კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მესამე რომის“ ვნებანი #3

ანუ ზენაარს შეჭიდებულები

 მართალია, ამ ჩვენს ოკუპანტსა და ჩრდილს  თავი მესამე რომად წარმოუდგენია, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, მთელ დედამიწაზე ქრისტიანთა დაცვა-პატრონობას გულისხმობს, მაგრამ ამ დიად მიზანს იოტისოდენადაც არ შეუშლია ხელი მათთვის, რომ ამ ჩვენს აფხაზეთში, კერძოდ, წებელდაში ტაძარიც დაენგრიათ და სასაფლაოც მიეყოლებინათ.
რაკი ტაძარიც და სასაფლაოც პოლიგონისთვის შეგულებულ ადგილას მდებარეობდა, არც აციეს, არც აცხელეს და ბულდოზერებით მიასწორ-მოასწორეს.
თუმცა ამჟამად ბულდოზერები დუმს (ქვემეხების არ იყოს), ოღონდ ამით არც ოდესღაც ტაძარს ეშველება და არც ოდესღაც სასაფლაოს.
მეტიც, იმ ადგილის სიახლოვეს ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალიცაა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე, განადგურდება.
ისტორია კი ასე ვითარდებოდა: 2011 წელს ამ ჩვენი სეპარატისტების ხელისუფლებამ სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია თავის „თავდაცვის სამინისტროს“ გადასცა, რომ აფხაზეთში  რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებები ჩაეტარებინათ. მოგვიანებით კი, ტერიტორია მესაზღვრეებს გადასცეს, რომლებმაც სამხედრო პოლიგონის მოწყობა დაიწყეს.
იმ მარტივი მიზეზით, რომ დამშლელი არც ამ ჩვენს ოკუპანტებს ჰყავთ და არც ამ ჩვენს სეპარატისტებს, მომხდარს აღარაფერი ეშველება (მეტიც, სავარაუდოდ, აწი უფრო გაეხსნებათ მადა).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მანამდე ჩვენებურმა ოსმა სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა შიდა ქართლშიც მიიტაცეს სასაფლაოები (ჯერჯერობით ეკლესიები არ დაუნგრევიათ), როგორც ჩანს, ამ სამმა ზენაარი გამოიწვია, რაკი ამ დედამიწაზე მათი შემჩერებელი არავინაა. –

скачать dle 11.3