ნიკა ქაცარიძის ანეკდოტები #3
– ექიმო, მშობიარობის მერე დეპრესია დაემწყო და სულ მეტირება.
– ღამე როგორ გძინავთ?
– კარგად, სამამდე ვითვლი და მეძინება.
– მხოლოდ სამამდე?
– ხანდახან ოთხის ნახევრამდე.
***
ბომჟი კარებზე აკაკუნებს:
– ტორტის ნაჭერი მომეცით, თუ შეიძლება.
– შენ რომ ყოველთვის პურის ნაჭერს ითხოვდი?
– დღეს დაბადების დღე მაქვს.
***
მოსამართლე დარბაზში მსხდომ საზოგადოებას აჩუმებს:
– თუ კიდევ ვინმე იტყვის: „ძირს მოსამართლე“, გარეთ გავაგდებ, ქუჩაში! და აქ, ფეხს ვეღარასდროს შემოდგამს!
ცოტა ხანში ისმის:
– ძირს მოსამართლე!
– ბრალდებულო, ჩემი ნათქვამი თქვენ არ გეხებათ.
***
ზარი საავადმყოფოში:
– გვიშველეთ, ექიმო, ჩემს ქმარს „კატოკმა“ გადაუარა!
– ისეთ „პახმელიაზე“ ვარ, მანდ ვერ მოვალ, ფაქსით გადმომიგზავნეთ და აქ გავსინჯავ.
***
კაცი უყვება მეგობარს:
– მივლინებიდან ადრე რამდენჯერაც დავბრუნდი და კარადა გამოვაღე, ცოლის შიშველი საყვარელი დამხვდა.
– მერე?
– რაღა მერე? მერამდენედ ვუმეორებ, რომ ცოლს დიდი ხანია, გავშორდი, მაგრამ სჯერა?
***
– უკაცრავად, 48 ზომა თხილამურები გაქვთ?
– რა ზომა?
– 48.
– კი მაგრამ, თხილამურები რაღად გინდათ?
***
გოგო მკითხავთან:
– იცით, ორი ბიჭი მომწონს და რომელს გაუმართლებს?
– გიოს გაუმართლებს და ნიკა ცოლად მოგიყვანს.
***
– საყვარელო, რას აკეთებ?
– ქორწინების მოწმობას ვკითხულობ.
– რატომ?
– მაინტერესებს ვადა როდის გასდის.
***
სვანი ჩაფიქრებული ზის. გამვლელი ეკითხება:
– რა გჭირს, რატომ ხარ ჩაფიქრებული?
– რა და, წიგნი წავიკითხე და პლატონი წერს: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ“... და საგონებელში ჩავვარდი.
– რატომ?
– ქალთან როგორ მოვიქცე აღარ ვიცი.
მერაბ სეფაშვილის ანეკდოტები
მატარებლის გამცილებელი ქალი, ორდღე-ღამიანი რეისის შემდეგ, დაბრუნდა სახლში. ქმარმა პალტო გახადა და ჩუმად ჰკითხა:
– ხომ არ დავწოლილიყავით?
– მოიცა, ჯერ დაიძრას და...
***
– რატომ დაიწუნე კი მაგრამ, ბონდოიას ქალიშვილი?
– ვერ მოვიყვან მე მაგას ცოლად!
– კი მაგრამ, რატომ?
– იმფერი დაბალია, „შნუროკებს“ წელში გამართული იკრავს.
***
ვაკეში, ბიჭს მოეწონა გოგო და გამოელაპარაკა:
– გოგონი, ადრე რატომ არ შემხვედრიხარ?
– ღმერთი გიფარავდა, შე საცოდავო.
***
– გინდა ჩემი მზე იყო?
– კი, მინდა.
– კარგი, მაშინ 82771138996754 კილომეტრით მომშორდი.
***
– იცი, შენი ქმარი ახალგაზრდა გოგოებს დასდევს.
– არ მოვიშლი ნერვებს! ჩემი ძაღლიც კი მისდევს მანქანებს, მაგრამ გინახავს საჭესთან დამჯდარი?