
• არ ჰქონდეს მაღალი შემოსავალი;
• ის კი არა, შეიძლება, ურთიერთობაშიც ჰქონდეთ პრობლემები...
ქალებს შეუძლიათ ბევრი რამ აიტანონ, ოღონდ ნუ უღალატებენ. მამაკაცებს ეს ესმით, მაგრამ მაინც ღალატობენ.
რატომ? იმიტომ, რომ...
მამაკაცები სექსს სხვანაირად, ქალებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ქალისთვის ეს ემოციური პროცესია, მამაკაცისთვის კი სექსი და ემოციები შეიძლება,  ერთმანეთთან კავშირში სულ არ იყოს. მისთვის ძალიან მარტივი და ბუნებრივია ღალატის შემდეგ ოჯახში დაბრუნდეს და ისე მოიქცეს, ვითომ არაფერი მომხდარა.
რასაკვირველია, მამაკაცმა იცის, რომ ღალატის გამოაშკარავების რისკი ყოველთვის არსებობს. თუმცა, ხშირად, რატომღაც,     დარწმუნებულია, რომ ღალატი ხახვივით შერჩება. ხოლო, თუ მაინც გამოიჭირეს, თავს აუცილებლად გაიმართლებს.
მამაკაცები ფიქრობენ, რომ ქალი მარტოობას ისევ მათ „ნაკლთან“ შეგუებას და დარჩენას ამჯობინებს. ყოველ შემთხვევაში, მათ ამის იმედი აქვთ.
ის ბუზღუნებს, რომ თქვენ შორის უწინდელი მიზიდულობა აღარ არის, რომ ადრინდელივით სასურველი აღარ ხართ. არადა, თავიდან ყველაფერი კარგადაა, ერთად თავს კარგად გრძნობთ. მერე ჩნდებიან ბავშვები,  თავით ეშვებით პრობლემებში და კომუნალურ გადასახადებში. აღარ ეპრანჭებით ისე, როგორც ნაცნობობის დასაწყისში. სამსახურიდან სახლში მოსული სასწრაფოდ იშორებთ  მაკიაჟს, იხდით ლამაზ კაბას და  ქუსლიან ფეხსაცმელს – გრძელი სამუშაო დღის მერე საოჯახო საქმეებიც გაქვთ გასაკეთებელი. საწოლამდე ისეთი დაღლილი აღწევთ, რომ სექსზე ლაპარაკიც ზედმეტია.
მამაკაცს დააკლადა ის ნაპერწკალი, რომლიც ადრე  თქვენს ურთიერთობაში არსებობდა. სამაგიეროდ, გახშირდა კამათი და ოჯახი უკვე აღარაა ისეთი, როგორიც თქვენ შექმენით და რომელშიც ის აპირებდა ცხოვრებას. სასურველის მისაღებად აუცილებლად წავა სადმე, სხვაგან.  რატომ? იმიტომ რომ, მან იცის, სასურველის პოვნას ყოველთვის მოახერხებს სადმე, სხვაგან. ყოველთვის არსებობს ქალი, რომელიც მზადაა ამისთვის.
ყველა ქალმა   რომ თქვას: „შენ ცოლიანი ხარ – მე ამას არ გავაკეთებ“, იცით, რამდენი ოჯახი და ურთიერთობა გადარჩებოდა? მაგრამ, რეალობა სხვაა. მამაკაცებს შეუძლიათ, გვიღალატონ იმიტომ, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც მზად არიან, გააბან ურთიერთობა იმ მამაკაცთან, რომელიც მათ არ „ეკუთვნით“.

ჰარმონიული
 ურთიერთობების
 საიდუმლო

ჰარმონიული ურთიერთობები ქალსა და მამაკაცს შორის ბედნიერების ფუნდამენტია.
კაცობრიობის განვითარებისთვის შემოქმედმა შექმნა ორი ნახევარი – ქალი და მამაკაცი. იმისთვის, რომ ეს ორი ნახევარი მუდმივად ილტვოდნენ ერთმანეთისკენ, მოფიქრებულ იქნა ბრძნული „მექანიზმი“.
მამაკაცებს ქალების გარეშე სრულფასოვნად ცხოვრება და განვითარება საერთოდ არ შეუძლიათ. მათ მუზა სჭირდებათ. რატომ აქვთ ქალებს  სექსუალური ენერგია მუდმივად სავსე? იმიტომ რომ, მათ სჭირდებათ მამაკაცის მიზიდვა, გამოკვება, შთაგონება, შთამომავლობის ჩასახვა, გაჩენა და გაზრდა.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ ქალებს მამაკაცის გარეშეც მშვენივრად შეუძლიათ ცხოვრება. პრინციპში, შეუძლიათ. მაგრამ ასეთი ცხოვრება გაცილებით რთული იქნება. 
 როდესაც ქალი და მამაკაცი წყვილდებიან, მამაკაცი უნდა იყოს „გამცემი“. ამის წყარო მისი ფიზიკური ძალაა. მამაკაცმა უნდა უზრუნველყოს ქალი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობებით, კომფორტითა და უსაფრთხოებით.
 ხალხში ამბობენ: „კაცმა უნდა ააშენოს სახლი, დარგოს ხე და აღზარდოს შვილი“. თუკი მამაკაცი არ უზრუნველყოფს ქალს ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობებით და უსაფრთხოებით, ქალი ასეთი მამაკაცისგან უნდა გაიქცეს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება შორს.
ქალი დიდხანს მარტო არ უნდა იყოს.
 ქალმა ენერგია უნდა გასცეს. მისი გულის ცენტრში ხომ ღვთაებრივი სიყვარულის ულევი წყაროა. ამასთანავე, რაც უფრო ბევრ ენერგიას გასცემს, მით უფრო ბევრს იღებს შემოქმედისგან და დამატებით სხვადასხვა საჩუქრით აჯილდოებს მას ცხოვრება.
 გარდა ამისა, აჩუქებს  მას ლამაზ და ჰარმონიულ ურთიერთობებს და ქალს აღარ დასჭირდება ენერგიის ხარჯვა, ფსიქოლოგების რჩევების გამოყენება ამ ურთიერთობების ასაწყობად. პრაქტიკულად, თავისით დალაგდება ყველაფერი.

ვიმეგობროთ
 მამაკაცებთან?

ადამიანები, ფიზიოლოგიური აგებულების მიხედვით, ორ კატეგორიად იყოფიან: არსებობენ ქალები და არსებობენ მამაკაცები.
ამბობენ,  ღმერთმა ჯერ მამაკაცი შექმნა, მერე ქალი... ანუ, ფაქტია – ევა შეიქმნა ადამისთვის.
თუმცა, ვინაიდან ორივე სქესის წარმომადგენლები ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, ადამიანებმა გამოვძებნეთ ურთიერთობის სხვა ხერხიც და ამას ქალსა და მამაკაცს შორის დაძმური ურთიერთობის მსგავსი მეგობრობა დავარქვით. ბოლოს და ბოლოს, რატომაც არა.
მაგრამ, რაც უნდა ვამტკიცოთ ქალებმა, ეს მამაკაცი საკუთარი ძმასავით მიყვარსო, ან, პირიქით, მამაკაცებმა „გადაიჭრან ვენები“ კონკრეტული ქალბატონის  „დასავით“ სიყვარულზე,    ის ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი ძმა (ან და). რეალობა ამას ამტკიცებს.
ბევრი მორალისტი და ფსიქოლოგი ქალისა და მამაკაცის მეგობრობას დასაშვებად და უფრო მეტიც, საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა ამავე დროს განმარტავენ:
მეგობრობა შეიძლება, არსებობდეს სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის. და მაინც, ქალი კაცში ყოველთვის ხედავს კაცს და, პირიქით, მამაკაცი ქალში ხედავს ქალს. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
არ შეიძლება, მას  ასი პროცენტით ვენდოთ. რამდენიმეპროცენტიანი ეჭვი მაინც უნდა დავუშვათ. არსებობს  მეცნიერების დასკვნები, რომლის საფუძველზეც მტკიცდება, რომ მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა სექსუალურ ლტოლვას ემყარება. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ყოველთვის უფრო პირდაპირია მსგავსი ემოციების გამოვლენისას, ვიდრე ქალი. ეს უკანასკნელი კი ხშირად საკუთარ თავსაც ძლივს უტყდება, რომ მეგობარ მამაკაცთან ისიც ქალად გრძნობს თავს და არა მის „ძმაკაცად“, რომელზეც ხშირად აკეთებს აქცენტს ორივე მხარე.
ფსიქოლოგების აზრით, ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობაში აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, რადგან ავტომატურად დგება საზღვრები, რომელსაც არც მამაკაცი არ უნდა გასცდეს და არც ქალი. ბუნებრივია, ისევ მეგობრობის „ხათრით“.

скачать dle 11.3