კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპრომისი გადაგვარჩენს. . . #3



ერთ პარტნიორთან ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინების გასაღები ამ პარტნიორის სტაბილური ფსიქიკაა. არავითარი დათმობა, კომპრომისი – ამას მხოლოდ კარდიოლოგთან და ონკოლოგთან მიჰყავხართ. როდესაც ადამიანს აქვს სტაბილური ფსიქიკა მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ერთი პარტნიორი ჰყავდეს მთელი ცხოვრება და უყვარდეს მხოლოდ ის.
შეუძლებელია ადამიანი გიყვარდეს იმის გამო, რომ შენზე მორგებას ცდილობს. ქალი, რომელზეც ვერ იტყვის – ვინ არის, როგორია, როგორი ხასიათები აქვს, რა უყვარს და რა არ უყვარს, მამაკაცისთვის მუდმივად ცარიელ ადგილად დარჩება. თუმცა, პარადოქსია, მაგრამ კაცები რთული ხასიათის გოგონებზე გიჟდებიან.
ზოგჯერ სიყვარულს ტანჯვის ხარისხით ვზომავთ, არადა ჯანსაღი სიყვარული ბედნიერების ხარისხით იზომება.
როდესაც სტიუარდესა უსაფრთხოების წესებს გიხსნით, გახსოვთ, რას გეუბნებათ? – „თუკი ბავშვთან ერთად მგზავრობთ, ჟანგბადის ნიღბები ჯერ თავად გაიკეთეთ და შემდგომ თქვენს პატარას მოარგეთ“. ასე უნდა იქცეოდეთ ცხოვრებაშიც – არადა, ყველა ქალი, უპირველესად, ბავშვზე ფიქრობს და თვითონ ფსიქოპათად რჩება. თუ გინდათ, ბავშვი კარგად იყოს, ჯერ საკუთარ თავს მიხედეთ.
კაცი ისე არის მოწყობილი, რომ ჯერ კიდევ დედიკოს კალთიდან მოყოლებული,  მხოლოდ მასთან მიდის, ვინც თვალებით თანხმობას ეუბნება. ჯანმრთელი კაცი ბავშვივითაა. ენდობა მაშინ, როდესაც ქალი თვალებში უყურებს და უღიმის…
ქალმა არასოდეს არ უნდა მოითმინოს ურთიერთობაში ის, რაც არ მოსწონს. მაშინვე უნდა თქვას და თუ კაცი არაფერს შეცვლის, დაშორდეს.
კაცებს, მოსწონთ, როდესაც ქალს მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს.
რა უნდა ქნათ, თუკი  გათხოვება გსურთ? მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ – იყოთ ის, ვინც ხართ. ეს საკმარისია. პრინციპში, მხოლოდ ამის გამო უყვარდებათ.
თუკი არ მოგწონთ მამაკაცის საქციელი, არ არის საჭირო ამ საქციელისთვის გამართლების მოძებნა. სიტუაცია, სადაც მან ,,აღარ გადმორეკა“ ჯანმრთელი გოგონასთვის ურთიერთობის დასასრულია, არაჯანმრთელისთვის – სიყვარულის დასაწყისი.
თავმდაბლობა არავითარი სამკაული არ არის.  ეს სტერეოტიპია.  სწორედ კომპლექსების, თავდაჯერების ნაკლებობისა და დაბალი თვითშეფასების გამო უწევს ცხოვრება ქალს უსექსოდ და პარტნიორის გარეშე. ის საშინლად ექცევა საკუთარ თავს. განიკურნეთ თავმდაბლობისგან.
ნებისმიერ ურთიერთობაში ყოფნა და არყოფნა – ზრდასრული ადამიანის თავისუფალი არჩევანია.
ხშირად ოჯახური თერაპია – განქორწინებაა. მხოლოდ ეს ერთი თერაპია მუშაობს და მას ყველაზე ნაკლებად იყენებენ.  არადა, ზოგჯერ მხოლოდ ეს არის ერთადერთი ხსნა.

არავითარი წუწუნი

ყოველ ჯერზე, როცა ცხოვრებაზე ვწუწუნებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ცხოვრება სულაც არ არის უსამართლო, უბრალოდ, ჩვენ არ ვაკეთებთ რაღაცას ისე, როგორც საჭიროა.
არსებობს რამდენიმე მთავარი კანონი, რომელზეც სამყაროა დამოკიდებული.  მათი ცოდნა დაგეხმარებათ, დაალაგოთ თქვენი ცხოვრება და მიაღწიოთ სასურველ ჰარმონიას.
1) სიცარიელის კანონი.
გათავისუფლდით ყველაფერი ძველისგან, რომ მიიღოთ ახალი.
თუ გსურთ ახალი ფეხსაცმელი, გადაყარეთ ძველი. თუ გსურთ ახალი ტანსაცმელი, გამოალაგეთ თქვენი კარადა.
უმჯობესია, საკუთარი ნებით დააღწიოთ თავი სტერეოტიპებს. ყველაფერი ახალი მხოლოდ მაშინ მოვა, როცა მათთვის საჭირო სივრცეს გამოათავისუფლებთ თქვენს ცხოვრებაში.
2) ცირკულაციის კანონი
იყავით მზად გასცეთ ის, რასაც ფლობთ, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.
3) ფანტაზიის კანონი
უპირველესად, წარმოსახვაში უნდა შეძლოთ წარმატების სურათის აწყობა. აღწერეთ თქვენი იდეალური დღე და არავის აჩვენოთ გარდა იმისა, ვისაც ენდობით. დადეთ ეს აღწერა სამუშაო მაგიდაზე და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ ხოლმე.
4) შემოქმედებითობის კანონი
ადამიანს შეუძლია, მიაღწიოს კეთილდღეობას თავისი აზროვნების, წარმოსახვის, ინტუიციისა და ფიქრის ენერგიის წყალობით. ვინც პოულობს და გამოავლენს საკუთარ შემოქმედებით ენერგიას, იმკვიდრებს მისთვის განკუთვნილ ადგილს და როლს ცხოვრებაში. პროდუქტიულობა და შესაძლებლობების რეალიზება დიდი წარმატებისა და სიმშვიდის მომტანია ადამიანისთვის.
5) მიღებისა და გაცემის კანონი
ყველაფერს, რასაც გასცემთ, დაგიბრუნდებათ ათმაგად.
თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მონაცემი, რომლითაც შეგიძლიათ, ადამიანებს დაეხმაროთ და მას არ იყენებთ, ამით შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს ღვთაებრივ ბუნებას. ამ უნარებისადმი პატივისცემა გამოიხატება სწორედ უანგარო გაზიარებაში. ასეთი ქცევა გაცილებით მეტ კეთილდღეობას მოიზიდავს თქვენს ცხოვრებაში.
6) მიტევების კანონი
თუ არ შეგიძლიათ, აპატიოთ ადამიანებს, ვერ მიიღებთ თქვენთვის განკუთვნილ სიმდიდრეს. ზიზღითა და სიძულვილით სავსე სულში სიყვარულისთვის ადგილი არაა. რაც შეიძლება, სწრაფად გათავისუფლდით იმ ნეგატიური გრძნობებისგან, რაც შინაგანად გჭამთ და არ გაძლევთ მოსვენებას.

ბედნიერება  ჩვენშია

არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ ეყოთ ძალა საკუთარი გზით ევლოთ და ახლა იმით ინუგეშებენ თავს, რომ   უარყოფით გამოცდილებას სხვას უზიარებენ. გვარწმუნებენ, რომ ჩვენც არაფერი გამოგვივა. არასდროს ენდოთ მას, ვინც გზიდან მოტრიალდა. უკეთესია, მოვუსმინოთ მათ, ვინც დანიშნულების პუნქტამდე მივიდა, წარმატების მწვერვალს მიაღწია… როცა ფიქრობთ, რომ ყველაფერი ცუდადაა და ხელის ჩაქნევას აპირებთ, ეს სიტყვები გაიხსენეთ:
1. საკუთარი გზით არასწორად სიარული ჯობია, სხვისი გზით სწორად სიარულს;
2. თუკი ჯოჯოხეთს გადიხარ, სვლა განაგრძე, მას ბოლო აუცილებლად ექნება. იქამდე უნდა მიაღწიო;
3. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სულელები დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში, ჭკვიანებს კი მუდამ ეჭვი ეპარებათ;
4. როდესაც სხვები ამბობენ – „რატომ?“ თქვენ უნდა თქვათ – „რატომაც რა“;
5. ამბობენ, შეცდომებზე სწავლობენო, ჰოდა, აცადეთ საკუთარ თავს, რომ შეგეშალოთ.
6. თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ დარბიხარ, იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია – იფორთხე, ოღონდ არასდროს შეწყვიტო წინსვლა;
7. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ახლოს იყო მიზანთან ის, ვინც დანებდა, – ეს თქვა თომას ედისონმა და ის არ ცდებოდა... ახსოვთ ისინი, ვინც არ დანებდნენ.

скачать dle 11.3