კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიღო სერგი კაპანაძემ 2016 წელს სალექტორო საქმიანობით 80 000, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორობით – 50 000 ლარი #4

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე 1981 წელსაა დაბადებული ჭიათურაში (1998 წელს დაამთავრა ჭიათურის მეორე საშუალო სკოლა). უმაღლესი განათლება  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიიღო, ასევე, სწავლობდა დრიუს (აშშ) უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე (თუმცა სწავლის წლები მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის). მისი შრომითი ბიოგრაფია 2001 წლის თებერვილიდან იწყება საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, სადაც მან 2001 წლის ივნისამდე იმუშავა სტაჟიორად. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-ს იანვარ-ივნისში კი – ინგლისურენოვანი გაზეთის, „24 საათის“, მთავარი რედაქტორი; 2004-2005 წლებში მუშაობდა ანალიტიკოსად საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტში; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში; სტრატეგიის კვლევის ცენტრში; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. 2005 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, საგარეო საქმეთა სამინისტროში  რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახლდათ. 2006 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდა ანალიტიკური ჯგუფის მთავარ მრჩევლად. 2006-2007 წლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში გადაინაცვლა. 2007 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ნოემბრამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა, ნოემბრიდან უკვე დირექტორიც და ამ თანამდებობას 2011 წლის იანვრამდე იკავებდა. 2011 წლის იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა (2012 წლის ოქტომბრამდე). 2013 წლის იანვარ-ივლისში თსუ-ის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას ასრულებდა. ამის პარალელურად კი, 2012 წლის ოქტომბრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციას“ დირექტორობდა, სანამ 2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი არ გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, თუმცა ენმ-ის რიგები ამ წლის დასაწყისში მიატოვა. ასევე, 2005 წლიდან სალექტორო საქმიანობასაც ეწეოდა.
რაკი კარგა ხნის ჩინოვნიკია, ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციაც არაერთხელ შეუვსია. თუმცა ჩვენ მხოლოდ ბოლოზე შევჩერდებით, რომელიც მან 2017 წლის იანვარში შეავსო, როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე:  1980 წელს რუსეთში, კერძოდ, სოჭში დაბადებული ეკა აკობია და ორი შვილი: 2007 წელს დაბადებული ლუკა და 2011 წელს დაბადებული ანა. ოჯახის ერთადერთი საკუთრება საცხოვრებელი ბინა თბილისში (135 კვ. მ.), აფაქიძის ქუჩაზე, სერგი კაპანაძის საკუთრებაა.  ავტომანქანა კი ოჯახის ორივე ზრდასრულ წევრს ჰყავს: სერგი კაპანაძეს 2002 წლის „ML“, ხოლო მის მეუღლეს – 2011 წლის „ჰიუნდაი“.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ ვიცე-სპიკერს ჰქონდა – 900 ლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში სერგი კაპანაძემ, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა,  33 042 ლარი აიღო, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, 56 560 ლარი, ხოლო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორმა,  50 230 ლარი; მისმა მეუღლემ კი, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორმა, 53 525 ლარი, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა – 7 849 ლარი. 2016-ში სერგი კაპანაძეს 15 000-ლარიანი საკრედიტო ბარათის მომსახურება 18 469 ლარი დაუჯდა, „ამექსისა“ – 5 456 ლარი; ეკა აკობიამ სამკურნალო მიზნით აღებული 25 000-დოლარიანი სესხის მომსახურებაში 5 570 აშშ დოლარი გადაიხადა, 15 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხის მომსახურებაში – 7 200 ლარი. ხოლო, სერგი კაპანაძეს შვილების სწავლის საფასური 5 400 ლარი დაუჯდა.

скачать dle 11.3