რა გელით პირად ცხოვრებაში მამლის წელიწადში #3
2017 წელი, ცეცხლისფერი მამლის წელია და ის, არა მარტო კარიერასა და პროფესიული თვალსაზრისით გპირდებათ ცვლილებებს, არამედ სიყვარულშიც. თუ რა სიურპრიზს უმზადებს ის კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობების მხრივ, ამას ქვემოთ ამოიკითხავთ.
ვერძი – სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ყველაზე ხელსაყრელი წელია. განსაკუთრებით კარგია ამ მხრივ, წლის პირველი ნახევარი. თუმცა, სასურველი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ცოტა ბრძოლა მოგიწევთ. ნუ იჩქარებთ და წლის მეორე ნახევარში, არჩევნის გაკეთებაც აღარ გაგიჭირდებათ.
კურო – დაძლევთ ყველა არსებულ კომპლექსს საპირისპირო სქესის მიმართ. თუ მზად ხართ არაორდინარული ექსპერიმენტებისთვის სასიყვარულო ურთიერთობებში, წლის მეორე ნახევარში, ნამდვილად გელოდებათ ემოციური სიახლეები.
ტყუპები – წლის პირველ ნახევარში გელოდებათ სასიყვარულო ვნებები. თუმცა, ეს ურთიერთობა სიყვარულის დაგვირგვინება არ იქნება. თუ თქვენი რჩეული აიტანს თქვენს ყველა უარყოფით თვისებას და მერყევ ხასიათს, წლის მეორე ნახევარში, პირად ცხოვრებაში გაგიმართლებთ.
კირჩხიბი – ფლირტი ისე გადაიზრდება ნამდვილ სიყვარულში, რომ აზრზეც ვერ მოხვალთ. თუმცა, წლის პირველ ნახევარში დაქორწინების იდეა მცდარი და არასასურველია.
ლომი – წელს გეძლევათ დიდი შანსი, ბოლოს და ბოლოს იპოვოთ ნამდვილი სიყვარული. აქამდე თუ რამდენიმე რომანი ერთდროულად გქონდათ, წელს ეს რადიკალურად შეიცვლება და ბოლო მოეღება ამ ურთიერთობებს. წლის მეორე ნახევარში კი, ნამდვილად იღბლიან შეყვარებულად იგრძნობთ თავს.
ქალწული – დაქორწინებული ქალწულებისთვის, ცოტა რთული წელია, რადგან დაგროვილი წყენა და პრობლემები გაართულებს თქვენს ცხოვრებას. დასაოჯახებელი ქალწულები კი, წელს აუცილებლად იპოვიან სასურველ საყვარელ ადამიანს, ვისთანაც თავს ბედნიერად და მშვიდად იგრძნობენ.
სასწორი – წლის დასაწყისში, ახალი შეგრძნებები თავბრუდამხვევი აღმოჩნდება, მაგრამ არ იჩქაროთ. ეცადეთ, მართოთ ვნებები და ემოციები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან.
მორიელი – მთელი წელი თავბრუდამხვევი ურთიერთობები გელით. მაგრამ, გაფრთხილდით, ამ თავგადასავლებით არ შეგიყვარდეთ ის, ვისთვისაც თქვენ მხოლოდ მორიგი გასართობი იქნებით – მოტყუებული და იმედგაცრუებული არ დარჩეთ.
მშვილდოსანი – სასიყვარულო ურთიერთობებში გაგიმართლებთ და მოგეცემათ საშუალება, ბოლომდე გამოხატოთ გრძნობები. წელს, ნამდვილ სიყვარულს იპოვით. ასევე კარგი წელიწადია დაოჯახებული მშვილდოსნებისთვის.
თხის რქა – დროულად გაწყვიტეთ ისეთი ურთიერთობები, რომელიც მხოლოდ პრობლემებს გიქმნით და დაიწყეთ ახალი სასიყვარულო პარტნიორის ძებნა. კარგი წელია დასაოჯახებლად, ამიტომ დროულად მიხედეთ პირად ცხოვრებას – ააწყვეთ ის სასურველ ადამიანთან ერთად. ენერგია, უმჯობესია, ჯანსაღ ურთიერთობებზე დახარჯოთ და არა ფლირტზე.
მერწყული – გექნებათ მეტი ფლირტი და ერთჯერადი ურთიერთობები. ამიტომ, სერიოზული ურთიერთობებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. წლის ბოლოს კი, გელით საბედისწერო სასიყვარულო შეხვედრა.
თევზები – წლის პირველ ნახევარში დიდი შანსია, გეწვიოთ ნამდვილი გრძნობა და ბევრი ფიქრის გამო, ის ხელიდან არ გაუშვათ. დროა, პირად ცხოვრებას და სასიყვარულო ურთიერთობებს სერიოზულად მიუდგეთ და გადაწყვეტილება მიიღოთ.