დღეში 2 000 კალორია და დაკლებული 3 კილოგრამი #3
ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც სურს, თვეში ერთხელ, წონაში რამდენიმე კილოგრამის დაკლება. 2 000 კალორიული დიეტის პრინციპია: დღეში 5-ჯერადი კვება, არანაირი ალკოჰოლო, არანაირი ნამცხვარი, ტკბილეული და ასე შემდეგ. დიდი რაოდენობით წყალი – დაახლოებით 2-3 ლიტრი დღეში, მრავალნაირი საკვები, არანაირი წახემსება – ჩიფსები, თხილეული, ჩირი და სხვა. ეს დიეტა ძალიან იოლი შესასრულებელია და არ დაგტანჯავთ შიმშილის შეგრძნება. ყოველდღიურად მიღებული კალორიების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000-ს. ინტენსიურ, ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ეს დიეტა საშუალებას მოგცემთ, ყოველთვიურად 3 კილოგრამი დაიკლოთ. თუ მოგიწიათ რაიმე ისეთის ჭამა, რაც აკრძალული საკვების ნუსხაშია, ამის გამო ნუ შეშფოთდებით. ეს შეგიძლიათ, დააბალანსოთ დიდი რაოდენობის წყლითა და ხილით იმ დღეს.
პირველი დღე
საუზმე: ერთი ჭიქა რძიანი ჩაი, ფუნთუშა.
ლანჩი: ფინჯანი ჩაი, ორი ნაჭერი შავი ან რუხი პური სოსისით.
სადილი: ქათმის წვნიანი, მოწალული ბოსტნეული, ერთი ჭიქა ბოსტნეულის წვენი
საღამოს: ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი.
ვახშამი: ერთი ჭიქა რძე, ფუნთუშა, ხაჭო.
მეორე დღე:
საუზმე: ერთი ჭიქა რძიანი ჩაი, ფუნთუშა, კვერცხი შაშხით.
ლანჩი: ერთი ჭიქა ყავა (უშაქრო), ბანანის სენდვიჩი.
სადილი: ქათმის სალათა პასტის გარნირით, ფორთოხალი.
საღამოს: 3 ცალი ვაფლის ორცხობილა არაჟნით.
ვახშამი: შემწვარი ქათმის ნაჭერი, კარტოფილის პიურე, ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით, სოუსი.
მესამე დღე:
საუზმე: ერთი ჭიქა ბოსტნეულის წვენი, ერთი ნაჭერი პური.
ლანჩი: 2 ნაჭერი პური, ყველი, ვაშლი.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, ჭარხლის ნაჭერი, 2 მოხარშული კარტოფილი, სალათის ფოთოლი ვინეგრეტის სოუსით.
საღამოს: ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი, ფხვიერი ნამცხვრის ნაჭერი.
ვახშამი: მოხალული ბრინჯი ბოსტნეულის სალათით.
გაითვალისწინეთ:
* ხორცის შემთხვევაში, პორციაში არ უნდა იყოს 150 გრამზე მეტი
* წვნიანი არ უნდა აღემატებოდეს 350 მილილიტრს.
* ხილი – 150 გრამამდე
* ბოსტნეული – 300 გრამამდე
* კატროფილი – 150 გრამამდე.