კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #3

კითხვა: ხშირად მისკდება ტუჩები. რა არის ამის მიზეზი და იქნებ, მირჩიოთ, რა მოვუხერხო?
პასუხი: ტუჩების გამოშრობას იწვევს ქარი, მზე, ყინვა, ან მათი არასაკმარისი დატენიანება. შედეგად, ტუჩებზე კანი სკდება და იქერცლება, ჩნდება მცირე ბზარები. ამას ხელს უწყობს მათი ხშირი გალოკვა. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ვაზელინის ან აბუსალათინის ზეთის საფუძველზე დამზადებული ტუჩის ბალზამის გამოყენება. კარგია ასევე თაფლის, ხაჭოს ნიღბები. ბალზამის ან ჰიგიენური ტუჩსაცხის გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა მზეზე, სიცივეში ან ქარიან ამინდში.
კითხვა: მითხრეს, რომ აკნეს ებრძვის კბილის პასტის წასმა და ეს რეალურია?
პასუხი:  როცა გადაუდებელი სიტუაციაა, ეს ნამდვილად მოქმედებს. კბილის პასტაში შემავალი ნივთიერებები კანს აშრობს, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს აკნეს დროებით გაქრობას. მაგრამ, ამან შეიძლება, კანის სერიოზული გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგალითად: გაწითლება, აქერცვლა, ზოგჯერ ალერგიული რეაქციებიც კი.
კითხვა: კბილის მათეთრებლები კბილის ემალს აზიანებს?
პასუხი:  იმ შემთხვევაში, თუ ზედმიწევნით არ დაიცავთ ინსტრუქციებს ან ძალიან ხშირად გამოიყენებთ მათეთრებელ საშუალებებს, სრულიად შესაძლებელია, კბილის ემალი სამუდამოდ დააზიანოთ.
კითხვა: მუქი ფერის ფრჩხილის ლაკის ხანგრძლივი ხმარება, თუ აყვითლებს ფრჩხილს და აზიანებს?
პასუხი: მართალია, მუსი ფერის ლაკის ხშირი ხმარება, აზიანებს ფრჩხილს. თუმცა, არსებობს გამოსავალიც. იმისთვის, რომ ფრჩხილის ფერის შეცვლა თავიდან აირიდოთ, სანამ მუქ ლაკს წაისვამთ, ერთი ფენა უფერული ლაკი უნდა გადაისვათ.

скачать dle 11.3