კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტო დერეფანში #4

„მოდის მატარებელი, გულის გამხარებელი“

 მაშინ, როდესაც ჩვენ მოუთმენლად ველით, როდის ამოქმედდება დიდი აბრეშუმის გზის სამხრეთ კავკასიაზე გამავალი მონაკვეთი (რომ კიდეც გავმდიდრდეთ და თავიც უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, ცხადია, იმის პარალელურად, რომ ფუნქციაც მოგვემატოს), გასულ კვირას ლონდონში პირველი ჩინური სატვირთო მატარებელი ჩავიდა (ვაი რომ, რუსეთის გავლით).
მატარებელს ამ 12 000-კილომეტრიანი გზის დასაფარავად, სულ რაღაც, 18 დღე დასჭირდა.
რაც შეეხება მარშრუტს: ყაზახეთი-რუსეთი – ბელორუსია-პოლონეთი-გერმანია-ბელგია-საფრანგეთი და ცხადია, საბოლოო წერტილი – დიდი ბრიტანეთი!
შემადგენლობას ლონდონში საქონლის 34 კონტეინერი ჩაუტანია და ის, სავარაუდოდ, ყოველკვირეულად იმოძრავებს.
ან კი რატომ არ იმოძრავებს, როდესაც იაფიც ჯდება და სწრაფიცაა?!
როგორც აღმოჩნდა, დიდი ბრიტანეთი მეთვრამეტე ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთმა პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა დაამყარა. და ისიც ცხადია, რომ მატარებლები პირიქითაც, ანუ ბრიტანეთიდან ჩინეთისკენაც იმოძრავებენ
(სხვათა შორის, გასულ წელს ჩინეთს რკინიგზით გერმანიიდან ხორცპროდუქტები ჩაუტანია, საფრანგეთიდან – ღვინო, რუსეთიდან კი – ხის მორები).
თუ გავიხსენებთ, რომ სულ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 40 სარკინიგზო მარშრუტს იყენებს, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქს პირდაპირ დაუკავშირდეს, იმედი ვიქონიოთ (აი, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება), რომ სამხრეთ კავკასიაზე გამავალ მიმართულებასაც მოაბამენ თავს, თორემ დავრჩით ამ ჩვენს დერეფანში მხოლოდ ჩვენ და აზერბაიჯანი. –

скачать dle 11.3