გამოცადე შენი ნერვები #3
ადვილია, თქვენი კონფლიქტში „შეთრევა”? როგორი წესები გაქვთ, სწრაფად გამოდიხართ წყობიდან?! თავს ვერ იმორჩილებთ და „ვარდებით”?! ეს ტესტი ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ.
1. მშვენიერი გეგმა დააწყვეთ „უიქ-ენდისთვის,” მაგრამ ოჯახის წევრები ვერ აიყოლიეთ. გაბრაზდებით?
ა) არა. მშვიდი ვარ. ყველას თავისი არჩევანი აქვს;
ბ) ვეტყვი, რომ თავიანთი ვარიანტები შემოგვთავაზონ;
გ) ვეჩხუბები, რა უმადურები არიან.
2. ხშირად ეკითხებით აზრს მეგობრებსა და გარშემომყოფებს?
ა) დიახ. მაინტერესებს ყველანაირი შეხედულება;
ბ) ჩვეულებრივ, ვუსმენ სხვებს, მაგრამ მაინც ჩემებურად ვიქცევი;
გ) არა. სხვისი აზრი არ მაინტერესებს.
3. ხედავთ, რომ მეგობარი არასწორად იქცევა, რას მოიმოქმედებთ?
ა) ვეცდები, ჭეშმარიტების გზაზე დავაყენო;
ბ) დაუშვას შეცდომა, სხვანაირად ჭკუას ვერ ისწავლის;
გ) არაფერს გავაკეთებ. ეს ჩემი საქმე არ არის;
4. შეგიძლიათ, ბავშვს რამდენჯერმე აუხსნათ საშინაო დავალება, მაშინაც კი, როცა საერთოდ არ გისმენთ?
ა) შევასვენებ, ვათამაშებ და ისევ მშვიდად განვაგრძობ ახსნას;
ბ) შემიძლია, თუმცა თავს ძალა უნდა დავატანო;
გ) არ შემიძლია. ნერვები არ მეყოფა.
5. კამპანიაში საუბარი მიდის თემაზე, რომელზეც არაფერი იცით. მიიღებთ მონაწილეობას?
ა) რა თქმა უნდა. თემა შეიძლება არ ვიცი, მაგრამ ხომ ვაზროვნებ?!
ბ) არა, რაც არ ვიცი, იმაზე არ ვლაპარაკობ;
გ) უბრალოდ, მოვისმენ. თუ რამეს მივხვდები, ერთი-ორ სიტყვას ვიტყვი.
ყოველი პასუხისთვის – „ა” დაიწერეთ 5 ქულა;
პასუხისთვის „ბ” – 3 ქულა;
პასუხი „გ” – 0 ქულა.
დაითვალეთ ქულები:
5-9 ქულა: ძალიან სწრაფად კარგავთ მოთმინებას. სხვა ადამიანების მიმართ მალე ხდებით აგრესიული. შეეცადეთ ისეთი საქმიანობით დაკავდეთ, ენერგიის დახარჯვის საშუალებას რომ მოგცემთ. აკონტროლეთ საუბრის ტონი. არ იყვიროთ. მშვიდად ილაპარაკეთ.
10-18 ქულა: საერთოდ, შეგიძლიათ, აკონტროლოთ საკუთარი თავი, მაგრამ გაქვთ სუსტი წერტილები. თუ ვინმე მას შეეხება, უბედურება დაატყდება თავს. არსებობენ ადამიანები, ვისაც ახლოს არ უნდა გაეკაროთ – მათთან კონფლიქტი გარდაუვალია.
19-25 ქულა: თქვენი სკანდალში ჩათრევა, პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორ ახერხებთ ასეთი თავშეკავებული იყოთ? ვერავინ, ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი, ვერ ხვდებიან რას გრძნობთ სინამდვილეში.