კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ძმამ ინვალიდი და #3

32 წლის  ინგა  ნ-ოვი უფროსი ძმის მსხვეპლი გახდა. და-ძმის  ფიზიკური  დაპირისპირება  ტრაგიკულად დასრულდა – 42 წლის  რობერტ ნ-ოვმა დას გულ-მკერდის არეში დანით რამდენიმე   ჭრილობა  მიაყენა. ახალგაზრდა ქალის გადარჩენა, ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ექიმებმა  ვერ შეძლეს – ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, საგამოძიებო მოქმედებებით ცნობილი გახდა, რომ 32 წლის ახალგზარდა ქალს სასიკვდილო დაზიანებები ძმამ მიაყება. რობერტ ნ-ოვის დაკავება სამართალდამცველებმა მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე საათში შეძლეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა, როგორც პირველ ჩვენრებაში აღნიშნა, დის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. ის სულიერი აღელვებისას, აფექტურ მდგომარეობაში მყოფს შემოაკვდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, მკვლელობა ინგა ნ-ოვის  დედის, ელენე შ-იას  თვალწინ მოხდა. ელენე შ-იას  ჩვენების მიხედვით, მან მოჩხუბარი და-ძმის გაშველება, მცდელობის მიუხედავად,  ვერ შეძლო.  ამონაწერი ელენე შ-იას  ჩვენებიდან: „მეორე სართულზე ვიყავი, როცა პირველი სართულიდან ჩხუბის ხმა შემომესმა. რობერტი სახლში ახალი მოსული იყო. ის და ინგა სამზარეულოში იყვნენ. მაშინვე ქვემოთ გავიქეცი. როცა სამზარეულოში შევედი, დავინახე, რომ რობერტი თავის დას თმებით ითრევდა, მეორე ხელში კი დანა ეჭირა. ხელებში მივვარდი, რომ დანა წამერთმია, მაგრამ ისეთი ძალით დამარტყა, გვერდით გადავვარდი. ამ დროს კი ის ინგას დაესხა თავს და დანა დაარტყა. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ მიკლავდა შვილს. კივილი დავიწყე, ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ. ინგა უკვე დაჭრილი იყო და გულ-მკერდიდან სისხლი სდიოდა. მე გონება დავკარგე. მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, რა დროსაც რობერტმა არეულობით ისარგებლა და  სახლიდან გაიქცა.” 
 მოწმეთა ჩვენების მიხედვით, ბოლო პერიოდში და-ძმას ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ხშირად ჩხუბობდნენ. რა იყო დაპირისპირების მიზეზი, ეს გამოძიებისთვის დაკავებული რობერტ ნ-ოვისგან გახდა ცნობილი.  „ინგა ჩემი ნახევარდაა. დედამისი მამაჩემმა ცოლად მაშინ მოიყვანა, როცა დაქვირვდა. მალევე  გაჩნდა ინგა. მე ხან ბებია მზრდიდა, ხან  ელენე.  მე და ინგას ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ძალიან მეცოდებოდა იმის გამო, რომ დაბადებიდან კოჭლობდა და ინვალიდი იყო.  ორი კვირის წინ ახლო მეგობრისგან გავიგე, რომ ინგას ინტიმური კავშირი ჰქონდა ჩემს მეგობართან ედიკ შ-იანთან, რომელსაც ცოლიც ჰყავს და ორი შვილიც. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა – შეურაცხყოფილი და სახელგატეხილი დავრჩი.  როცა ეს გავიგე, მაშინვე ვკითხე ინგას ამის შესახებ. მაგრამ უარყო, ამას როგორ მაბრალებო. მერე, როცა გავაანალიზე ინგას და ედიკას ურთიერთობა, მივხვდი, რომ ეს ამბავი მართალი იყო. ისინი ხშირად მინახავს ერთად, ერთი-ორჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც კი. მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი  და ჩემს უახლოეს მეგობართან, ცოლშვილიან კაცთან გააბამდა რომანს?  ამის გამო მე და ედიკას დიდი ჩხუბი მოგვივიდა, დავარტყით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ გაგვაშველეს, ედიკაც არ   აღიარებდა, რომ ჩემს  დასთან დადიოდა, მაგრამ მე ამაში უკვე დარწმუნებული ვიყავი.  იმ დღეს, ალბათ, ხუთი საათი იქნებოდა,  სახლში რომ მივედი. ოდნავ ნასვამი ვიყავი. ელენე  მეორე სართულზე იყო, ინგა – პირველ სართულზე, სამზარეულოში.  საუბარი დავუწყე, მშვიდად. აღელვებული კი ვიყავი, მაგრამ არ მემჩნეოდა. ინგა თვითონ დამიპირისპირდა, საშინელი სიტყვებით გამლანძღა. შენ კაცი რომ იყო, შენი ცოლი სხვა კაცთან კი არ გაიქცეოდაო, მითხრა. ამ სიტყვებზე გონება გადამეკეტა. იქვე, მოზრდილი დანა დავინახე, შესაშინებლად მოვუქნიე. მახსოვს, ოთახში ჩემი დედინაცვალი შემოვარდა და ჩხუბში ჩაერია, ჩვენ გაშორებას ცდილობდა. მაგრამ, ისე ვიყავი აღელვებული, ინგას დანა რამდენჯერმე დავარტყი. მისი მოკვლა არ მინდოდა, თვითონ გამაღიზიანა და გამომიყვანა წყობიდან, რასაც ჩემ მიერ  ჩადენილი დანაშაული მოჰყვა.”
 გამოძიების მასალების მიხედვით, რობერტ ნ-ოვი წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი. ნაცნობები მას აფექტურ ადამიანად მიიჩნევდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ  ყოფილი მეუღლის ხსენებაზე, რომელიც მისი პატიმრობის დროს გათხოვდა, რობერტ ნ-ოვი უმართავი ხდებოდა. იგივეს ადასტურებდა თავად დანაშაულში ეჭვმიტანილიც, რომელიც ინვალიდი დის მკვლელობას გულწრფელად ინანიებდა. გამოძიებას ბრალდებულის საპირისპირო ვერსიას უზიარებდა დაკავებულის დედინაცვალი,  ელენე შ-ია. მისი ჩვენების მიხედვით,  რობერტ ნ-ოვმა დანაშაული ქონებრივ საკითხთან დაკავშირებით ჩაიდინა. „ორი წლის წინ გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. მას შემდეგ დაიწყო დაპირისპირება ჩვენს ოჯახში. რობერტი სახლის გაყიდვას და წილის მიცემას მთხოვდა. მე ამაზე არ ვთანხმდებოდი, რადგან დარჩენილი ფულით მე და ჩემი ინვალიდი  შვილი   20 კვადრატული მეტრის ფართის ბინასაც ვერ ვიყიდიდით. რობერტი დაჟინებით მთხოვდა  სახლის გაყიდვას. ამის ნიადაგზე ორჯერ ინგამ და რობერტმაც იჩხუბეს. მერე ინგა აითვალისწუნა, ხან რა მოუგონა ხან – რა. ბოლოს ისიც კი დააბრალა, ჩემი ძმაკაცის საყვარელი ხარო. ეს იმიტომ მოიგონა, რომ დანაშაულის ნამდვილი მიზეზი გადაეფარა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ   უნდოდა ჩემი შვილის მოკვლა, რომ მთელი ბინა მას დარჩენოდა.”  
სასამართლომ არ გაიზიარა გარდაცვლილი ინგა ნ-ოვის დედის ჩვენება, რომლის მიხედვითაც რობერტ ნ-ოვმა მკვლელობა  განზრახ, ანგარებით ჩაიდინა. მოპოვებული მტკიცებულებით, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით დადასტურდა, რომ ძმამ  ინვალიდი და შეურაცხყოფისა  და ღირსების შელახვისთვის მოკლა, რის გამოც რობერტ ნ-ოვს 12  წლით თავისუფლების  აღკვეთა მიესაჯა.

скачать dle 11.3