კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ და ვისი მეშვეობით უსწორდებოდა სტალინი თავის მოწინააღმდეგეებს მეორე მსოფლიო ომამდე #3

საგულისხმო ფაქტია, რომ ტროცკიზმთან ბრძოლა სტალინმა ჯერ კიდე კარგა ხნით ადრე დაიწყო, სანამ ეს ტერმინი დამკვიდრდებოდა. პროფესორი ალექსეი მარინოვი წერს: „თავის საიდუმლო დღიურებში, რომელიც 1925 წლითაა დათარიღებული, „ჩეკას“ უფროსი ფელიქს ძერჟინსკი წერს: „სტალინთან ახლო დამოკიდებულების გამო შემოვრჩი „ჩეკას“ უფროსის პოსტს ამდენ ხანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემნაირ ავადმყოფ, ჭლექიან ადამიანს კარგა ხნის წინ გაისტუმრებდნენ მთავრობიდანო.“
„რკინის ფელიქსი“ თავის საიდუმლო დღიურებში, რომელიც 1926 წლის 20 ივლისს, ანუ ძერჟინსკის გარდაცვალების დღეს მიუტანეს სტალინს და ის 1953 წლის 5 მარტამდე ინახებოდა ბელადთან, აღმერთებს თავის მეგობარს (სტალინს). აშკარაა, რომ ეს „გაღმერთება“ არანაირ გამორჩენაზე არ იყო დაფუძნებული. საბჭოთა „ჩეკას“ უფროსი გულწრფელად წერდა იმას, რასაც ფიქრობდა, გრძნობდა და ხედავდა. ძერჟინსკი წერს: „1925 წლის 2 თებერვალს კობამ თავისთან გამომიძახა და მითხრა:
– დროა, ფელიქს, რომ ტროცკის წინააღმდეგ უფრო გადამწყვეტი მოქმედება განვახორციელოთ და თამამი ნაბიჯები გადავდგათ.
– კონკრეტულად რას გულისხმობ, კობა? – კითხვა შევუბრუნე მე, – ტროცკის თითქმის ყველა მმართველობის სადავე აქვს ხელიდან გამოცლილი. მისი ოპოზიციონერობა და ჰაერზე ლაქლაქი დიდი ზიანის მომტანი არ უნდა იყოს შენთვის.
– ცდები, ჩემო მეგობარო, – ულვაშებში ჩაეცინა სტალინს, – ტროცკის ძალა იმაშია, რომ შენი უწყება მისი ერთგული ხალხითაა სავსე და ერთ დღეს რომ ყველა მათგანი გადაგვიდგეს, კუდით ქვას გვასროლინებენ. ძალაუფლებას ხელიდან გამოგვაცლიან და თავს წავაგებთ.
კობამ თავისი სიტყვების დასტური იქვე დამიდო მაგიდაზე. რომ გადავხედე ტროცკისტთა სიას, სტალინის სიტყვები ცოცხალ მაგალითად გადამეშალა თვალწინ..“
თავის საიდუმლო დღიურებშიც კი არ აკონკრეტებს ძერჟინსკი, რომ ტროცკის მომხრეები, ანუ ტროცკისტები ის ებრაელი ჩეკისტები იყვნენ, რომლებიც თითქმის ყველა საკვანძო თანამდებობას იკავებდნენ ცენტრალურ აპარატში, დაზვერვაში, კონტრდაზვერვაში, ოპერატიულ და ეკონომიკურ განყოფილებებში. სტალინის სია ცხრაას ადამიანს მოიცავდა. ძერჟინსკის „მეცადინეობით“ კი „ჩეკას“ ორგანოებიდან 1925 წლის 20 თებერვლიდან 1926 წლის 20 ივლისამდე, ანუ ძერჟინსკის გარდაცვალებამდე, „რკინის ფელიქსმა“ 11 ათასი ებრაელი ჩეკისტი გაათავისუფლა სამსახურიდან. მათგან მესამედი დაახლოებით 4 ათასი ადამიანი დახვრიტეს. ამგვარად, სტალინმა თავის ერთგულ თანამებრძოლს ებრაელებისგან „ჩეკას“ ფარული წმენდა დაავალა, რომლებიც ტროცკისტებთან იყვნენ გათანაბრებულები. ცნობილი ოპოზიციონერი პუბლიცისტი, ტროცკის თავგამოდებული ქომაგი, 1929 წელს ბრიტანეთში გაქცეული მოისეი სოლოვიოვი, 1930 წელს წერდა: „სტალინი აშკარა ანტისემიტია და 1925-1926 წლებში ორგანოების გასუფთავება ებრაელთა გენოციდი იყო. ამ შენიღბული აქციით მან საყრდენი გამოაცალა სოციალისტურ რევოლუციას და ის ინტელექტუალური საბრძოლო ბირთვი მოსპო, რომელსაც ბედნიერი ქვეყანა უნდა აეშენებინა...“
 მოისეი სოლოვიოვი არა მარტო  ებრაელი ეროვნების ოპოზიციონერი პუბლიცისტი იყო, არამედ ორთოდოქსი სიონისტი და როგორც სტალინს აცნობეს, ბრიტანეთში საიდუმლო საბრძოლო-იდეოლოგიური ჯგუფი ჩამოაყალიბა სტალინის რეჟიმთან საბრძოლველად და დირექტივებს უშუალოდ ლევ ტროცკისგან იღებდა. 1933 წელს, სტალინის უშუალო დავალებით, სოლოვიოვი ლონდონის უმდიდრეს, ჩელსის რაიონში მოკლეს ჩეკისტებმა. ის თავის მდიდრულ, „როლს-როისის“ „ლიმუზინში“ ააფეთქეს და როგორც ევროპის მემარცხენე გაზეთები წერდნენ, რა თქმა უნდა, სტალინის დავალებით, – სოლიოვისგან სველი ადგილი დარჩა მხოლოდ.
„ჩეკას“ ებრაელებისგან წმენდა ძერჟინსკის უკანასკნელი აქცია იყო და ის საბრძოლო პოსტზე (ასეთი სიტყვები წარმოთქვა სტალინმა ძერჟინსკის დასაფლავებაზე) გარდაიცვალა. ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი, სტივენ მაკკოენი 1969 წელს გამოცემულ პუბლიკაციათა კრებულში წერდა: „სტალინის ძალაუფლების გასამყარებლად, 1925-1926 წლების „ჩეკას“ წმენდამ ებრაელებისგან უდიდესი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა საბჭოთა დიქტატორისთვის. შემდგომი ნაბიჯი უკვე ტროცკის ჯერ განდევნა, შემდეგ კი ლიკვიდაცია იყო და მას, ფაქტობრივად, ოპონენტი აღარც კი დარჩა.“
 სტალინი, როგორც თავად ტროცკი აღნიშნავდა, საკუთარ გეგმებს ნაწილ-ნაწილ, მეთოდურად ახორციელებდა და სწორედ ამაში იყო მთელი მისი ვერაგობა. ტროცკი წერდა: „ეშმაკი სტალინი რომ რამეს ჩაიფიქრებდა, ამ გეგმას ყოველთვის ნაწილ-ნაწილ, მეთოდურად, თანმიმდევრულად ახორციელებდა და მთელ სურათს მხოლოდ თავად ხედავდა. ეს ყოველივე იმას ჰგავს, თუ როგორ ნელ-ნელა ყლაპავს პითონი თავის მსხვერპლს, რომელიც ურჩხულის ხახაში მოხვდა და აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია“...
ტროცკის ეს სიტყვები სტალინის შესახებ საბჭოთა ბელადის სალანძღავად, მის გასაშიშვლებლად იყო დაწერილი. თუმცა, თავად სტალინს, რომელიც კარგად იცნობდა თავისი მთავარი მტრის ნაწერებს, ასეთი შედარება ართობდა და როგორც ეტყობა, არ სწყინდა.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინის სამდივნოს უფროსი ვიყავი ჯერ კიდევ, როდესაც მან (სტალინმა) ტროცკის ნაწერები წაიკითხა და მითხრა:
– მე პითონი ვარ? დიახაც რომ სწორედ პითონი ვარ ჩვენი სამშობლოს მტრებისთვის. ტროცკი ამჟამად არ შემცდარა, სწორი შედარება მოიყვანა. სწორედ პითონივით უმოწყალოდ გადავყლაპავ საბჭოეთის ყველა მტერს, ტროცკის მეთაურობითო.
საერთოდ, სტალინს არცერთი თავისი დიდი თუ მცირე ოპონენტის ნაშრომი არ ეპარებოდა და მათ ბრწყინვალედ იცნობდა.“
მოლოტოვის მოგონების არ იყოს, სტალინმა სწორედ ასე გადაყლაპა ნახევარი „ჩეკა“ 1925-1926 წლებში და ძალაუფლება მყარად ჩააბეტონა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გათავისუფლებულ-რეპრესირებული 11 ათასი ებრაელის მაგივრად, „ჩეკაში“ 19 ათასი ახალი თანამშრომელი მიიღეს და მათი უმრავლესობა – 17 ათასი, სუფთა რუსი იყო. მკვლევარი ანტონ გოლიკოვი წერს: „სტალინი ყველაზე მეტად მაინც რუსებს ენდობოდა და ფსონი მათზე დადო. „ჩეკაში“ ახალი კადრების მიღებისას თანამშრომლებს გულდასმით უსინჯავდნენ „როდოსლოვნის“ და თუკი მისი მეოთხე თაობის წინაპარი რუსი იყო, გზა ხსნილი ჰქონდა ორგანოში. არარუსებს კი უნდა დაემტკიცებინათ თავიანთი ლოიალობა საბჭოთა ბელადის მიმართ. ეს ყველაფერი კი ძალიან ჩამოჰგავდა „ესესში“ მიღების რიტუალს, სადაც წმინდა წყლის არიელებს იღებდნენ.“
ანტონ გოლიკოვის მოსაზრებას, ალბათ, ბოლომდე ვერ დავეთანხმები, მაგრამ „ჩეკაში“ და სხვა საპასუხისმგებლო ადგილებზე სტალინი რომ ძირითადად რუსებს ნიშნავდა, ფაქტია. ერთი მოსაზრებით, საბჭოთა ბელადი ამას რუსების მორჩილი და ერთგული, თავგანწირული ხასიათით ხსნიდა. მეორენი კი ფიქრობენ, რომ სტალინი მართლაც ანტისემიტი იყო, ეშინოდა ებრაელების და ამის საპირისპიროდ, რუსებს ეყრდნობოდაო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სტალინი არა მხოლოდ რუსებს (თუმცა, ძირითადად მათ), არამედ სხვა ერების წარმომადგენლებსაც იახლებდა და სწორედ ამ ინტერნაციონალური გუნდით ააშენა მან უძლიერესი საბჭოთა სახელმწიფო.

скачать dle 11.3