კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუმუშავა თეონა წიწაკიშვილს სხეული მეუღლემ და რა ემოციები გააღვიძა მან ცოლში #3

თეონა წიწაკიშვილი პროექტის, „შენ შეგიძლია ცეკვა“, ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა, რომლის ცეკვამ თითქმის არავინ დატოვა გულგრილი. თეონას მეუღლეც მოცეკვავეა. მათ წლისა და 7 თვის შვილი ჰყავთ და ახალგაზრდა მშობლები მას ერთად ზრდიან.
თეონა წიწაკიშვილი: ორი დღე გავიდა ნახევარფინალიდან (ინტერვიუ ჩაწერილია 12 იანვარს – ავტორი) და დღესაც საკუთარ თავს ვეუბნებოდი: მართლა ფინალში ვარ?! იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ დღესაც არ მჯერა. თან, პირველი ლაივის გარდა, სულ აუტსაიდერი ვიყავი. ერთი რამ ვერ გამიგია: სოციალურ ქსელში სულ სხვა რამ ხდება და ესემესებით – სულ სხვა რაღაცეები, ეს ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცი, ბანკიდან უნდა გამომეტანა თანხა, რომ ესემესლიდერი გავმხდარიყავი?! ასეთი გამარჯვება არ მინდა. დასაფასებელია, როცა ხალხის რჩეული ხარ, ხალხი გიმესიჯებს, მაგრამ სახლი გავყიდო, ასეთი გამარჯვება არ მინდა.
– როგორ დაიწყო შენი საცეკვაო კარიერა?
– 19 წლამდე თვითნასწავლი ვიყავი, ჩემი ჯგუფიც კი მყავდა. ფილმებს ვუყურებდი ცეკვებზე და ვიგონებდი ჩემთვის მოძრაობებს, მერე მეგობრებს ვასწავლიდი. ბავშვთა სახლში მივდიოდით, ერთ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც მათ საჩუქრებს ურიგებდა და ჩვენ ვცეკვავდით, ვართობდით მათ. ეს წლები ძალიან კარგად მახსოვს. სულ ვეძებდი გამოკრულ ნომრებს: მოდით ჩვენთან, იცეკვეთ, დაგვირეკეთ. მაგრამ, ვერაფერი ვნახე, არსად დამირეკავს, თან შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი იყო. ძალიან ვიყავი ცეკვაზე გაგიჟებული. ჩემი მეგობრები ახლაც მწერენ: ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, შენ სულ ცეკვავდიო. 19 წლის ვიყავი, როცა ბრეიქდანსზე შევედი. ვერ ვიტყვი, რომ თავზე ვტრიალებ, მაგრამ საინტერესო იყო. 2 თვე ვიარე, მერე ისევ ჩემებურად გავაგრძელე ცეკვა. ერთ დღესაც დედაენის ბაღში ვიყავი, ცეკვის შეჯიბრება იყო, რომელიც ჩემს ახლანდელ მეუღლეს მიჰყავდა. თვითონაც იცეკვა, გავგიჟდი, გადავირიე და იმის მერე, დღესაც გადარეული დავდივარ. ისეთი მოძრაობები გააკეთა, ცუდად გავხდი. ვერც მივედი ახლოს. გარკვეული პერიოდი გავიდა და ჩემს უბანში დავინახე, მეტროში ჩადიოდა. არც მაშინ მივედი. თვითონაც არ შევუმჩნევივარ, რადგან ჩვეულებრივი გოგო ვიყავი. თუმცა, ახლაც ჩვეულებრივი გოგო ვარ, არაფერი – განსაკუთრებული. რაღაც ქასთინგზე ვაპირებდი გასვლას. დავინახე, ავტობუსში როგორ ავიდა. არ ვიცოდი, სად მიდიოდა ეს ავტობუსი, მაგრამ მაინც ავედი. უკან გავყევი. მერე მივედი: ვიცი, რომ ცეკვით ხართ დაკავებული, ქასთინგზე მივდივარ და იქნებ დამაკვალიანოთ-მეთქი. ჩაიწერა ჩემი ნომერი, მოვეწონე და იმ დღესვე ყავაზე დამპატიჟა, მთელი ღამე მირეკავდა და მეორე დღეს ქასთინგზეც გამომყვა. მეც, თვალებზე ბინდგადაკრული, გაგიჟებული გავყევი უკან. რამდენიმე დღეში სკოლას ხსნიდა და შევედი მის სკოლაში. ჩვენი ურთიერთობაც ძალიან კარგად გაგრძელდა. ფილმებში რომ არის: ერთად ვარჯიშობენ, ერთად ჭამენ, ერთად სვამენ, ერთად სძინავთ. ეს იყო ნეტარება და ეს არის ყველა მოცეკვავის ოცნება.
– უკვე შეყვარებულები იყავით?
– არა. ვარჯიშის დროს ძალიან მკაცრია, ზოგჯერ ისე მკაცრად მექცეოდა, ვიდექი და ცრემლები ჩამომდიოდა. ხან მოსწავლე-მასწავლებელი ვიყავით, ხან ფლირტში გადაიზრდებოდა ხოლმე ჩვენი ურთიერთობა. მერე ვამბობდით: არა, მოსწავლე-მასწავლებელი ვართ, მაგრამ რა ხდება – მოგწონვარ, არ მოგწონვარ... მოკლედ, ვერ ვიგებდით, რა ხდებოდა. მერე თურქეთში წავედით მოცეკვავეები, იქ, ვმუშაობდით და ასე დაიწყო ჩემი კარიერა. იქ სცენაზე მქონდა გამოცდილება. სასტუმროში ვმუშაობდით და ასევე, ქემერის ყველაზე მაგარ კლუბებში გამოვდიოდით. ასე დავდიოდით სამი წელი. იქ დაიწყო ჩვენი სასიყვარულო ამბები. ერთ წელში რომ ჩამოვედით, იქიდან ისე მოვაგვარეთ ამბები, რომ გიოსთან, ჩემს მეუღლესთან, სახლში დამხვდნენ ჩემი მშობლები და ასე დავრჩი მასთან. არადა, მამაჩემი საკმაოდ მკაცრი და ტრადიციების დამცველია: უნდა მოვიდეს, ხელი მთხოვოსო. თურქეთშიც რომ მივდიოდი: „მამა, თურქეთში უნდა წავიდე,” – ამის თქმაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. მაგრამ, გიომ ისე მოუგვარა დედაჩემს და მამაჩემს ყველაფერი, ძალიან ენდობიან. კლუბშიც პირველად გიომ წამიყვანა, თურქეთშიც გიომ წამიყვანა და ცხოვრებაშიც მას გამატანეს ყოველგვარი ნიშნობისა და ქორწილის გარეშე. სხვათა შორის, ზაფხულში გვინდა, ქორწილი გავაკეთოთ. ძალიან მინდა, თეთრი კაბა ჩავიცვა – ძალიან სადა, ან ძალიან გიჟური. ძალიან გიჟი წყვილი ვართ – ისეთი, როგორიც ყველა ახალგაზრდა წყვილია. ღამის სამ საათზე შეგვეძელო, სადმე წავსულიყავით – წამო, იმ მთაზე ავიდეთ, ასეთი გიჟური რაღაცეები გვიყვარს. უბრალოდ, ახლა პატარა ბაჭია გვყავს და ვერ ვტოვებთ, ან ისიც მიგყვავს ხოლმე.
გიორგი ბაღნაშვილი: ცემში ვიყავით. პატარაც თან გვყავდა, მაშინ 4 თვის იყო. თეონა წყალში ჩავიდა, დასველდა და რომ აჭამა, პატარაც დაასველა. გავახვიე კაპიუშონში და მთაში წავედით. იბოდიალა ჩვენთან ერთად.
თეონა: ორივე რომანტიკულები ვართ, მაგრამ ახლა, ამ პროექტზე ისე ვართ გადართულები, რომანტიკა კი არა, ისიც არ ვიცი, რა არის საჭმელი, ძილი.
გიორგი: მე მისი აბსოლუტურად მესმის და არაფერს ვეუბნები. ვურეკავ: თეო, საჭმელი, იცი, რა არის? მპასუხობს: მოვდივარ და შევჭამ.
თეონა: რეპეტიციაზე მოაქვს ხოლმე საჭმელი. ზოგჯერ ბავშვიც მოჰყავს, რომ ვნახო. აქედან ადრე უნდა მივიდე, რომ ვნახო – ეს მომენტი ძალიან მაწუხებს. თავიდან ძალიან რთული იყო, რადგან მე და გიო ვზრდით ბავშვს.
გიორგი: არ მიყვარს ეს კითხვა: ცოლს ეხმარები ბავშვის გაზრდაში? რას ჰქვია ეხმარები? შენი შვილია და როგორ თუ ეხმარები. დაბადებიდან ვიცი, ჩემი შვილი რას ჭამს, რას სვამს, სად რა კრემს ისვამს, რას იცვამს. ის მომენტი, რომ ბავშვს იმდენი რამე უნდა და ამის გამო 15 წელი ლოდინი, არ მესმის. ბავშვს უნდა სიყვარული და ყურადღება.
– გიორგიც ხომ არ აპირებდა პროექტში მონაწილეობას?
თეონა: ვერ შეძლო, თორემ ქასთინგზე აცეკვეს და გაკვირვებულებმა ჰკითხეს: შენ არ გამოდიხარო. გიომ კი უპასუხა: მე ჩემს ცოლ-შვილს უნდა მოვუარო, ვიმუშაოო. ჩემი მასწავლებელია, მაგრამ კონკურენციის მომენტი გვექნებოდა. თუმცა, წყვილში, ალბათ, ერთად ვიქნებოდით. როგორც მასწავლებელი ხომ მკაცრია, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან პოზიტიური, მეგობრული და კეთილია.
– ჰგავხართ ერთმანეთს?
– ცეკვის ხასიათში ვგავართ და კიდევ ორივე იმპულსურები ვართ, გიჟურები. ორივე პლუსი ვართ და ერთმანეთს ვეტაკებით.
გიორგი: მაგრამ, რაც პროექტი დაიწყო, სულ მე ვთმობ. ხომ ხვდები, რა ხდება მის თავში და ამიტომ, მაქსიმალურად ვუფრთხილდები.
თეონა: ნორმალური ცხოვრება რა არის, აღარ ვიცი. დევიდ ლევინთან ვიყავით და გვითხრა, გავიგე, რა ყოფილა ნორმალური ცხოვრებაო. მინდოდა, ისიც ყოფილიყო ფინალში, ამიტომ გული ძალიან დამწყდა.
– რაზე ეტაკებით ხოლმე ერთმანეთს?
– ყველაფერზე შეგვიძლია, ვიჩხუბოთ. თუმცა, ვისწავლეთ, რომ ყველაფერზე ჩხუბი არ შეიძლება. ეტაპებს გავდივართ და ვსწავლობთ ბევრ რამეს. 5 წელი ხომ არ არის ცოტა, ამიტომ ბავშვურ მომენტებზე აღარ ვჩხუბობთ.
გიორგი: არასდროს არავინ დამიპროგრამებია, ცეკვას ვერავინ გასწავლის. უბრალოდ, მე კარგად დავამუშავე თეონას სხეული: სად და როგორ... ფიზიკურად ძალიან მომზადებულია, ცეკვაში სისხარტე კუნთის დამსახურებაა, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. დანარჩენი ყველაფერი იყო თეოში. მე, უბრალოდ, უნდა გამეღვიძებინა ეს ემოციები. ვიცოდი, რომ მის შიგნით იყო ეს ემოცია, ამოვიღეთ და გაბრწყინდა ჩემი გოგო. არასდროს მიწევდა წინააღმდეგობას, ახლა უფრო მეწინააღმდეგება. თუმცა, მეკითხება: კარგია? მუსიკას ყოველთვის მე ვუკეთებ.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
თეონა: ტერფები ჩემი ტკივილია და გადავწყვიტე, კლასიკაზე შევიდე, რომ გადავიმტვრიო. კიდევ, ტანვარჯიშზე მინდა და დანარჩენი, პრაქტიკაში მოვა. ასევე, მინდა, ვორკშოპებზე ვიარო უცხოეთში, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოცეკვავისთვის – უფრო მეტად ვითარდები.

скачать dle 11.3