კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სჯობს ხშირად ცხოვრების წესით არაეკლესიური ადამიანი ეკლესიურს და როგორ უნდა გადაამოწმონ მათ საკუთარი რწმენა #4

ადამიანის აზროვნების მთავარი საწყისი არის წმიდა წერილი, უფალთან ურთიერთობა, ჩვენი ეთიკა. საზოგადოებრივი ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს წმიდა წერილზე. წმიდა წერილში კი პირდაპირ წერია: „ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ, რომ ისინი თქვენ მოგექცნენ“. ხშირად ჩვენ სხვებისგან ვითხოვთ პატივისცემას, კარგ დამოკიდებულებას, ყურადღებას, მოფერებას და თავად ამას არ ვაკეთებთ, – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: რაც არ მოგვწონს საზოგადოებაში, ის უნდა გამოვასწოროთ საკუთარ თავში. საკუთარ თავში უნდა აღმოვაჩინოთ პრობლემები და რაც მთავარია, ღრმად შევისწავლოთ „საკუთარი მე“, სიღრმისეულად უნდა გავიგოთ საკუთარი უნარ-ჩვევები, ურთიერთობები და დამოკიდებულებები. ყველა რომ ჩაფიქრდეს და დაუკვირდეს, როგორ იცინის, როგორ მეტყველებს, როგორ ურთიერთობაშია სხვებთან, მიხვდება, რომ ყველაფერი საკუთარი თავიდან მოდის.
– ადამიანები ხშირად იწყებენ ერთმანეთის გამოსწორებას და ამას ისინი უფრო ცუდ შედეგამდე მიჰყავს.
– ადამიანის გამოსწორება, მისი ფეხზე დაყენება უფლის ნებაა. უფლის დარიგება: „გიყვარდეთ მოყვასი თქვენი, გიყვარდეთ უფალი თქვენი,“ თუ გახდება თანამედროვე საზოგადოების კონსტიტუცია, მაშინ, ყველაფერი რიგზე იქნება. ძველ აღთქმაში ღმერთი პირდაპირ ქადაგებდა: „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“, ამან კი საზოგადოება მიიყვანა გახრწნამდე, რადგან, ეს ყველაფერი ადამიანებმა თავისებურად გაიგეს. უფალს არ უთქვამს, ბოროტებას ბოროტებით უპასუხეთო. როდესაც ხედავთ, ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, უნდა დააფიქსიროთ, რომ მისი თვალი ბოროტია და თვალიდან და კბილიდან დაიწყოთ მისი მკურნალობა. ქრისტიანობამ ადამიანის ღირსება ყველაზე მაღალ მწვერვალებამდე აიყვანა. უნდა გვიყვარდეს როგორც ჩვენი მოყვასი, ასევე, ჩვენი მტრებიც. თანამედროვე ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება, თუ რას ნიშნავს – გიყვარდეს მტერი, რადგან, ისე არ გვიყვარს ოჯახის წევრები, როგორც უნდა გვიყვარდეს. ადამიანმა კარგად რომ გადაავლოს თვალი საკუთარ ყოფას, მიხვდება, როგორ ცხოვრებას ეწევა, როგორ წარმოჩინდება სხვებთან ურთიერთობაში. როგორც პავლე მოციქული განმარტავს, როდესაც ადამიანები არა მარტო საკუთარ, არამედ, სხვის ტვირთსაც იტვირთავენ, ამით აღასრულებენ ქრისტეს რჯულს. ძალიან ბევრს აინტერესებს, როგორი ადამიანია, როგორი ქრისტიანია, როგორი მრევლთაგანია. მათ ყოველთვის უნდა გაიხსენონ პავლე მოციქულის სიტყვები: თუ გინდათ, სულის ცხონება მოიპოვოთ და გერქვათ ქრისტიანები, მაშინ, სხვა ადამიანების ტვირთი, პრობლემები, ჭირ-ვარამი უნდა გაიზიაროთ. ადამიანი ეკლესიამ და მონასტერმა კი არ უნდა გამოასწოროს, მან თავად უნდა გამოასწოროს ის, რაც შიგნით აქვს. ბევრი ეკლესიაში მოჩვენებით მდგომარეობაში იმყოფება – როგორც კი გარეთ გამოვლენ, მაშინვე იცვლებიან, ჩხუბობენ, ბილწსიტყვაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ განწმენდილები. ჩვენ საკუთარი თავი უნდა შევამოწმოთ ერში, საზოგადოებაში და არა ეკლესიასა და მონასტერში. ეკლესიაში უკანასკნელი ავაზაკი, ცოდვილიც კი, კარგად იქცევა. საკუთარი თავი იმ ადამიანებთან ურთიერთობისას უნდა გამოვცადოთ, რომლებიც ნაკლებად გვიცნობენ და არ იციან, რომ ეკლესიაში დავდივართ, მორწმუნეები ვართ. ღმერთი მაშინვე დაგვანახვებს სიმართლეს, რეალობას, რომ ჩვენ ვართ მოჩვენებითი ქრისტიანები, ფარისევლები. ჩვენი საზოგადოება დღეს არის დეპრესიაში, დასნეულებული. საზოგადოება მაშინ დამშვიდდება, თუ ადამიანებს შორის სწორი დამოკიდებულება ჩამოყალიბდება, რომელიც დაფუძნებული იქნება სიყვარულზე, სარწმუნოებაზე. არ არის აუცილებელი, ეკლესიური გერქვას და კარგად იქცეოდე. ბევრი ადამიანი არ არის ახლოს ეკლესიასთან, მაგრამ, ძალიან მოწესრიგებული, გაწონასწორებულია, რადგან, კარგად აქვს შეგნებული ბუნებითი რჯული, რომ ის ადამიანია და ეს ყველაფერი უფალმა ბუნებითად აჩუქა.
– რის კეთება გვევალება ქრისტიანებს?
– ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, საქმითა და სიტყვით არის ქრისტიანი. პირველი მოთხოვნა – ეს არის ეკლესიაში სიარული. ამ სიტყვებს ბევრი ქრისტიანი პირდაპირი მნიშვნელობით იგებს: დადიან ეკლესიაში; შევლენ, გავლენ, ხან ტაძარს უვლიან გარშემო, ხან შიგნით შემოვლენ, ისევ გავლენ და ასე, იღლებიან სიარულით. რომ ჰკითხოთ – დადის ეკლესიაში. მაგრამ, რა მოიტანე და რა წაიღე?! მადლობა ღმერთს, რომ მოხვედი ეკლესიაში, რომ შეძელი, შენი ფეხით მოსულიყავი, არ ხარ საავადმყოფოში, საპყრობილეში, მაგრამ, ხომ შეიძლება, მომავალ კვირას ვეღარ წახვიდე ეკლესიაში?! აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ ეკლესიაში მოხვედი, მაგრამ, უკეთესი იქნება, სახარება, ქადაგება მოისმინო, აღსარება თქვა, ეზიარო. თქვენთვის ყოველ კვირას და, არა მხოლოდ ყოველ კვირას, მზადდება ტრაპეზი, წმიდა ზიარება, სულიწმიდა გარდამოდის და ამ დროს თქვენ არც კი მოდიხართ ეკლესიაში. ან, მოდიხართ დაგვიანებით, სახარებას არ უსმენთ... ქადაგებას მაინც დაესწარით, რომელიც მოძღვარმა თქვენთვის მოამზადა, რომ იქიდან რამე გაიგოთ. თუ ვერაფერს გაიგებთ, მაშინ, იმ ადამიანს მაინც ჰკითხავთ, ვინც ესწრებოდა წირვას და მოგიყვებათ, მამაომ რა მაცხოვნებელი სწავლება გადმოგცათ.
– დღეს რწმენასა და ურწმუნოებას შორის ზღვარი თითქოს წაშლილია.
– რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. მორწმუნე ადამიანი არის თავმდაბალი, გლახაკი სულითა, მშვიდი, მოსიყვარულე. როგორ შეიძლება, ადამიანი მორწმუნე იყოს და ის იყოს ამპარტავანი, უხეში, უსიყვარულო, ბილწი, მოჩხუბარი?! ხე ნაყოფით შეიცნობა და ასეა მორწმუნე ადამიანიც. არის მოჩვენებითი სიმშვიდეც, სიყვარულიც; როცა განსაცდელი ეშვება, მერე ყველას რწმენა გამოაშკარავდება ხოლმე. თუ კარგად ჩავიხედავთ გულში, ბევრ რამეს დავინახავთ. როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანს სხვისი პატიება არ შეეძლოს ან ბაგეებით მიუტევოს, გულში კი მუდმივად დარჩეს წყენა?! როცა გავიგებთ, რომ ჩვენს მტერს, მის შვილს ან ოჯახს რამე უბედურება შეემთხვევა, გამოვისახავთ პირჯვარს და ვამბობთ: „სამართალი არსებობს“. როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანს სხვისი უბედურება უხაროდეს? ან გაიგე, რომ შენი მტერი სამსახურში დააწინაურეს, ან სახლი იყიდა და ამბობ: „სად არის ღმერთი? მე ვაპატიე და ცუდად ვარ, ის კი როგორ კარგად არის“. ასეთ დროს ჩვენ შორს ვართ პატიებისგან და, შესაბამისად, რწმენისგან. უფალი ბრძანებს: თუ გინდათ, რომ უფალმა გაპატიოთ თქვენი ცოდვები, თქვენ აპატიეთ სხვას.  ღმერთმა რომ გაპატიოს ისე, რომ შენ სხვას არ აპატიო, ვერ იგრძნობ, რამხელა სიხარულია ცოდვების პატიება. თუ გინდა, რომ ეს სიხარული შემოვიდეს შენში, ღმერთმა გაპატიოს, ღმერთი შემოვიდეს შენში, ჯერ შენ უნდა აპატიო შენს მსგავს თიხას. ნუ დავიტოვებთ გულში ცოდვებს, ბოღმას, არპატიების სურვილს, თორემ, მერე ჩვენ გავხდებით ბოროტის ჭურჭელი. ყველა დიდი მამა ტიროდა საკუთარი ცოდვების გამო. ღმერთი მუდმივად გაპატიებს ცოდვებს, მაგრამ, შენ სიკვდილი უნდა გერჩიოს ერთი და იმავე ცოდვის ჩადენას.

скачать dle 11.3