კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #3

კანტი: თავად ტალანტი არაფერია, ფასი მისი გამოყენებით ედება.
პლინიუს უმცროსი: სიკვდილი ყოველთვის ნაადრევია მათთვის, ვინც უკვდავ საქმეებს აკეთებს.
ბოკლი: ერთადერთი პროგრესი, რომელსაც ნამდვილი ღირებულება აქვს, დამოკიდებულია არა ბუნების ძალებზე, არამედ ადამიანის ძალ-ღონეზე.
სტერნი: მოხუცებულობა უვიცისთვის  ზამთარია, სწავლულთათვის დროა მომკისა.
პოლი: ღვინის სმაში მოპოვებული მეგობრობა გულს დააძმარებს.
შექსპირი: უმჯობესია ბრძოლაში დაცემა, ვიდრე დამარცხების ფასად სიცოცხლის ყიდვა.
გოეთე: უვარგისი სიცოცხლე ადრეული სიკვდილია.
ჰეგელი: ქორწინება... უფლებრივ-ზნეობრივი სიყვარულია; ასეთი განსაზღვრისას ამ უკანასკნელიდან გამორიცხულია ყველაფერი, რაც კი მასში წარმავალია, ახირებული და მხოლოდ სუბიექტური.
ჰიუგო: ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი; მისი უბედურება ისაა, რომ რაც უფრო მეტად ცდილობს დაემსგავსოს ანგელოზს, მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს.
მარკესი: ნამდვილი მეგობარი არის ის, რომელსაც შენი ხელი უჭირავს და შენს გულს გრძნობს.
ბალზაკი: პროზა მხოლოდ მასში შემავალი პოეზიის გამო იკავებს ლიტერატურაში ადგილს.
შექსპირი: უფრო ღირსეული იქნები ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე.
ბრანსტერი: მლიქვნელობა მუხლებზე მდგომი აგრესიაა.
არისტოტელე: ადამიანთა უდიდესი ნაწილი უფრო ხშირად საჭიროებას ემორჩილება, ვიდრე გონებას და უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვიდის დასაკმაყოფილებლად.
განდი: ნუ გაწყვეტ მეგობრობის ძაფს. თუ აღდგენა მოგიწია, კვანძი სამუდამოდ დარჩება.
ფროიდი: ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზეც უკეთესი უნდა იყოთ, არის ის, ვინც ხართ დღეს.
შელი: ფილოსოფია სწავლობს ადამიანთა არასწორ შეხედულებებს, ისტორია კი – მათ არასწორ ქმედებებს.
ლევი: მხოლოდ საყვარელი შეიძლება იყოს ჰაეროვანი არსება, ქმარი კი სისხლისა და ხორცისგან შექმნილი მოკვდავია.
ჰომეროსი: არ არსებობს რაიმე ქალზე მეტად დამღუპველი.

скачать dle 11.3