კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რაღაი გაძღნენ“?! #4

ანუ „კოწია – არწივი ბახტრიონის, აგრაფინა – ვარდი შირაზის“

 გაპრეზიდენტებამდე გვპირდებოდა, რომ ისეთ გარყვნილების ბუდეს, როგორიც საპრეზიდენო სასახლე იყო, არც კი გაეკარებოდა (პათოსით: სად გაგონილა ღარიბ ქვეყანაში 800- მილიონიან სასახლეში ცხოვრებაო?!). უფრო მეტიც, პირველ ხანებში კანცელარიაში, სადაც პრეზიდენტს უნდა შეესრულებინა თავისი მოვალეობა, სახლიდან სულ ფეხით ჩაისეირნებდა ხოლმე (პათოსით: ერის წყლული მაჩნდეს წყლულადო?!), მაგრამ ხანი გამოხდა და იგი (ცხადია, ბ-ნი მარგველაშვილი მყავს მხედველობაში) სასახლეშიც გადაბარგდა და იქიდან ცოცხალი თავით აღარ გამოვიდა – თვით ათონელის ქუჩაზე მისთვის მოწყობილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში (იქნებ პათოსით: მეფე ვარ და მეკუთვნისო?!).
სულ ახლახან კი აღმოჩნდა, რომ სასახლეს პრეზიდენტზე ჯეროვანი ზეგავლენაც მოუხდენია – ხელგაშლილობის მიმართულებით.
სახელდობრ, გასული წლის აგვისტოში, სულ რაღაც, სამიოდ დღით (4-7 აგვისტო) რიო-დე-ჟანეიროს საქართველოდან საპრეზიდენტო დელეგაცია ეწვია (პრეზიდენტი, მისი მეუღლე, უშიშროების საბჭოს მდივანი და საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ათი თანამშრომელი) და ადმინისტრაციის ათიოდ თანამშრომლის ვიზიტი 165 549, 59 ლარი დაჯდა, ოღონდ დღემდე უცნობია, რა დაუჯდა ბიუჯეტს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის  მომსახურება.
ამას გარდა, ისიც გაირკვა, რომ გასული წლის 6-9 დეკემბერს საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა (მხოლოდ ხუთი პერსონისთვის).
მე არ ვიცი, ღირს თუ არა 300 000-მდე ლარი ის პოლიტიკური შედეგი, რაც პრეზიდენტის ამალითურთ ჩასეირნებას მოჰყვა, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, როგორი სასახლეცაა ისეთივეა ხელგაშლილობა.
ანუ, როგორც მუხრანი იტყოდა: „კოწია – არწივი ბახტრიონის, აგრაფინა – ვარდი შირაზის, ეარშიყებიან ერთურთს. მოვლენ ხასიათზე, რაღაი გაძღნენ“ ?! –

скачать dle 11.3